Showing posts with label Сармат. Show all posts
Showing posts with label Сармат. Show all posts

Monday, July 1, 2019

მწარმოებელმა რუსული სტრატეგიული რაკეტის - "Сармат"-ის ტექნიკური მონაცემები გაასაჯაროვა

მწარმოებელმა, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა "Армия-2019"-ზე, საკონტინენტთაშორისო რაკეტა "Сармат"-ის მონაცემები პირველად გაასაჯაროვა. (წყარო - Стали известны характеристики баллистической ракеты "Сармат")


სტრატეგიული რაკეტა 15А28 / РС-28 "Сармат"-ის სატყორცნი გაშვება, პლესეცკის პოლიგონი, 29.03.2018


გამოფენაზე მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი "Сармат"-ის საინფორმაციო ბროშურაში შემდეგი მონაცემებია მითითებული:

  • ფრენის მაქსიმალური მანძილი - 18 ათასი კილომეტრი
  • სასტარტო მასა - 208,1 ტონა
  • მარგი დატვირთვის წონა  - 10 ტონამდე
  • საწვავის წონა - 178 ტონა
  • რაკეტის სიგრძე - 35,5 მეტრი
  • რაკეტის დიამეტრი - 3 მეტრი
  • საბრძოლო ნაწილის ტიპი - განცალკევებადი თავაკის თვითდამიზნების ინდივიდუალური დამიზნებით აღჭურვილი ბლოკები

გამოფენაზე წარმოდგენილი  "Сармат"-ის საინფორმაციო ბროშურა

გამოფენაზე ასევე. NATO-ში "Сатана-2" წოდებული. რაკეტის მაკეტიც იყო გამოფენილი.

"Сармат"-ი (საწარმოო ინდექსი РС-28) შეცვლის მსოფლიოში ყველაზე მძიმე სტრატეგიულ რაკეტა "Воевода"-ს. ახალი რაკეტის საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო 2011 წელს დაიწყო, ხოლო მისი შეიარაღებაზე მიღება 2021 წლისთვისაა დაგეგმილი.

აღნიშნული რაკეტის შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა, თემატური სტატიები იხილეთ ბმულებზე:

Friday, December 29, 2017

რუსეთში საკონტინენტთაშორისო რაკეტა "Сармат"-ის პირველი სატყორნცი გამოცდა განხორციელდა



როგორც გაზეთი "Московский Комсомолец" იუწყება, 2017 წლის 27 დეკემბერს, არხანგელის ოქლში, პლესეცკის კოსმოდრომიდან რაკეტა "Сармат"-ის პროტოტიპის პირველი ტყორნცითი გამოცდები განხორციელდა. წყაროს თანახმად, ბალისტიკური რაკეტის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.

"გამვშვებმა ჭამ და რაკეტამ გამართულად იმუშავეს. რაკეტამ რამდენიმე ათეული კილომეტრი იფრინა და პოლიგონის საზღვრებში ჩამოვარდა. გამოცდების პროგრამა სრულებით იქნა შესრულებული" - განაცხადა წყარომ.

სატყორცნ გამოცდებში იგულისხმება რაკეტის წონითი მაკეტის გამშვები ჭიდან ამოგდება დენთის აკუმლიატორის წნევით 30 მეტრის სიმაღლეზე. ამ სიმაღლეზე საშტატო სიტუაციაში სამარშო ძრავა ჩაირთება და რაკეტას სამიზნეზე გაიყვანს.


შეგახსენებთ რომ პერსპექტიული თხევადსაწვავიანი, ორსაფეხურიანი, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა 15А28 (Р-28), რომელიც საცდელ-საკონსტრუქციო თემა "Сармат"-ის ფარგლებში იქმნება, სააქციონერო საზოგადოება "აკადემიკოს ვ. პ. მაკეევის სახელობის სახელმწიფო სარაკეტო ცენტრი" (Государственный ракетный центр имени академика В. П. Макеева) სახელმწიფო კონტრაქტის შესაბამისად, 2011 წლის 21 ივლისიდან მუშაობს.

პირველი სატყორცნი გამოცდები გრაფიკიდან ორი წლის ჩამორჩენით განხორციელდა. კიდევ ორი სატყორცნი გაოცდა 2018 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. რაკეტების საცდელი ნიმუშების შექმნას "კრასნოიარსკის მანქანათმშენებლობის ქარხანა" (Красноярский машиностроительный завод) ახორციელებს.