Showing posts with label გეოსტრატეგია. Show all posts
Showing posts with label გეოსტრატეგია. Show all posts

Monday, April 24, 2017

„ომი ვეიტნამში 1946-1975 წწ.“ - წიგნის მოკლე მიმოხილვა vol3

ერთი ამონარიდი ბლოგის ერთგული მკითხველებისთვის უკვე ცნობილი წიგნიდან (პირველი ორი ნაწილი შემდეგ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ - აქ „ომი ვეიტნამში 1946-1975 წწ.“ - წიგნის მოკლე მიმოხილვა და აქ „ომი ვეიტნამში 1946-1975 წწ.“ - წიგნის მოკლე მიმოხილვა vol2) ამ ეპიზოდში ისევ და ისევ ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმსა და მათ მიერ გაფუჭებულ საქმეს შევეხები:

ინდოჩინეთის მეორე ომის არცერთი ეპიზოდის შესახებ არ ლაპარაკკობდნენ და არ უჩვენებდნე იმდენ სისულელეს, რამდენსაც კე-სანის ბაზის ალყის შესახებ. ბრედსტუპმა ამ მოვლენას „დენ-ბენ-ფუს სინდრომი“ უწოდა. მეგაზეთეები და ტელევიზიონისტები ძალას არ იშურებდნენ რათა დაემტკიცებინათ ტაქტიკური მდგომარეობების მსგავსება და უწყვეტად წინასწარმეტყველებდნენ ბაზა კე-სანის ამერიკული გარნიზონის ტრაგიკულ დასასრულს. მსგავსება რა თქმა უნდა იყო. ორვიე შემთხვევაში ჩრდილოვიეტნამის არმიამ გარნიზონი ჭარბი ძალებით მოაქცია ალყაში და შეეძლო მათი საარტილერიო და სანაღმტყორცნო ცეცხლით დამუშავება. ისევე როგორც დენ-ბენ-ფუს ფრანგი დამცველები, ამერიკელებიც სრულიად საჰაერო მომარაგებაზე იყვნენ დამოკიდებულები.

