2017 წლის 18 და 20 დეკემბერს, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ, საჰაერო ძალების კვლევითი ლაბორატორიის სახელით (US Air Force Research Laboratory - AFRL) Lockheed Martin-სა და Northrop Grumman-ს, ორი, თითო 110 მილიონი დოლარის ღირებულების, კონტრაქტი გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად კორპორაციებმა საჰაერო ბაზირების იაფი ფრთოსანი რაკეტა, კოდური სახელწოდებით Gray Wolf, უნდა შექმნან.
Lockheed Martin-ს მიერ შემოთავაზებული რაკეტა Gray Wolf-ის კონცეპტუალური გამოსახულება
ხელშეკრულება 2017 წლის მარტში AFRL-ს მიერ გაკეთებული მოთხოვნის შესაბამისად გაიცა, რომლის თანახმადაც უნდა განხორციელდეს იაფი, ქვებგერითი საავიაციო ბაზირების ფრთოსანი რაკეტის პროტოტიბების "დაპროექტება, შემქნა, დამზადება და გამოცდა", რომლებმაც "ძლიერი წინააღმდეგობის პირობებში მოწინააღმდეგის ინტეგრირებული ჰსთ საფრთხეთა" წინააღმდეგ საბრძოლველად განვითარებულ ქსელურცენტურლი მოქმედების ტექნოლოგიები უნდა გამოიყენოს. ამგვარად ამ რაკეტების ძირითად დანიშნულებად მტრის ჰსთ სისტემის განადგურება სახელდება. რაკეტებმა ერთობლივი, მასირებული გამოყენებისთვის შეიარაღების სხვა სახეობებთან ურთიერთმიზანჩვენების მიზნით ქსელურად უნდა განახორციელონ ურთიერთქმედება
Gray Wolf-ის პროგრამამ "სპირალური განვითარების" ოთხი საფეხური უნდა მოიცვას და უნდა მისცეს საშუალება შეაფასონ ღია არქიტექტურის და მოდულური გათანწყობის გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად შეიქმნას საცდელი ნიმუშები და მოხდეს მათი გაუმჯობესება "სპირალურ განვითარებაში". რაკეტებმა მიზნის განადგურების გარდა უნდა განახორციელონ დაკვირვება და დაზვერვა, რადიოტექნიკური დაზვერვა და რადიოელეტრონული ბრძოლა.
AFRL-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე თავისი შემოთავაზება შვიდმა ამერიკულმა კომპანიამ წარმოადგინა, რომლებიდანაც ამოირჩა ორი ზემოთხსენებული კომპანიის პროექტი. პირველი ეტაპის ხელშეკრულების თანახმად, Lockheed Martin-მა და Northrop Grumman-მა, 2022 და 2024 წლებში შესაბამისად, უნდა განახორციელონ აღნიშნული თემის ფარგლებში შექმნილი რაკეტების პროტოტიპების შექმნა და გამოცდა. მანამდე, 2017 წლის ბიუჯეტიდან, ორივე კომპანიამ ამ თემაში "სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების" შესასრულებლად სამ-სამი მილიონი დოლარი მიიღო.
რაკეტებ Gray Wolf-ების პირველი ეტაის გამოცდებიLockheed Martin F-16-იდან განხორციელდება. შემდეგში რაკეტის გამოყენება შესაძლებელი იქნება აშშ-ს საბრძოლო ავიაციის ყველა ტიპის თვითმფრინავიდან (F-35, F-15, F-18, B-1, B-2 и B-52).
წყარო: