Sunday, April 9, 2017

აშშ-ს უახლესი ატომური ავიამზიდი Gerald R. Ford ზღვაში გავიდა

2017 წლის 8 აპრილს, ნიუპორტ-ნიუსში (ვირჯინიის შტატი) მდებარე ამერიკის ხომალდსამეშენებლო კომპანია Huntington Ingalls Industries კუთვნილი საწარმოო Newport News Shipbuilding-იდან ზღვაში ქარხნულ გამოცდებზე პირველად გავიდა აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის აგებული ახალი ტიპის ატომური ავიამზიდი CVN 78 Gerald R. Ford.
ამერიკის ახალი თაობის სათაო ავიამზიდის მშენებლობა Newport News Shipbuilding-ზე 2005 წლის 11 აგვისტოს დაიწყო. ხომალდის მშენებლობის ოფიციალური დაწყების ცერემონიალი 2009 წლის 13 ნოემბერს განხორციელდა, ხოლო ნათლობის ცერემონიალი, რომლის დროსაც ხომალდს აშშ-ს 38-ე პრეზიდენტის, ჯერალდ ფორდის (რომელის მეორე მსოფლიო ომის დროს მსუბუქ ავიამზიდ CVL 26 Montеrey-ზე მსახურობდა), სახელი მიენიჭა, 2013 წლის 9 ნოემბერს შესდგა. იმავე დღეს ხომალდი სამშენებლო დოკიდან იქნა გაყვანილი.

ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი:

Gerald R. Ford, რომელიც ახალი ტიპის ავიამზიდების სათაო ხომალდს წარმოადგენს, მშენებლობების გემგმებს ორი წლით ჩამორჩება. სავარაუდოდ ხომალდი ოპერატიულ მზადყოფნას 2020 წელს მიაღწევს.
აშშ-ს ფლოტში Gerald R. Ford-მა მერიკის პირველი ატომური ავიამზიდი, CVN 65 Enterprise უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც საზღვაო ძალების რიგებიდან 2012 წლის 1 დეკემბერს იქნა გაყვანილი, ხოლო ფლოტის რიგებიდან მისი გარიცხვა 2017 წლის 3 თებერვალსა მოხდა.
Gerald R. Ford-ის საერთო ღირებულება ამჟამად 12,9 მილიარდ დოლარს შეადგენს, დამატებით კიდევ 4,7 მილიარდ დოლარად აფასებენ ხომალდი პროექტირებაზე და სამეცნიერო-კვლევით საკონსტრუქციო სამუშაოებს.
2010 წლის დეკემბერში Newport News Shipbuilding-ზე აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის ამ ტიპის მეორე ავიამზიდის, CVN 79 John F. Kennedy-ს, მშენებლობა დაიწყო (დაწყების ოფიციალური ცერემონიალი 2015 წლის 22 აგვისტოს განხორციელდა). აშშ-ს ფლოტისთვის მისი გადაცემა 2022 წლისთვისაა დაგეგმილი. ხომალდი სავარაუდოდ ამერიკის ფლოტის ატომურ ავიამზიდ, CVN 68 Nimitz-ს შეცვლის. CVN 79-ის მშენებლობის საერთო ღირებულება 11,35 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
აღნიშნული ტიპის ავიამზიდების მეზამე ხომალდი CVN 80 Enterprise იქნება, რომლის მშენებლობის დაწყების ოფიციალური ცერემონიალი 2018 წლისთვისაა დაგეგმილი, ხოლო ფლოტისთვის გადაცემა 2025 წლისთვის.



წყარო:

No comments:

Post a Comment