კე-სანის ბაზის ხედი ზემოდან

მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ორ შემთხვევას შორის სხვაობები, რომლებსაც მასმედიის წარმომადგენლები არ ითვალისწინებდნენ, უფრო წონიანი იყო ვიდრე მსგავსებები. დენ-ბენ-ფუში ორი ფაქტორი არსებობდა, რომლებმაც შედეგად სასიკვდილო გავლენა იქონიეს ფრანგებზე, ესენია - ზიაპის საარტილერიო და სანაღმტყორცნო უპირატესობა და საჰაერო ხიდის, რომლითაც დამცველები ყველა აუცილებელ ნივთს ირებდნენ, გადაჭრის შესაძლებლობა. ოპერატიული ბაზა კე-სანის ალყის დროს ზიაპს საცეცხლე ძალაში ოდანავადაც კი არ ჰქონდა უპირატესობა. საჰაერო და გარე არტილერიის კომბინირებულმა დარტყმებმა ვესტმორლენდს საცეცხლე ძალაში კოლოსალური უპირატესობა მისცა. ამას გარდა, ან კი ზიაპს შეეძლოს საგრძნობლად გაერთულებინა ალყაში მყოფი გარნიზონის საჰაერო მომარაგება, კომუნისტემა პრაკტიკაში რამე ამგავრი არ განახორციელეს.
მეორე ზღაპარი, რომელიც მასმედიამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე კე-სანის გარშემო შექმნა, მდგომარეობდა იმაში რომ, ზიაპი საახალწლო იერიშის დროს კე-სანს განიხილავდა როგორც ყურადღების გადასატან მანევრს. ორივე მხრიდან კე-სანის ალყის დროს ჩართულ ძალათა შეფარდება ამ თეორიის სიმცდარეზე მეტყველებს. კე-სანის ალყისთვის, ზიაპმა უშუალოდ ორი დივიზია, 304 და 325C გამოიყვანა, ანუ დამხმარე ქვედანაყოფებთან ერთად სადღაც 20 ან 25 ათასი კაცი. ამას გარდა ზიაპს ამერიკელი საზღვაო ქვეითების ფორპოსტიდან დახმარების მანძილზე (მიახლოებით 20 კილომეტრის მოშორებით) კიდევ ორი დივიზია ეყენა, მთლიანი 320-ე და 324-ეს ნაწილი (დამატებით კიდევ 12-15 ათასი კაცი). ამის საწინააღმდეგოდ გარნიზონი, რომელიც საზღვაო ქვეითების ოთხი ბატალიონისგან და ვიეტნამის რესპუბლიკის არმიის გაძლიერებული 37-ე რეინჯერთა ბატალიონი იცავდა, სულ რაღაც 6000 კაცს ითვლიდა. გამოდის რომ, ზიაპმა 32-დან 40 ათას კაცამდე (თან საუკეთესოები) ჩართო ყურადღების გადასატან მანევრში, რათა ბრძოლით მხოლოდ 6000 ამერიკელი საზღვაო ქვეითი და ვიეტნამელი რეინჯერი შეებოჭა. და თუ კე-სანი კომუნისტებისთვის მართლა წარმოადგენდა იმას, რადაც მას ამერიკული მასმედიის შინნაზარდი სტრატეგები წარმოგვიდგენენ, მაშინ ისტორიაში ძნელად მოიძებნება ჯარების ასეთი დაუდევრად გამოყენების მეორე, ანალოგიური მაგალითი.
მაგრამ ამგვარი გამოთვლები შტაბის „სიახლეების შემქმნელებისთვის“ არადამაჯარებელია, ისინი აცხადებენ, რომ კე-სანში არსებული სიტუაციის გამო, მათთვის მხარდასაჭერად ადგილზე 20 000-დან 45 000-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იყო მიჯაჭვული. ეს სრული სისულელეა. I კორპუსის პასუხისმგებლობის ზონაში არსებული ამერიკული ჯარები, კე-სანის გარნიზონისთვის მხარდაჭერას არ ახორციელებდნენ, ასევე არ გადაჰყავდათ რაიონში რეზერვები, ამის საწინააღმდეგოდ ისნი ბრძოლებს დემილიტარიზილებული ზონის გასწვრივ და მჭდიდროდ დასახლებულ სანაპიროზე ახორციელებდნენ.
პრესამ და ტელევიზიამ ასევე გააფუეს მესამე უკვდავი ზღაპარი იმის შესახებ, რომ თითქოსდა კე-სანთან ყველაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა და რომ ამერიკელები მთელი მეორე ინდოჩინეთის ომის მსვლელობისას ყველაზე დიდ დანაკარგებს განიცდიდნენ. ფაქტიურად კიდევ საახალწლოს იერიშის დროს ჰიუესთვის, საიგონისთვის და სამხრეთ ვიეტნამის სხვა მრავალი დასახლებული პუნქტისთვის ბრძოლა კე-სანისგან განსხვავებით გაცილებით მეტი დაძაბულობით გამოირჩეოდა. ამ ბაზისთვის ბრძოლებში 205 ამერიკელი დაიღუპა და 852 დაიჭრა, ანუ საშუალოდ დღეში სამი სამხედრო მოსამსახურე იღუპებოდა და თორმეტი იჭრებოდა. ჩვეულებრივ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე ანალოგიური ზომის ქვედანაყოფები გაცილებით მნიშვნელოვან დანაკარაგებს განიცდიან.
და ყველაზე მეტად მასმედია კე-სანის „ბედის დოლზე“ უბრახუნებდა. 1968 წლის 27 თებერვალ სწორედ იმ გადაცემაში, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა ჯონსონმა თქვა, რომ ის მას საშუალო კლასად დაუჯდებოდა, უოლტერ კრონკაიტმა იწინასწარმეტყველა: „კე-სანის დაცემისთვისაა განწირული, რაც საშინელ ადამიანურ მსხვერპლს გამოიწვევს და ამერიკელების პრესტიჟსა და მორალურ სულ დააზარალებს“. სხვა ანალიტიკოსები და რეპორტიორებიც ასევე რეკავდნენ დამკრძალავ ზარებს. სიმართლე კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ კე-სანის გარნიზონისთვის არასოდეს არ არსებობდა დენ-ბენ-ფუს ბედის გაზიარების საფრთხე. არცერთი ოფიცერი, დაწყებული საზღვაო ქვეითების პოლკოვნიკ დევიდ. ე. ლაუნდსით, რომელიც ოპერატიულ ბაზაზე გარნიზონს მეთაურობდა და დამთავრებული თვით სარდალ ვესტმორლენდით, არანაირად არ ხედავდნენ ამგვარ საფრთხეს.
კე-სანის ბაზისთვის ბრძოლა ფაქტიურად 1967 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო. სწორედ ამ დროს აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებმა დაიწყეს ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, რომ ჩრდილო ვიეტნამის არმიის რამდენიმე დივიზიამ ჩრდილო ვიეტნამის სამხრეთი მიმართულებით დაიწყო გადაადგილება. დეკემბრის ბოლოს ამერიკული დაზვერვისთვის აშკარა გახდა, რომ დივიზიები, 325C და 304-ე, კე-სანის რაიონისკენ მიემართებოდნენ. ჩრდილოვიეტნამის არმიის 320-ე დივიზია და 324-ეს ერთი პოლკი პირველ ორ დივიზიას მხარდასაჭერ მანძილზე მოჰყვებოდნენ.
კე-სანის შემოგარენში პირველი შეხვედრა 2 იანვარს ღამით მოხდა, როდესაც საზღვაო ქვეითების პატრული ბაზა კე-სანის გარეთ მდებარე ერთ-ერთ ავანპოსტთან ჩრდილოვიეტნამელთა პატრულს გადააწყდა. საზღვაო ქვეითებმა მოწინააღმდეგის ექვის ჯარისკაციდან ხუთი მოკლეს. ეს საზღვაო ქვეითების პოზიციებზე რეკოგნოსირების ჩასატარებლად გაგზავნილი ჩრდილოევიეტნამელთა არმიის პოლკის მეთაური და მისი შტაბი აღმოჩნდა. სამხრეთ ვიეტნამისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის კომისიის დაზვერვის ოფიცრებმა და საზღვაო ქვეითების მე-3 ამფიბიური კორპუსის (III MAF) გენერალ კაშმენის შტაბში 20 იანვრისთვის უკვე იცოდნენ, რომ ზიაპმა კე-სანთან ჩრდილოვიეტნამის არმიის ორი დივიზია (325C და 304-ე) მიიზიდა. მეორე დღეს მე და III MAF-ის მეორე განყოფილების მეთაური, საზღვაო ქვეითების პოლკოვნიკი კენნეტ ჰაფტონი (მოგვიანებით მან გენერალ-მაიორის წოდებამდე იმსახურა), კე-სანზე ჩავედით და გარნიზონის მეთაურთან, აშშ-ს საზღვაო ქვეითების პოლკოვნიკ დევიდ ე. ლაუნდსომთან და მისი შტაბის რამოდენიმე ოფიცერთან ვისაუბრეთ. თავიდან პოლკოვნიკ ლაუნდსს, მიუხედავად დაზვერვის ინფორმაციისა, არ ეჯერა, რომ კე-სანი ჩრდილოვიეტნამელთა ორი დივიზიის ალყაში იყო. ის თვლიდა რომ მოწინააღმდეგე იქ, „გარეთა მხარეს“, არის, მაგრამ ის არ ვარაუდობდა, რომ ამხელა რაოდენობით იქნებოდა. როდესაც მე და ჰაფტონი კე-სანიდან უკვე გამოფრენას ვაპირებდით, ჩვენ ჩრდილოვიეტნამელი დეზერტირი ოფიცრის ჩაბარების შესახებ მოგვახსენეს. დაკითხვაზე მან უჩვენა, რომ 325C დივიზიაში მსახურობდა, რომელიც საზღვაო ქვეითების ავანპოსტებზე, 881N და 861-ზე, ღამით იერიშის განხორციელებას აპირებდა. დეზერტირმა ასევე თქვა, რომ კე-სანის გარშემო თავმოყრილია არა მარტო 325C, არამედ ჩრდილოვიეტნამის არმიის 304-ე დივიზიაც. ინფორმაციასთან გაცნობის შემდეგ, ლაუნდსი, მე და ჰაფტონს (ჩვენ უკვე თვითმფრინავიდან ჩამოსულები ვიყავით) მოგვიბრუნდა: „რას შემომთავაზებთ?“ ჩვენ, მე და ჰაფტონმა, გადავხედეთ კარვებს, გროვებად დაყრილ საწვავის კასრებსა და ტყვიაწამლის ყუთებს, სამეთაურო პუნქტს - ყველაფერი ზეზეურ, დაცვის გარეშე იყო განთავსებული - და ერთხმად წარმოვთქვით: „ნიჩბები მოიმარჯვეთ“.


და ინტერესისთვის ტექსტს კე-სანის ბრძოლების ფოტო მასალაც დავამატე.

Saturday, April 8, 2017

„ომი ვეიტნამში 1946-1975 წწ.“ - წიგნის მოკლე მიმოხილვა vol2

ამ წიგნის შესახებ ბლოგზე უკვე ვისაუბრეთ („ომი ვეიტნამში 1946-1975 წწ.“ - წიგნის მოკლე მიმოხილვა), ამჯერად რახანაც წიგნის კითხვა დავამთავრე (რეალობაში დიდი ხნის წინ დავამთავრ)ე, უბრალოდ ეხლა მოვიცალე), გადავწყვიტე კიდევ რამდენიმე საინტერესო ამონარიდი მომეყვანა ბლოგის ერთგული მკითხველებისთვის.
ქვემოთ საუბარი წავა „ტეტის იერიში“-ს სახელით ცნობილი ოპერაციაზე, რომელიც 1968 წლის იანვრის ბოლოს ვიეტკონგმა და ჩრდილო ვიეტნამის არმიამ, სამხრეთ ვიეტნამის ტერიტორიაზე განახორციელა. იერიშს ნაწილობრივი მოულოდნელობის ეფექტი ახლდა და სრული კრახით დასრულდა. დასასრულისთვის 80 000 კომუნისტამდე იქნა განადგურებული, თუმცა ბრძოლები უშუალოდ სამხრეთ ვიეტნამის დიდ ქალაქებში მიმდინარეობდა. ქვემოთ მოყვანილი მყავს ამონარიდი გენერალ დევიდსონის წიგნიდან „ვიეტნამის ომი 1946-1975 წლებში“. ამონარიდიდან კარგად ჩანს თუ რამხელა რეზონანსი გამოიწვია ამ იერიშმა, თუ როგორ გააღვიძა კარს მომდგარმა ომმა ვიეტნამის მოსახლეობაში მანამდე ფაქტიურად არ არსებული ეროვნული თვითშეგნება:
საახლალწლო იერიშმა ბევრი რამე შეცვალა, როგორც აშშ-ში, ასევე სამხრეთ და ჩრდილოეთ ვიეტნამში. სამხრეთვიეტნამელებისთვის (ისევე როგორც ამერიკელებისთვის) ის რაღაც დონემდე მოულოდნელი გამოდგა. მაგალითად სამხრეთვიეტნამელებმა, პლეიკუში, მოახერხეს ქალაქზე (პლეიკუზე), კომუნისტების თავდასხმის გეგმების ხელში ჩაგდება და აშშ-ს ქვეითთა მე-4 დივიზიასთან ერთად წინმსწრები დარტყმა განახორციელეს. ბან-მე-ტოუტში ვიეტნამის რესპუბლიკის არმიის 23-ე დივიზიის მეთაურმა, ადგილობრივ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, ყველა საახალწლო დათხოვნები გააუქმა და ჯარი გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. თავისი შენაერთის მოქმედების ზონაში მოწინააღმდეგის აქტივობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ანალოგიურად მოიქცა საიგონთან დისლოცირებული, ვიეტნამის რესპუბლიკის არმიის მე-5 დივიზიის მეთაურიც. მაგრამ მთლიანობაში ქვეყნის და რესპუბლიკის არმის ხელმძღვანელობა აზრზე არ იყო მოწინააღმდეგის მიერ წამოწყებული შეტევის მაშტაბების შესახებ და თუ იღებდნენ მოწინააღმდეგის იერიშის შედეგად პოზიციების გარღვევების შესახებ ინფორმაციას, ამჯობინებდნენ ამისთვის არ დაეჯერებინათ. სამხრეთვიეტნამელებს, ისევე როგორც ამერიკელებს, წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ, რომ მოწინააღმდეგე წამოიწყებდა ისეთ ოპერაციას, რომელიც მის უცილობელ განადგურებას გამოიწვევდა. ამას გარდა, სამხრეთელებისთვის წარმოუდგენელი იყო რომ, თვით კომუნისტებიც კი გაბედავდნენ მკრეხელობას - და რეგიონში ყველაზე დიდი ზეიმის დროს წამოიწყებდნენ იერიშს.
როდესაც სამხრეთვიეტნამელები, მოწინააღმდეგის მოქმედებებისგან გამოწვეული შოკიდან გონს მოეგნენ, მამაცურად იბრძოლეს. კომუნისტებმა თავისი ძალისხმევის სამხრეთ ვიეტნამელების არმიის ნაწილების წინააღმდეგ კონცენტრირება მოახდინეს, ამიტომაც მთავარი დარტყმა ვიეტნამის რესპუბლიკის არმამ და ქვეყნის შეიარაღებული ძალების სხვა დანიშნულების ქვედანაყოფებმა მიიღეს. ვიეტნამის რესპუბლიკის არმიას მეტწილად ქალაქში მოუწია ბრძოლა, რისთვისაც მისი პირადი შემადგენლობა აღჭურვილობის, სწავლებისა და გამოცდილების პლანში ყველაზე ნაკლებად იყო მზად. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, სამხრეთვიეტნამელმა ჯარისკაცებმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.
 ტეტის იერიშის დროს ჩრდილოვიეტნამელთა სამიზნეები სამხრეთ ვიეტნამში

ისენი უბრალოდ კარგად კი არ ომობდნენ, ისინი ხშირ შემთხვევაში თავგანწირვით იბრძოდნენ. საიგონის მოწინააღმდეგისგან გასაწმენდად და ვიეტნამის რესპუბლიკის მთელი შეიარაღებული ძალებისთვის მაგალითის მისაცემად, გენერალმა კაო ვან ვენმა, გაერთიანებული გენერალური შტაბის მეთაურმა, გადაწყვიტა გაერთიანებული გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობა (მათ შორის, იაშვიათი გამონაკლისის სახით საკუთარი შტაბის პერსონალიც) საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. გენერალი თვითონ ხელმძღვანელობდა ამ ძალებს. უმოკლეს დროში რამდენიმე ბატალიონი ჩამოყალიბდა, რომლებშიც პოლკოვნიკები და მაიორები ოცეულებს მეთაურობდნენ, ხოლო უმცროსი ოფიცრები სერჟანტებისა და რიგითების როლს ასრულებდნენ. საიგონში, ისევე როგორც სამხრეთ ვიეტნამის სხვა ქალაქებში, დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეთა მთელმა ჯგუფებმა საგარნიზონო შტაბებს მიაშურეს, და თავიანთ ნაწილებში გაგზავნას ითხოვდნენ. ტრანსპორტის უკმარისობის გამო, გაერთიანებულმა გენერალურმა შტაბმა განკარგულება გასცა - რომ შტაბებს ყველა სამხედრო მოსამსახურე უშუალოდ საკუთარ ზონაში საბრძოლო აქციების შესრულებაში ჩაერთო. ეროვნული პოლიციის ძალებმა, რომლებსაც ამერიკელებმა თეთრი ფორმის გამო „თეთრი თაგვები“ შეარქვეს, ვიეტკონგის სადამრტყმელო მესანგრეთა (დივერსიული) ბატალიონი C-10 საიგონიდან კინწისკვრით გამოაგდო. თებერვალსა და მარტში სამხრეთვიეტნამელებმა მიახლოებით 5000 კაცი დაღუპილის და 15 000 დაჭრილის სახით დაკარგეს, რაც ბრძოლების ინტენსივობაზე მეტყველებს. ვიეტნამის რესპუბლიკის არმიის მედეგობა და პროფესიონალიზმი სიურპრიზი აღმოჩნდა არა მარტო მტრისთვის, არამედ თვითონ ამერიკელებისთვისაც.
საიგონის ქუჩები ტეტის იერიშის დროს

