Saturday, April 15, 2017

ბირთვული F-16


2017 წლის 14 მარტს, ნევადას შტატში, აშშ-ს საჰაერო ძალების F-16-მა პირველად განახორციელა ბირთვული მართვადი ავიაბობმის, B-61-12-ის, მაკეტის საცდელი გაშვება. B-61-12 წარმოადგენს პროგრამა LEP (Life-Extention Program) ნაწილს, რომელიც ბომბა B-61-ის მოდერნიზაციისა და მისი ძველი მოდელების, ისეთების როგორებიცაა  B61-3, -4, -7 და 10 ჩანაცვლებას ითვალისწინებს. 2015 წელს B61-12 უკვე გამოიცადა F-15E-ზე (რომელიც დღეს მისი ერთადერთი მომხმარებელია).


წყარო:

Tuesday, April 11, 2017

ქართული ჯავშანტექნიკის ისტორიიდან


პირველი რესპუბლიკის პერიოდში „გარფორდის“ ბაზაზე აწყობილი ქართული  არმიის ჯავშანავტომობილი, სახელწოდებით "Гарфорд-Путилов" (Garford - ამერიკული ავტომწარმოებელი ფირმა, Путилов - ქარხანა რუსეთის იმპერიაში, სადაც მანქანის შეჯავშნა მოხდა). 

მანქანის მონაცემები:
  • მანქანის მასა 8,6 ტონა; 
  • ჯავშნის სისქე 6,5მმ; 
  • ძრავის სიმძლავრე 30ცხ/ძ; 
  • სიჩქარე 18კმ/სთ; 
  • სვლის მარაგი 120კმ; 
  • ეკიპაჟი 8-9 კაცი. 
მანქანა აღჭურვილი იყო 
  • 3 ერთეული 7,62მმ კალიბრის მაქსიმის ტყვიამფრქვევით
  • ერთი ცალი 76მმ. კალიბრის, 1910 წლის მოდელის „არფორდის“ ქვემეხით. 

ჩვენს მანქანას „პროლეტარი“ ეწოდებოდა და სახალხო გვარდიის ჯავშნოსან ავტომობილთა რაზმში ირიცხებოდა.
პირველი რესპუბლიკის დროს, აღნიშნული მანქანების აქტიურად გამოიყენებოდა. სავარაუდოდ ქართულმა სამხედრო ნაწილებმა მცხეთიდან უკანდახვევისას ეს ჯავშანმანქანა, კომუნისტებს რომ ხელში არ ჩავარდნოდა, ააფეთქეს.

ასევე ქართული არმიის რიგებში ირიცხებოდა ჩემთვის ჯერ-ჯერობით ამოუცნობი ქვემოთ მოყვანილი ორი ჯავშანავტომობილი

Sunday, April 9, 2017

აშშ-ს უახლესი ატომური ავიამზიდი Gerald R. Ford ზღვაში გავიდა

2017 წლის 8 აპრილს, ნიუპორტ-ნიუსში (ვირჯინიის შტატი) მდებარე ამერიკის ხომალდსამეშენებლო კომპანია Huntington Ingalls Industries კუთვნილი საწარმოო Newport News Shipbuilding-იდან ზღვაში ქარხნულ გამოცდებზე პირველად გავიდა აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის აგებული ახალი ტიპის ატომური ავიამზიდი CVN 78 Gerald R. Ford.
ამერიკის ახალი თაობის სათაო ავიამზიდის მშენებლობა Newport News Shipbuilding-ზე 2005 წლის 11 აგვისტოს დაიწყო. ხომალდის მშენებლობის ოფიციალური დაწყების ცერემონიალი 2009 წლის 13 ნოემბერს განხორციელდა, ხოლო ნათლობის ცერემონიალი, რომლის დროსაც ხომალდს აშშ-ს 38-ე პრეზიდენტის, ჯერალდ ფორდის (რომელის მეორე მსოფლიო ომის დროს მსუბუქ ავიამზიდ CVL 26 Montеrey-ზე მსახურობდა), სახელი მიენიჭა, 2013 წლის 9 ნოემბერს შესდგა. იმავე დღეს ხომალდი სამშენებლო დოკიდან იქნა გაყვანილი.

ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი:

Gerald R. Ford, რომელიც ახალი ტიპის ავიამზიდების სათაო ხომალდს წარმოადგენს, მშენებლობების გემგმებს ორი წლით ჩამორჩება. სავარაუდოდ ხომალდი ოპერატიულ მზადყოფნას 2020 წელს მიაღწევს.
აშშ-ს ფლოტში Gerald R. Ford-მა მერიკის პირველი ატომური ავიამზიდი, CVN 65 Enterprise უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც საზღვაო ძალების რიგებიდან 2012 წლის 1 დეკემბერს იქნა გაყვანილი, ხოლო ფლოტის რიგებიდან მისი გარიცხვა 2017 წლის 3 თებერვალსა მოხდა.
Gerald R. Ford-ის საერთო ღირებულება ამჟამად 12,9 მილიარდ დოლარს შეადგენს, დამატებით კიდევ 4,7 მილიარდ დოლარად აფასებენ ხომალდი პროექტირებაზე და სამეცნიერო-კვლევით საკონსტრუქციო სამუშაოებს.
2010 წლის დეკემბერში Newport News Shipbuilding-ზე აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის ამ ტიპის მეორე ავიამზიდის, CVN 79 John F. Kennedy-ს, მშენებლობა დაიწყო (დაწყების ოფიციალური ცერემონიალი 2015 წლის 22 აგვისტოს განხორციელდა). აშშ-ს ფლოტისთვის მისი გადაცემა 2022 წლისთვისაა დაგეგმილი. ხომალდი სავარაუდოდ ამერიკის ფლოტის ატომურ ავიამზიდ, CVN 68 Nimitz-ს შეცვლის. CVN 79-ის მშენებლობის საერთო ღირებულება 11,35 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
აღნიშნული ტიპის ავიამზიდების მეზამე ხომალდი CVN 80 Enterprise იქნება, რომლის მშენებლობის დაწყების ოფიციალური ცერემონიალი 2018 წლისთვისაა დაგეგმილი, ხოლო ფლოტისთვის გადაცემა 2025 წლისთვის.



წყარო: