ამ წიგნის შესახებ ბლოგზე უკვე ვისაუბრეთ („ომი ვეიტნამში 1946-1975 წწ.“ - წიგნის მოკლე მიმოხილვა), ამჯერად რახანაც წიგნის კითხვა დავამთავრე (რეალობაში დიდი ხნის წინ დავამთავრ)ე, უბრალოდ ეხლა მოვიცალე), გადავწყვიტე კიდევ რამდენიმე საინტერესო ამონარიდი მომეყვანა ბლოგის ერთგული მკითხველებისთვის.
ქვემოთ საუბარი წავა „ტეტის იერიში“-ს სახელით ცნობილი ოპერაციაზე, რომელიც 1968 წლის იანვრის ბოლოს ვიეტკონგმა და ჩრდილო ვიეტნამის არმიამ, სამხრეთ ვიეტნამის ტერიტორიაზე განახორციელა. იერიშს ნაწილობრივი მოულოდნელობის ეფექტი ახლდა და სრული კრახით დასრულდა. დასასრულისთვის 80 000 კომუნისტამდე იქნა განადგურებული, თუმცა ბრძოლები უშუალოდ სამხრეთ ვიეტნამის დიდ ქალაქებში მიმდინარეობდა. ქვემოთ მოყვანილი მყავს ამონარიდი გენერალ დევიდსონის წიგნიდან „ვიეტნამის ომი 1946-1975 წლებში“. ამონარიდიდან კარგად ჩანს თუ რამხელა რეზონანსი გამოიწვია ამ იერიშმა, თუ როგორ გააღვიძა კარს მომდგარმა ომმა ვიეტნამის მოსახლეობაში მანამდე ფაქტიურად არ არსებული ეროვნული თვითშეგნება:
საახლალწლო იერიშმა ბევრი რამე შეცვალა, როგორც აშშ-ში, ასევე სამხრეთ და ჩრდილოეთ ვიეტნამში. სამხრეთვიეტნამელებისთვის (ისევე როგორც ამერიკელებისთვის) ის რაღაც დონემდე მოულოდნელი გამოდგა. მაგალითად სამხრეთვიეტნამელებმა, პლეიკუში, მოახერხეს ქალაქზე (პლეიკუზე), კომუნისტების თავდასხმის გეგმების ხელში ჩაგდება და აშშ-ს ქვეითთა მე-4 დივიზიასთან ერთად წინმსწრები დარტყმა განახორციელეს. ბან-მე-ტოუტში ვიეტნამის რესპუბლიკის არმიის 23-ე დივიზიის მეთაურმა, ადგილობრივ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, ყველა საახალწლო დათხოვნები გააუქმა და ჯარი გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. თავისი შენაერთის მოქმედების ზონაში მოწინააღმდეგის აქტივობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ანალოგიურად მოიქცა საიგონთან დისლოცირებული, ვიეტნამის რესპუბლიკის არმიის მე-5 დივიზიის მეთაურიც. მაგრამ მთლიანობაში ქვეყნის და რესპუბლიკის არმის ხელმძღვანელობა აზრზე არ იყო მოწინააღმდეგის მიერ წამოწყებული შეტევის მაშტაბების შესახებ და თუ იღებდნენ მოწინააღმდეგის იერიშის შედეგად პოზიციების გარღვევების შესახებ ინფორმაციას, ამჯობინებდნენ ამისთვის არ დაეჯერებინათ. სამხრეთვიეტნამელებს, ისევე როგორც ამერიკელებს, წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ, რომ მოწინააღმდეგე წამოიწყებდა ისეთ ოპერაციას, რომელიც მის უცილობელ განადგურებას გამოიწვევდა. ამას გარდა, სამხრეთელებისთვის წარმოუდგენელი იყო რომ, თვით კომუნისტებიც კი გაბედავდნენ მკრეხელობას - და რეგიონში ყველაზე დიდი ზეიმის დროს წამოიწყებდნენ იერიშს.