ამერიკელი სამხედროები ჰიუეს დაცვისას

მარგამ მოულოდნელ სიმაღლეებზე რესპუბლიკის არმიის გარდა ერიც აიჭრა, რომელიც მამაცურად და მოთმინებით იგერიებდა მტრის იერიშებს. საახალწლო იერიშმა, როგორც ცივმა ქარმა, ისე გამოაღვიძა ლითარგიაში მყოფი სამხრეთ ვიეტნამელები. თავდაპირველი დაბნეულობა და შიში სიბრაზემ და თავის ძალებში რწმენამ შეცვალა. ქალაქის მოსახლეობისთვის, რომელსაც მანამდე მტერი თვალითაც კი არ ენახა, მოულოდნელად ომი რეალობად იქცა, ის მათ სახლებში მოვიდა და მათი ჩვეული რეჟიმი დაარღვია. ყველაფრის მიუხედავად, მოქალაქეებმა ტხიეუს მთავრობისადმი და არმიისადმი ერთგულება შეინარჩუნეს. დატყვევებულ კომუნისტებს შორის 90 პროცენტმა უჩვენა რომ, მოსახლეობისგან ვერანაირი დახმარება ვერ მიიღეს, და მხოლოდ ორმა პროცენტმა თქვა რომ, მათ კეთილგანწყობილად დახვდნენ.
ქალაქებში მოსახლეობა ჯგუფებად დაბროიალობდა და ცდილობდნენ ჯვარედინი ცეცხლისგან თავის დაცვას, მაგრამ არავინ არ პანიკიორობდა. როდესაც მოულოდნელად ქუჩები ბრძოლის ველად გადაიქცა, ხოლო სახლები ბლინდაჟებად და საცეცხლე წერტილებად, მოქალაქეებმა უცბად შეიგნეს არა მარტო საკუთარი თავის თაცვის, არამედ საკუთარი ქვეყნის დაცვის ვალდებულება. ისინი ამას მხოლოდ იარაღის ხელში აღებით მოახერხებდნენ, და მიტომაც თავდაცვითი ძალების იდეამ მოულოდნელად ფორმა შეიძინა და მყარდებოდა იმის და მიხედვით  თუ როგორ ეუბნებოდა მოსახლეობა კომუნისტებს დახმარებაზე უარს და თუ როგორ სურდა მათ წინააღმდეგ ებრძოლა.
საახალწლო იერიშის დროს აალებული პატრიოტიზმის სიმხურვალე მთელი წლის მანძილზე ძალიან მაღალი იყო. 1968 წლის ივნისში ეროვნულმა კრებამ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ ახალი კანონი დაამტკიცა, რის შედეგადაც გაერთიანებულ გენერალურ შტაბს 1968 წლის დეკემბერში შეიარაღებული ძალების 268 000 კაცით გაზრდა მოელოდა. გენერალურ შტაბს ვერაფრით ვერ წარმოედგინა რომ, დათქმულ ვადამდე სამი თვით ადრე, გაწვევის გეგმა თითქმის 90 პროცენტით შესრულდებოდა. ვიეტნამის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ახალწვეულების ნაკადს ვეღარ უმკლავდებოდა. სექტემბრისთვის გასაწვევს პუნქტებზე 240 000 კაცი გამოცხადდა, უმეტესობა ვადაზე ადრე. აქედან 161 000 მოხალისე იყო, რომლებიც ამა თუ იმ სამხედრო ნაწილში საკუთარი არჩევით ირიცხებოდნენ. აღსანიშნავია რომ, ახალგაზრდების თითქმის ნახევარი ქალაქიდან იყო - უპრეცენდენტო რეკორდი. მოახლისეთა დიდი ნაკადის გამო, მეთაურობა იძულებული გახდა საწყისი მოსამზადებელი კურის თორმეტიდან რვა კვირამდე შეემცირებინა. მობილიზაციის შესახებ კანონის მიღების შედეგად, სამხრეთ ვიეტნამის მოსახლეობის 6 პროცენტმა გაიარა სხვადასხვა დონის სამხედრო მომზადება. აშშ-სთან მიმართებაში ეს პროცენტი სადღაც თხუთმეტი მილიონი მამაკაცს გაუტოლდებოდა.
სამხრეთ ვიეტნამის ქალაქებში, განსაკუთრებით საიგონში, არაგასაწვევი ასაკის ადამიანები არა ნაკლები ენთუზიაზმით გაერთიანდნენ თავდაცვის რაზმებში. ყოველგვარი ზემოდან მითითების გარეშე, მათ სახლების დაცვისათვის აუცილებელი მატერიალები შეიძინეს და საკუთარი კვარტალები ციხესიმაგრეებად აქციეს, შემოავლეს მათ ბარიკადები და მავთულხლართები და შესასვლელად მხოლოდ ერთ ადგილს ტოვებდნენ. განსაკუთრებით ყურადღებას ისინი ღამით იჩენდნენ. თავისთან მხოლოდ ნაცნობებს უშვებდნენ, ხოლო ყველაფერი საეჭვოს შესახებ პოლიციას ატყობინებდნენ. საიგონში მოქალაქეები არ კმაყოფილდებოდნენ პასიური დამცველების როლით, ისინი იარაღს ითხოვდნენ, და ცოტა ყოყმანის შემდეგ სამხრეთ ვიეტნამის მთავრობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა. მოძრაობა სხვა დასახლებულ პუნქტებშიც გავრცელდა, მათ შორის სოფლებში. ამგვარად სახალხო თავდაცვა თავისთავად ჩამოყალიბდა.

Thursday, February 9, 2017

„ომი ვეიტნამში 1946-1975 წწ.“ - წიგნის მოკლე მიმოხილვა


საკმაოდ საინტერესო წიგნი ინდოჩინეთის კონფლიქტის შესახებ, დაწყებული ფრანგებითა და დამთავრებული ამერიკელებით. წიგნში მიმოხილულია ომთან დაკავშირებული საკითხების საკმაოდ ფართო სპექტრი. საუბარია როგორც თვითონ სამხედრო ოპერატიულ ტაქიკურ მოქმედებაზე, ასევე ომის პოლიტიკუ-ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებზე. საკმაოდ კარგადაა გაანალიზირებული მოწნააღმდეგე მხარეების პოლიტიკური მოტივები, მოქმედებები და მარცხისა თუ გამარჯვების ფუნდამენტური მიზეზები. მოკლედ ყველას ვურჩევ წიგნის წაკითხვას - მილიტარისტებს, პოლიტოლოგებს, დიპლომატებს, ეკონომისტებს, იურისტებს და უბრალოდ მოქალაქეებს. განსაკუთრებით ჟურნალისტებს, რამე თუ როგორც ყოველთვის, მათმა ლიბერალულმა ორიენტაციამ და პანიკისტურმა მიდრეკილებებმა ფაქტიურად ამერიკის არმიას მიღეწული გამარჯვების გასამტკიცებლად საჭირო საზოგადოების მხარდაჭერა გამოაცალა. წაიკითხეთ და ისწავლეთ.

