Thursday, May 9, 2019

Hellfire R9X - ცნობილი ტსმრ-ის საიდუმლო მოდიფიკაცია

აშშ-ს მთავრობისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დაკვეთით Lockheed Martin-მა, ზუსტი დარტყმებისთვის, Hellfire-ს საიდუმლო მოდიფიკაცია, სახელწოდებით Hellfire R9X, შექმნა. აღნიშნული რაკეტა სამიზნეს აფეთქების გარეშე ანადგურებს, რითაც რადიკალურად ამცირებს მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში.



როგორც პენტაგონი, ასევე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ამ იარაღის არსებობის და გამოყენების ფაქტებს, საგულდაგულოდ მალავდნენ. რაკეტა Hellfire-ეს ბაზაზეა შექმნილი და მას ინერტული საბრძოლო ქობინი გააჩნია და მოხვედრისას ის არ ფეთქდება. აფეთქების ნაცვლად ის იყენებს საკუთარ წონას, რომელიც 100 ფუნტს (45 კილოს) უტოლდება, რათა გაანგრიოს ავტომანქანების ან შენობების სახურავები და გაანადგუროს სამიზნე ისე, რომ ახლოს მყოფი ადამიანები არ დააზიანოს.

მაღალჩინოსნების განცხადების თანახმად - "სამიზნეზე ამ რაკეტის მოხვედრა გრდემლის მოხვედრის ეფექტს ქმნის. მაგრამ ახალი რაკეტა კინეტიკური ეფექტის გარდა სხვა სიურპრიზითაც არის აღჭურვილი - რაკეტის ქობინი ექვსი გრძელი მჭრელი პირისგან შესდგება, რომლებიც კორპუსის შიგნითაა შეკეცეილი. პირები სამიზნესთან შეხვედრამდე რამდენიმე წამით ადრე იხსნება და თავის გაზაზე ყველაფერს ანადგურებს".

ალ-ქაიდას მეთაურის მოადგილის - აბუ კჰაირ ალ-მასრის (Abu Khayr al-Masri) ავტომანქანა. მანქანის სახურავს Hellfire R9X-ის მჭრელი პირების კვალი ეტყობა. რაკეტამ სამიზნე წარმატებით გაანადგურა

შედარებისთვის ჩვეულებრივი ქობინით განადგურებული ავტომანქანა

საიდუმლო იარაღის და მისი გამოყენების შესახებ დეტალები ათზე მეტმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა. ამ რაკეტის შექმინსა და გამოყენების ინფორმაცია ადრე საიდუმლოს წარმოადგენდა - თუმცა მისი არსებობა მთელი რიგი სპეკულაციების მიზეზი გახდა.

R9X-ის შესახებ მცირე წრემ იცოდა და მას, მისი მჭრელი პირების გამო, რომლებსაც შეუძლია გაჭრან მანქანაცა და შენობაც, ზედმეტსახელად "მფრინავ გინსუ" (“The flying Ginsu” - Ginsu სამზარეულო დანების მარკაა) უწოდეს. რაკეტის მეორე ზედმეტსახელად "ნინძას ბომბა" (Ninja bomb) ეწოდა.

თვითონ ამ რაკეტის შექმნა პრეზიდენტ ობამას დროს მოხდა. მისი მმართველობის დროს აშშ-ს საჰაერო იერიშების დროს სამოქალაქო მოსახლეობაში დანაკარგების შემცირებას დიდი ყურადღება ეთმობოდა.

წყარო:

No comments:

Post a Comment