როდესაც სამხრეთვიეტნამელები, მოწინააღმდეგის მოქმედებებისგან გამოწვეული შოკიდან გონს მოეგნენ, მამაცურად იბრძოლეს. კომუნისტებმა თავისი ძალისხმევის სამხრეთ ვიეტნამელების არმიის ნაწილების წინააღმდეგ კონცენტრირება მოახდინეს, ამიტომაც მთავარი დარტყმა ვიეტნამის რესპუბლიკის არმამ და ქვეყნის შეიარაღებული ძალების სხვა დანიშნულების ქვედანაყოფებმა მიიღეს. ვიეტნამის რესპუბლიკის არმიას მეტწილად ქალაქში მოუწია ბრძოლა, რისთვისაც მისი პირადი შემადგენლობა აღჭურვილობის, სწავლებისა და გამოცდილების პლანში ყველაზე ნაკლებად იყო მზად. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, სამხრეთვიეტნამელმა ჯარისკაცებმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.
ტეტის იერიშის დროს ჩრდილოვიეტნამელთა სამიზნეები სამხრეთ ვიეტნამში
ისენი უბრალოდ კარგად კი არ ომობდნენ, ისინი ხშირ შემთხვევაში თავგანწირვით იბრძოდნენ. საიგონის მოწინააღმდეგისგან გასაწმენდად და ვიეტნამის რესპუბლიკის მთელი შეიარაღებული ძალებისთვის მაგალითის მისაცემად, გენერალმა კაო ვან ვენმა, გაერთიანებული გენერალური შტაბის მეთაურმა, გადაწყვიტა გაერთიანებული გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობა (მათ შორის, იაშვიათი გამონაკლისის სახით საკუთარი შტაბის პერსონალიც) საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. გენერალი თვითონ ხელმძღვანელობდა ამ ძალებს. უმოკლეს დროში რამდენიმე ბატალიონი ჩამოყალიბდა, რომლებშიც პოლკოვნიკები და მაიორები ოცეულებს მეთაურობდნენ, ხოლო უმცროსი ოფიცრები სერჟანტებისა და რიგითების როლს ასრულებდნენ. საიგონში, ისევე როგორც სამხრეთ ვიეტნამის სხვა ქალაქებში, დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეთა მთელმა ჯგუფებმა საგარნიზონო შტაბებს მიაშურეს, და თავიანთ ნაწილებში გაგზავნას ითხოვდნენ. ტრანსპორტის უკმარისობის გამო, გაერთიანებულმა გენერალურმა შტაბმა განკარგულება გასცა - რომ შტაბებს ყველა სამხედრო მოსამსახურე უშუალოდ საკუთარ ზონაში საბრძოლო აქციების შესრულებაში ჩაერთო. ეროვნული პოლიციის ძალებმა, რომლებსაც ამერიკელებმა თეთრი ფორმის გამო „თეთრი თაგვები“ შეარქვეს, ვიეტკონგის სადამრტყმელო მესანგრეთა (დივერსიული) ბატალიონი C-10 საიგონიდან კინწისკვრით გამოაგდო. თებერვალსა და მარტში სამხრეთვიეტნამელებმა მიახლოებით 5000 კაცი დაღუპილის და 15 000 დაჭრილის სახით დაკარგეს, რაც ბრძოლების ინტენსივობაზე მეტყველებს. ვიეტნამის რესპუბლიკის არმიის მედეგობა და პროფესიონალიზმი სიურპრიზი აღმოჩნდა არა მარტო მტრისთვის, არამედ თვითონ ამერიკელებისთვისაც.
საიგონის ქუჩები ტეტის იერიშის დროს
ამერიკელი სამხედროები ჰიუეს დაცვისას
მარგამ მოულოდნელ სიმაღლეებზე რესპუბლიკის არმიის გარდა ერიც აიჭრა, რომელიც მამაცურად და მოთმინებით იგერიებდა მტრის იერიშებს. საახალწლო იერიშმა, როგორც ცივმა ქარმა, ისე გამოაღვიძა ლითარგიაში მყოფი სამხრეთ ვიეტნამელები. თავდაპირველი დაბნეულობა და შიში სიბრაზემ და თავის ძალებში რწმენამ შეცვალა. ქალაქის მოსახლეობისთვის, რომელსაც მანამდე მტერი თვალითაც კი არ ენახა, მოულოდნელად ომი რეალობად იქცა, ის მათ სახლებში მოვიდა და მათი ჩვეული რეჟიმი დაარღვია. ყველაფრის მიუხედავად, მოქალაქეებმა ტხიეუს მთავრობისადმი და არმიისადმი ერთგულება შეინარჩუნეს. დატყვევებულ კომუნისტებს შორის 90 პროცენტმა უჩვენა რომ, მოსახლეობისგან ვერანაირი დახმარება ვერ მიიღეს, და მხოლოდ ორმა პროცენტმა თქვა რომ, მათ კეთილგანწყობილად დახვდნენ.