დენ-ბენ-ფუში ფრანგების კატასტროფის საინტერესო მომენტები: 


რადიომოსმენებიდან ფრანგებმა იერიშის დღე და საათი იცოდნენ. არც მიმართულება წარმოადგენდა მათთვის საიდუმლოს. დამცველები კვირების განმავლობაში თვალყურს ადევნებდნენ, თუ როგორ კონცენტრირდებოდა ვიეტმინის ძალები ბეატრისისა და გაბრიელის რაიონში. ეს ორი საყრდენი პუნქტი განცალკევებულად მდებარეობდა, იზაბელის არტილერია მათ მხარდაჭერას ვერ აწარმოებდა, ხოლო ცენტრალური პოზიციიდან ფრანგული ნაწილებისთვის რთული იყო მათ კონტრშეტევით დახმარებოდა. მოკლედ ყველაფერი იმაზე მეტყველებდა რომ ზიაპი პირველ რიგში აქ დაარტყამდა.
ზიაპმა სრულიად ჭკვიანურად გადაწყვიტა რომ ბეატრისით დაიწყებდა. ბეტრისსაცა და გაბრიელსაც საუკეთესო ქვედანაყოფები იცავდნენ, ბეატრისს - უცხოელთა ლეგიონის ბატალიონი, ხოლო გაბრიელს - ალჟირული ბატალიონი, რომელმცა წინა ბრძოლებში დიდება მოიპოვა. გაბრიელი უფრო მძლავრი საყრდენი პუნქტი იყო, რომელსაც თავდაცვის მეორე ხაზიც გააჩნდა. ამას გარდა ცნეტრალური პოზიციიდან კონტრშეტევით მისი მხარდაჭერა უფრო ადვილი იყო.
ზიაპმა 312-ე დივიზიის 141-ე და 219-ე პოლკების ექვსი ბატალიონით ხანგრძლივი იერიში დაგეგმა, ბატალიონები ორ-ორი ბატალიონისგან შემდგარ სამ კოლონად დააჯგუფა. ყოველი კოლონა ფრანგების არასრული ასეულების დაცვის სექტორებზე იყო მიმართული. ქვეითებისთვის მხარდაჭერა 105 და 75 მილიმეტრიან ჰაუბიცებსა და 82 და 120 მილიმეტრიან ნაღმტყორცნებს უნდა გაეწიათ. გაბრიელისა, ბეატრისისა და პლაცდარმის ცენტრში ფრანგული არტილერიის საცეცხლე წერტილების არტამუშავების დაწყებას ზიაპი 13 მარტს, 16:00 საათზე გეგმავდა. მაგრამ როგორც ომში ხშირად ხდება, მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. ფრანგებმა თავის ცხვირ წინ, ბეატრისიდან სულ რაღაც 200 მეტრში, ვიეტმინის მოიერიშე ნაწილები აღმოაჩინეს და 12:00 საათზე გააგზავნეს ქვედანაყოფი ტერიტორიის გასაწმენდად, რითაც კომუნისტების არტილერია აიძულეს ცეცხლი დაგეგმილზე გაცილებით ადრე გაეხსნა. ზიაპის არტილერისტები ზუსტად ისროდნენ და არც ჭურვებს არ იზოგავდნენ. ბეატრისის აღმოსავლეთი სიმაგრეები ნანგრევებად იქცა, გაბრიელის ნაღმტყორცნელთა ბატარეა დადუმდა. მოწინააღმდეგემ ფრანგული არტილერია ცენტრალურ პოზიციებზეც დახურა, გაანადგურა ორი ქვემეხი და მოკლა გათვლის რამდენიმე წევრი. ვიეტგონელთა არტილერიის ცეცხლი აეროდრომსაც დაატყდა თავს, რითაც მასზე მდგომი თვითმფრინავები, საწვავისა და საბრძოლო მარაგის საწყობები აალდა და აფეთქება დაიწყო. ფრანგებს აქვე სხვა სიურპრიზიც ელოდათ. როდესაც გადარჩენილი თვითმფრინავები ვიეტმინელებზე საიერიშოდ ან უბრალოდ გადასარჩენად აფრინდნენ, მყისეულად მოხვდნენ 37 მილიმეტრიანი საზენიტო ქვემეხების ცეცხლის ქვეშ. შედეგად ასაფრენ ბილიკზე და ჰაერში რამდენიმე ფრანგული თვითმფრინავი იქნა განადგურებული.
ზუსტად 17:00 საათზე 312-ე დივიზიის მოიერიშე ნაწილები, ბეატრისის დამცველი გაოგნებული ლეგიონერებისკენ გაიჭრნენ. 18:15 საათზე ბატალიონის შეფმა პეგომ, რომელიც ლეგიონერებს მეთაურობდა, ფრანგული არტილერიის ცეცხლი პირდაპირ თავდაცვის ბოლო ხაზის წინა ზონაში გამოიძახა. 18:30 საათზე, ვიეტნამელთა ჰაუბიციდან გაშვებული ჭურვი, პირდაპირ ბეატრისის სამეთაურო პოსტს მოხვდა, რის შედეგადაც პეგო და მისი შტაბი დაიღუპა. რამდენიმე წუთის შემდეგ სხვა ჭურვმა ჩრდილოეთ სექტორის თავდაცვის ხელმძღვანელი, პეგოს უშუალო მეთაური, ვიცეპოლკოვნიკი გოშე მოცელა. ამრიგად, ორმა გასროლამ ბეატრისს ორივე მეთაურო მოაკლო და ამით ცეცხლის კორექტირების საშუალება მოუსპო. მალე ლეგიონერთა სამივე ასეულმა თავისი განცალკევებული ბრძოლის წარმოება დაიწყო. 22:30 საათზე მე-10 ასეულმა არსებობა შეწყვიტა. 23:00 საათზე მე-11 ასეულისგან მოვიდა რადიოშეტყობინება იმის შესახებ, რომ ბრძოლა მათი სამეთაურო პუნქტთან მიმდინარეობდა. 14 მარტის 00:15 საათზე თავის თავზე გამოიძახა არტილერია და ეთერიდან გავიდა მე-9 ასეული. ორივე მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ბეატრისის დამცველი 500 კაციდან 400 დაიღუპა, სხვა მონაცემებით 750 კაციდან 550 („უცხოელთა ლეგიონის ოქროს წიგნის“ თანახმად, მე-13 ნახევარბრიგადის მე-3 ბატალიონმა, საყრდენი პუნქტი „ბეატრისის“ დაცვისას დაღუპილებისა, დაჭრილებისა უგზოუკვლოდ დაკარგულთა სახით 322 კაცი დაკარგა. ამ რაოდენობაში 7 ოფიცერიც შედის, აქედან ექვსი მოკლულია იქნა და ერთი დაიჭრა (Brunon J., Mamie G.-R. Livre d’Or de la Legion Entrangere (1831-1955). Paris-Limoges-Nancy, 1958. P.251). რედაქტორის შენიშვნა). ვიეტნამელთა 312-ე დივიზის დანაკარგებმა 600 დაღუპილი და 1200 დაჭრილი შეადგინა, რაც მისი საიერიშო შენაერთების უმეტეს წილს წარმოადგენდა.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
