Wednesday, May 8, 2019

კონვერტოპლან Leonardo AW609-ის სერიული წარმოება დაიწყო

აპრილის მეორე ნახევარში კომოანია Leonardo-მ თავისი ამბიციური ნაწარმის - კონვერტოპლან AW609-ის პირველი სერიული მანქანის აწყობა დაიწყო.



AW609 ეს სამოქალაქო კონვერტირებადი ვერტმფრენი იქნება - მსგავს ტექნოილოგიებს უკვე თითქმის 20 წელია იყენებს ამერიკული სამხედრო V-22 Osprey. თავისი სამხედრო მოძმისგან განსხვავებით, სამოქალაქო ვერსია შედარებით მცირე ზომისაა, მასში 9 მგზავრისა და ეკიპაჟის ორი წევრის განთავსება იქნება შესაძლებელი. ასევე მნიშვნელოვან განმასხვავებელ მახასიათებლად AW609-ის ჰერმეტული კაბინა წარმოადგენს - რომელში სათანადო წნევა იქნება უზრუნველყოფილი, რისი წყალობითაც მას შეეძლება 25 000 ფუტის (7620 მეტრი) სიმაღლეზე ფრენა - რაც ფაქტიურად ნებისმიერ უამინდობაზე მაღლაა.

Leonardo-ს განცხადების თანახმად - AW609-ის პირველი სერიული მანქანის აწყობა აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, ქალაქ ფილადელფიაში მდებარე ქარხანაში აპრილის მეორე ნახევარში დაიწყო. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მაშნ ამ წლის ბოლო აპარატი სამაოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს სერტიფიცირებას გაივლის და მწყობრში 2020 წელს ჩადგება.


Osprey-ს მსგავსად, AW609-ის შექმქნასაც ტრაგედია ახლდა თან - Osprey-ს რეპუტაცია 1992 და 2000 წლის სასიკვდილო კატასტროფებმა შელახეს. მის მსგავსად AW609-მაც განიცადა ავარია 2015 წელს, რომელსაც 2 პილოტი შეეწირა. მაგრამ დღეისთვის ეს სირთულეები გადალახულია და Leonardo დიდ იმედებს ამყარებს თავის AW609-ზე.

მოტრიალებადი ხრახნის კონცეფციას ჩვეულებრივ ვერტმფრენებთან და თვითმფრინავებთან შედარებით გარკვეული უპირატესობა გააჩნია. ის თავისთავში აერთიანებს ვერტიკალურად აფრენისა, დაფრენის და ჰაერში ლივლივის და თვითმფრინავივით სწრაფად ფრენის  შესაძლებლობებს. როგორც ჩანს AW609 შეიქმნა დაზარალებულების სწრაფი ევაკუაციისთვის, სამაშველო-სამძებრო ოპერაციებისა და სამსახურებრივი ფრენებისთვის. არსებობს მხოლოდ ერთი ასპექტი, რამაც შეიძლება AW609-ს გაყიდვები შეაფერხოს - ეს მისი ღირებულებაა, რომელიც 25 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება, რაც თითქმის ორჯერ აღემატება მსგავსი კლასის ვერტმფრენის ღირებულებას. ეს რა თქმა უნდა ისეთი კლიენტისთვის, როგორიცაა გაერთიანებული საემირო, პრობლემას არ წარმოადგენს - სწორედ ამიტომ აღნიშნული არაბული სახელმწიფო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოცდების დასრულებამდე გააკეთა სამი ცალი AW609-ის შეკვეთა (სამივე სამაშველო-სამძებრო აღჭურვილობით). აშშ-ში პირველი მყიდველი ტეხასში ბაზირებული Era Group გახდება - კომპანია მომავალ წელს ორ ცალ AW609 მიიღებს. ასევე ცნობილია, რომ ავიაკომპანია Nakanihon Air Service სწავლობს კონვერტოპლანის სასწრაფო-სამედიცინო მომსახურებებში გამოყერნების შესაძლებლობას.


წყარო - Scramble Magazine

No comments:

Post a Comment