ქალაქებში მოსახლეობა ჯგუფებად დაბროიალობდა და ცდილობდნენ ჯვარედინი ცეცხლისგან თავის დაცვას, მაგრამ არავინ არ პანიკიორობდა. როდესაც მოულოდნელად ქუჩები ბრძოლის ველად გადაიქცა, ხოლო სახლები ბლინდაჟებად და საცეცხლე წერტილებად, მოქალაქეებმა უცბად შეიგნეს არა მარტო საკუთარი თავის თაცვის, არამედ საკუთარი ქვეყნის დაცვის ვალდებულება. ისინი ამას მხოლოდ იარაღის ხელში აღებით მოახერხებდნენ, და მიტომაც თავდაცვითი ძალების იდეამ მოულოდნელად ფორმა შეიძინა და მყარდებოდა იმის და მიხედვით თუ როგორ ეუბნებოდა მოსახლეობა კომუნისტებს დახმარებაზე უარს და თუ როგორ სურდა მათ წინააღმდეგ ებრძოლა.
საახალწლო იერიშის დროს აალებული პატრიოტიზმის სიმხურვალე მთელი წლის მანძილზე ძალიან მაღალი იყო. 1968 წლის ივნისში ეროვნულმა კრებამ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ ახალი კანონი დაამტკიცა, რის შედეგადაც გაერთიანებულ გენერალურ შტაბს 1968 წლის დეკემბერში შეიარაღებული ძალების 268 000 კაცით გაზრდა მოელოდა. გენერალურ შტაბს ვერაფრით ვერ წარმოედგინა რომ, დათქმულ ვადამდე სამი თვით ადრე, გაწვევის გეგმა თითქმის 90 პროცენტით შესრულდებოდა. ვიეტნამის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ახალწვეულების ნაკადს ვეღარ უმკლავდებოდა. სექტემბრისთვის გასაწვევს პუნქტებზე 240 000 კაცი გამოცხადდა, უმეტესობა ვადაზე ადრე. აქედან 161 000 მოხალისე იყო, რომლებიც ამა თუ იმ სამხედრო ნაწილში საკუთარი არჩევით ირიცხებოდნენ. აღსანიშნავია რომ, ახალგაზრდების თითქმის ნახევარი ქალაქიდან იყო - უპრეცენდენტო რეკორდი. მოახლისეთა დიდი ნაკადის გამო, მეთაურობა იძულებული გახდა საწყისი მოსამზადებელი კურის თორმეტიდან რვა კვირამდე შეემცირებინა. მობილიზაციის შესახებ კანონის მიღების შედეგად, სამხრეთ ვიეტნამის მოსახლეობის 6 პროცენტმა გაიარა სხვადასხვა დონის სამხედრო მომზადება. აშშ-სთან მიმართებაში ეს პროცენტი სადღაც თხუთმეტი მილიონი მამაკაცს გაუტოლდებოდა.
სამხრეთ ვიეტნამის ქალაქებში, განსაკუთრებით საიგონში, არაგასაწვევი ასაკის ადამიანები არა ნაკლები ენთუზიაზმით გაერთიანდნენ თავდაცვის რაზმებში. ყოველგვარი ზემოდან მითითების გარეშე, მათ სახლების დაცვისათვის აუცილებელი მატერიალები შეიძინეს და საკუთარი კვარტალები ციხესიმაგრეებად აქციეს, შემოავლეს მათ ბარიკადები და მავთულხლართები და შესასვლელად მხოლოდ ერთ ადგილს ტოვებდნენ. განსაკუთრებით ყურადღებას ისინი ღამით იჩენდნენ. თავისთან მხოლოდ ნაცნობებს უშვებდნენ, ხოლო ყველაფერი საეჭვოს შესახებ პოლიციას ატყობინებდნენ. საიგონში მოქალაქეები არ კმაყოფილდებოდნენ პასიური დამცველების როლით, ისინი იარაღს ითხოვდნენ, და ცოტა ყოყმანის შემდეგ სამხრეთ ვიეტნამის მთავრობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა. მოძრაობა სხვა დასახლებულ პუნქტებშიც გავრცელდა, მათ შორის სოფლებში. ამგვარად სახალხო თავდაცვა თავისთავად ჩამოყალიბდა.
No comments:
Post a Comment