30 მარტს 17:00 საათზე ზიაპი, მას შემდეგ რაც დაასრულა დაწვრილებითი მოსამზადებელი სამუშაოები, შეუდგა კომპანიის მეორე ფაზის ოპერაციის განხორციელებას. ვიეტმინის 312-ე დივიზიის მებრძოლები ისეთი სიჩქარით გაიჭრნენ გამაგრებული რაიონების, დომინიკ-1 და დომონიკ-2-ისკენ, რომ ფაქტიურად ყველამ დანაკარგის გარეშე გააღწია ფრანგების გადამღობ ცეცხლს. პოზიციების დამცველი ალჟირელთა ნაწილი აირია და უწესრიგოდ დაიწყო უკან დახევა. 312-ე დივიზიამ დომინიკ-1 18:30 საათზე დაიკავა. ანალოგიური ბედი ეწია დომინიკ-2 19:00 საათისთვის, რის შედეგადაც მთელი თავდაცვისთვის საშიში მდგომარეობა შეიქმნა. იგივე ბედი რომ სწეოდათ დომინიკ-3 და 5, მაშინ მდინარის აღმოსავლეთით მდებარე ფრანგულ სიმაგრეებს ფლანგიდან პირდაპირი საფრთხე დაემუქრებოდათ, ხოლო მთავარი შტაბის ზონა ცენტრალურ პლაცდარმზე გახსნილი აღმოჩნდებოდა. დომინიკ-3 ალჟირელთა ასეული იცავდა, რომელთა თანამოქალაქეებმაც მტერს დომინიკ-1 და 2 ადვილად ჩააბარეს. რამდენ ხანს გაუძლებდა მტრის იერიშს ასეული? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ მოხერხდება, რადგანაც ბრძოლაში, დომინიკ-3-ზე გამაგრებული ფრანგების სხვა ქვედანაყოფი, მე-4 კოლონიური საარტილერიო პოლკის აფრიკული ბატარეა ჩაერთო. როდესაც მათი პოზიციების გავლით ალჟირელთა ქვეითებმა სირბილით უკან დახევა დაიწყეს, არტილერისტებმა 105 მილიმეტრიანი (სხვა ცნობებით 155 მილიმეტრიანი) ჰაუბიცების ლულები წყნარად დაუშვეს ამაღლების მინიალურ კუთხეზე, ქვემეხების მეთაურებმა ბრძანება გასცეს: „მილაკი ნოლი“, ხოლო ქვემეხების გათვლებმა ჭურვების ამფეთქები ნულოვან მდგომარეობაზე დააყენეს. ბატარეამ თავისი ჰაუბიცები ქვემეხებად გადააქცია და ვიეტმინელთა ქვეითთა მასების წინააღმდეგ, რომლებიც დომინიკ-1 და 2-ის გორებიდან მათი პოზიციებისკენ მოექანებოდნენ,  პირდაპირი ცეცხლი გახსნა. ზალპებმა 312-ე დივიზიის რიგებში პირდაპირ კორიდორები გაჭრა, და „სისხლში ათქვეფილმა“ ვიეტმინელებმა არეულად დაიწყეს უკან დახევა. მაგრამ აქ მათ თავზე სასიკვდილო „ტყვიის წვიმა“ დაეშვა, რომელსაც მათკენ აეროდრომის რაიონში განლაგებული 4 ლულიანი, 12,7 მილიმეტრიანი, საზენიტო დანადგარები აგზავნიდნენ. ვიეტმინელთა მებრძოლთა ნაწილი ჩაწვა, ნაიწლმა, რათა სასიკვდილო ცეცხლისთვის თავი აერიდებინა, უკან დახევა სცადა და სწორედ აქ დანაღმულ ველზე შეჯდნენ. 312-ე დივიზიის შეტევა სისხლში ჩაიხრჩო. ამგვარად მე-4 კოლონიალური საარტილერიო პოლკის ბატარეის მოულოდნელმა მოქმედებამ, რომელიც ერთ-ერთი იმ შემთხვევითობათაგანია, რომლებიც ხშირად წყვიტავენ ბრძოლის ბედს, იმ დღეს ფაქტიურად გადაარჩინა დენ-ბენ-ფუ.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ფრანგი სარდალი, ნავარი, ყოველთვის საჭირო სიღრმისეულ ანალიზს არ უკეთებს დენ-ბენ-ფუში დამარცხების მიზეზებს. მაგალითად ის საუბრობს დენ-ბენ-ფუს ზოგიერთი ქვედანაყოფის დაბალ ბრძოლისუნარიანობაზე. ამასთან ის არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ბრძოლის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ათიათასკაციანი გარნიზონიდან 3000-4000 კაცი „შიდა დეზერტირად“ გადაიქცა, ეგრეთ წოდებულ „ნამიუმელ ვირთხებად“. ისინი არ იბრძოდნენ, მაგრამ მოიხმარდნენ სამხედრო ტვირთის დიდი ნაწილს, პირველ რიგში საკვებ პროდუქტებს. ნუთუ დარჩენილი 4000 მამაცი ჯარისკაცი საკმარისი იყო რომ დენ-ბენ-ფუს ბრძოლის ბედი შემოებრუნებინათ? ბიჟარმა, რომელიც ერთადერთი იყო იმ ფრანგი მეთაურებიდან, რომელსაც შეეძლო ზუსტად შეეფასებინა ბრძოლა, ამას კარგად ხვდებოდა. წლების შემდეგ მან შემდეგი შენიშვნა გააკეთა: „ჩემთვის რომ 10 000 ეს-ესელი მოეცათ, ბრძოლას არ წავაგებდით“. სრულიად შესაძლებელი, მაგრამ საკამათო საკითხია.

ამერიკელების პირველი მსხვილი ბრძოლა ჩრდილოვიეტნამელ კომუნისტებთან (სწორედ ის ბრძოლა, მელ გიფსონმა რომ ასახა თავის ფილმში, ამ ბრძოლის საჰაერო-სადესანტო ოპერაციების ზოგიერთი საინტერესო მომენტი ჩვენ სხვა წიგნშიც შეგვხვდა, რომელიც ბლოგზე უკვე განვიხილეთ - "წიწილაქორი" (Chickenhawk) - წიგნი რომელიც ყველა მილიტარისტმა უნდა წაიკითხოს)


 
1965 წლის ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში, როდესაც ვესტმორლენდი (ამერიკელი გენერალი) თავისი სტრატეგიული კონცეფციის შექმნაზე მუშაობდა, აშშ-ს ყველა სამხედროს, რომელიც დაკავებული იყო ვიეტნამის პრობლემით, ერთი სერიოზული პრობლემა აწუხებდათ: შეძლებენ თუ არა ამერიკელი ჯარისკაცები ძნელად გასავლელ ჯუნგლებში და მთა-გორიან ადგილმდებარეობაზე, ცუდ კლიმატურ პირობებში, გაუმკლავდნენ ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიის მთავარ ძალებს? შეძლებს თუ არა ევროპის ვაკეებზე ომის წარმოებისთვის გაწვრთნილი და მომზადებული ჯი-აი (GI - ამერიკელი ჯარისკაცების ზედმეტსახელი) „აილესოს“ (გამოვიყენოთ ჟარგონი მათივე ლექსიკონიდან) ვიეტნამში? პასუხმა დიდხანს არ ალოდინა. ბედის ირონიით, ის იმ ერთადერთი ამერიკული ნაწილიდან მოვიდა, რომელიც თავის განადგურებით ამაყობდა.  ეს მე-7 საკავალერიო პოლკი იყო, რომლის მებრძოლებმაც თავის მეთაურ ჯორჯ არმსტრონგ კასტერთან ერთად, მდინარე ლიტლ-ბიგ-ჰორნის ხეობაში, თავები გასწირეს და ამით დაუვიწყარი დიდება მოიპოვეს. მე-7 საკავალერიოს თანამედროვე ჯარისკაცები ცხენების ნაცვლად ვერტმფრენებს „დააჭენებდნენ“, თუმცაღა პატივს სცემდნენ თავისი ნაწილის ისტორიას და ძველ საპოლკო სიმღერა „ჰარი ოუენ“-ს მღეროდნენ. მე-7 პოლკი, უნიკალურ და ამერიკის არმიის ყოველ მხრივ ელიტარულ შენაერთს, 1-ლ საკავალერიო (აერომობილურ) დივიზიას ეკუთვნოდა.
პირველი გამოცდის გავლა მას სამხრეთ ვიეტნამში, ცენტრალურ ზეგანზე მდებარე მდინარე ია-დრანგის ხეობაში მოუწია. აქ ერთმანეთს ჩრდილოევიეტნამის არმიის ორი პოლკი და მოგვიანებით 1-ლი საკავალერიო დივიზიის სხვა ქვედანაყოფებით გაძლიერებული მე-7 საკავალერიო პოლკის 1-ლი ბატალიონი შეეჯხანენ. ორივე მხარე ბრძოლაში გაშმაგებით მიიწევდა. კავალერისტებს უნდოდათ სპეცრაზმის მოშორებულ ბანაკზე მოიერიშე მტრისთვის ინიციატივა ჩამოერთვათ. თავის მხრივ ვიეტნამის არმიის მეთაურს, გენერალ ჩუ ჰიუ მანს, ზიაპის ძველ მეგობარს, ახლად მოსულ ამერიკელებზე გამარჯვების მოპოვება სურდა.
14 ნოემბერს 1-ლმა საკავალერიო დივიზიამ, ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიის ნაწილების ბაზირების რაიონში, ეგრეთ წოდებულ დაშვების ზონა X-Ray-ში, მე-7 საკავალერიო პოლკის  1-ლი ბატალიონის გადასროლით, მოწინააღმდეგეს პირველი დარტყმა მიაყენა. კავალერისტების გასანადგურებლად, გენერალმა მანსმა, X-Ray-ს ზონაში, ვიეტნამის არმიის სამი ბატალიონი გადაისროლა. საღამოისკენ ამერიკელთა მდგომარეობა უიმედოდ გამოიყურებოდა და ბატალიონის მეთაურმა, ჰეროლდ ჯ. მურმა, თავის მეთაურს, მე-3 ბრიგადის ხელმძღვანელს, თომას უ. ბარუნს, დახმარება მოსთხოვა. ბრაუნმა მურს ვერტმფრენებით დაუყოვნებლივ გაუგზავნა სხვა ბატალიონის ერთი ასეული, ხოლო ქვეითად დამატებით მთლიანი ბატალიონი დაძრა ბრძოლის ველისკენ.

დაბინდებასთან ერთად, მურიდან დაწებული და თვით ვესტმორლენდით დამთავრებული, ყველა მაღალი რანგის სამხედრო პროფესიონალს ალბათ თავში ის აზრი უტრიალებდა, რომ ია-დრანგის ხეობაში გამაგრებულ ბატალიონს, კასტერისა და მისი ბედკრული მე-7 პოლკოს ბედი არ სწეოდა. როგორც მაშინ, ახლაც, მე-7 პოლკი რამდენჯერმე აღმატებული, მისი განადგურების მოსურნე მტრის მიერ, მოშორებულ ხეობაში იყო ალყაშემორტყმული. მაგრამ მური და ბრაუნი კასტერსა და რენოს არ ჰგავდნენ. ისინი ცივსისხლიანი პროფესიონალი სამხედროები იყვნენ - მოსაზრებულები, ჯიუტები და გამოცდილები. და მათ დაქვმედებარებაში მყოფი მეომრებიც განსხვავდებოდნენ კასტერის ქვეშ მყოფი დალევის მოყვარული, სამოქალაქო ომის ვეტერანებისგან. ეს „ჰარრი ოუენები“ ახალგაზრდები, კარგად მომზადებული და მამაცები იყვნენ.
15 ნოემბრის დილას მანსმა, X-Ray-ზე, სამი ბატალიონის ძალებით, გააფთრებული და კარგად კოორდინირებული იერიში წამოიწყო. აქ ალბათ ამერიკის ისტორიაში ყველაზე გააფთრებული ბრძოლა წარიმართა. ორივე მხარის ჯარისკაცები ერთმანეთთან მჭიდრო ბრძოლაში თითქმის ფეხბურთის მოედნის სიგრძის მქონე ადგილზე შეეჯახნენ. ამ ახლო ბრძოლის ინტენსივობა და ხასიათი დაწვრილებითაა ასახული აშშ-ს არმიის საბრძოლო მოხსენებების კრებულში. აი როგორაა იქ აღწერილი ერთი ოცეულის ჯახი: „ჩრდილოეთ ვიეტნამელები მცირე პერიმეტრზე ისე დაბლა და ისეთ ძლიერ ცეცხლს აწარმოებდნენ რომ, ჰერიკის ჯარისკაცებიდან მხოლოდ რამდენიმემ მოახერხა სასანგრე ინსტრუმენტების გამოყენება და მიწაში ჩათხრა. მაგრამ ჩვენები მტერს ღირსეულ პასუხს უბრუნებდნენ.  სერჟანტი სევიჯი, თავისი M-16-იდან, შუადღიდან საღამომდე ისროდა და მოწინააღმდეგის 12 ჯარისკაცი დააწვინა. იმავდროულად ლეიტენანტი ჰერიკი დაიჭრა, ტყვია მას ბარძაყში მოხვდა, გაიარა მთელი სხეული და მარჯვენა მხრიდან გამოვიდა. მიწაზე მწოლიარე, სისხლმდენი ლეიტენანტი, პერიმეტრის თავდაცვის ხელმძღვანელობას აგრძელებდა. როდესაც ლეიტენენტმა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, მან კავშირგაბმულობის გამოყენების ინსტრუქციების წიგნაკი ოცეულის სერჟანტს, კარლ ლ. პალმერს, გადასცა და ტყვეობის საფრთხის შექმნის შემთხვევაში მისი განადგურება უბრძანა. ამის შემდეგ ლეიტენანტმა ჰერიკმა პალმერს დარჩენილი ტყვიაწამლის გადანაწილება, არტილერიის ცეცხლის გამოძახება და პირველივე შემთხვევაზე ალყის გარღვევა უბრძანა. იმ მომენტისთვის უკვე მსუბუქად დაჭრილმა პალმერა ხელმძღვანელობის გადაბარებაც კი ვერ მოასწრო, ეგრევე მოკლული იქნა. ოცეულის მეთაურობა მე-3 ათეულის მეთაურმა, სერჟანტმა სევიჯმა აიღო თავის თავზე. რადიოსიხშირეზე დაჯდომის შემდეგ, მან არტილერიის დამიზნებული ცეცხლის გამოძახება დაიწყო. წუთის შემდეგ პერიმეტრზე არტილერია ისე ზუსტად ამუშავდა რომ, ზოგიერთი ჭურვი ოცეულის პოზიციის წინ სულ რაღაც ოც მეტრში ეცემოდა. ცეცხლმა მტერს პერიმეტრის დაკავების საშუალება არ მისცა, თუმცაღა ოცეულის მდგომარეობა ისევ რთული იყო. 27 კაციდან 8 დაიღუპა, 12 დაიჭრა, მთლიანი შემადგენლობიდან მხოლოდ ერთმა ათეულმა შეინარჩუნა ბრძოლისუნარიანობა“.
შუადღისკენ, ამერიკელების საცეცხლე უპირატესობის გამო, მოწინააღმდეგის დანაკარგები საგრძნობლად გაიზარდა. 105 მმ-ნი ქვემეხებიდან 33 000-ზე მეტი ჭურვი იქნა გასროლილი. აშშ-ს საჰაერო ძალების მოიერიშეები კავალერისტებს მხარდაჭერის გარეშე არ ტოვებდნენ, თვით „დიდი ჩიტები“, B-52-იც, კი ღებულობდნენ მონაწილეობას და მტრის თავებზე 500 ფუნტიან ბომბებს ყრიდნენ. მომდევნო დღის დილისთვის გენერალმა მენსმა გადაწყვიტა რომ უკვე საკმარისია, მოაგროვა თავისი ნაწილების ნარჩენები და კამბოჯის უახლოესი საზღვრისკენ წავიდა.
ჩრდილოვიეტნამურ და ამერიკულ არმიას შორის პირველი შეტაკება ამერიკელთა დიდი გამარჯვებით დასრულდა. 1-ლმა საკავალერიო დივიზიამ 79 მოკლული და 121 დაჭრილი დაკარგა. ჩრდილოვიეტნამელთა არმიამ ბრძოლის ველზე 634 გვამი დატოვა, მიახლოებით ამდენივე კომუნისტებმა თან წაიღეს. უცნობია თუ რამდენი დაიჭრა მათი მხრიდან. ფაქტიურად ჩრდილოვიეტნამელთა ორივე პოლკმა, რომლებიც „ჰერი ოუენებს“ ეჯიბრებოდნენ, არსებობა შეწყვიტა.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დაპირისპირებული მხარეების ძალების განთავსება და თანაფარდობა:

ხანოიში სულაც არ აპირებდნენ ამერიკელებისთვის ეპატიებინათ 1965 წლის ნოემბერში, მდინარე ია-დრანგის ხეობაში, მიყენებული მწარე მარცხი. 65 წლის შუა პერიოდისთვსი სამხრეთში ჩრდილოვიეტნამის არმიის მხოლოდ ხუთი პოლკი მოქმედებდა, მაშინ როდესაც წლის ბოლოსთვის მათმა რაოდენობა ოცს მიაღწია. 1965 წლის ბოლოსთვის მოწინააღმდეგის საბრძოლო შენაერთები (მათ შორის ჩრდილოვიეტნამის არმიის ძირითადი ძალები, ვიეტკონგის ძირითადი ძალები, რეგიონალური ძალები და პარტიზანები) 221 000 კაცს ითვლიდა.
1966 წლის განმავლობაში ორივე მხარე სამხრეთ ვიეტნამში კიდევ უფრო მეტ ძალებს გზანვიდა. ზიაპმა იქ თხუთმეტი პოლკი გააგზავნა (ხუთი დივიზია, მთლიანობაში 58 000 კაცი), ხოლო მთლიანობაში 1966 წლისათვის იქ უკვე კომუნისტური ძალების 282 000 მებრძოლი მოქმედებდა. როგორც ხედავთ რაოდენობები არ ემთხვევა ერთმანეთს, რადგანაც აქ არაა დაანგარიშებული ვიეტკონგის ახალწვეულები და დანაკარგები, რომელიც კომუნისტებმა აშშ-სა და ვიეტნამის რესპუბლიკის არმიების მოქმედების შედეგად განიცადეს. ამას გარდა, დაზვერვის „არასწორი“ ინფორმაციის გამო, მონაცემები მთელი ომის განმავლობაში არასიზუსტით გამოირჩეოდა. ამასთან ერთად, მიუხედავად მონაცემთა ცდომილებისა, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის რაოდენობის ზრდა 1966 წელს, გენერალ ვესტმორლენდს კეთილგანწყობის არანაირ საფუძველს არ უტოვებდა. მტრის რაოდენობა იზრდებოდა, ზიაპს გააჩნდა შესაძლებლობა თავისი სამხედრო ყოფნის რაოდენობაში ამერიკელებს არ ჩამორჩენოდა და ვესტმორლენდ ესმოდა, რომ მას ხანგრძლივი და მკაცრი ბრძოლა მოელოდა.
1965 წლის ბოლოს სამხრეთ ვიეტნამში 181 000 ამერიკელი სამხედრო მოსასმახურე მოქმედებდა. 1966 წლის 31 დეკემბრისთვის ამ რაოდენობამ უკვე 385 000 მიაღწია, სულ ხუთი ქვეითთა საარმიო დივიზია, საზღვაო ქვეითების ორი დივიზია, ოთხი ცალკეული საარმიო ბრიგადა და ჯავშანსატაკო საკავალერიო პოლკი, პლიუს ზურგის და მომარაგების ჯარები და სხვები, ასევე საჰარო და საზღვაო ძალების შესაბამისი კონტინგეტები.
შეერთებული შტატების შენაერთების დისლოკაცია შედარებით ადვილი საქმე იყო. ვესტმორლენდმა საზღვაო ქვეითების III ამფიბიური კორპუსი (Marine Amphibious Force, შემოიკლებით III MAF), რომელიც საზღვაო ქვეითების ორი დივიზიისგან შესდგებოდა, სამხრეთ ვიეტნამის ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილში განათავსა, ამგვარად მისი ოპერატიულ ტაქტიკური რაიონი სამხრეთ ვიეტნამის არმიის I კორპუსის ოტრ-ს ემთხვეოდა. აშშ-ს არმიის I კორპუსი (სიტყვასიტყვით - „I საველე ძალა“, I Field Force) იმავე პრინციპით ცენტრალური ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილში ვიეტნამის რესპუბლიკის არმიის II კორპუსის ოტრ-ის დუბლირებას ახდენდა, ამავდროულად აშშ-ს II საველე კორპუსი (II Field Force) ვიეტნამის რესპუბლიკის არმიის III კორპუსის, საიგონის გარშემორტყმულ ზონაში მოქმედებდა. რადგანაც მეკონგის დელტაში ამერიკული საარმიო ფორმირებები არ იმყოფებოდნენ (ისევე როგორს ჩრდილოვიეტნამის არმიის რომელიმე ნაწილები, რომლებიც აღნიშნულ რაიონში გაცილებით მოგვიანებით გამოჩნდნენ), აქ, ვიეტნამის რესპუბლიკის არმიის IV კორპუსის პასუხისმგებლობის ზონაში მხოლოდ აშშ-ს ჯარების შტაბი იყო განთავსებული.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

"თავების დათვლის" პოლიტიკა და დანაკარგები:
„ვიეტკონგისა და ჩრდილოეთ ვიეტნამის ძალების წლის ბოლომდე გამოფიტვის (sic) და ბრძლაში მათ მიერ ჯარების გაგზავნის შესაძლებლობების ძლიერ შემცირების“ ოფიციალური მითითება, ვესტმორლენდს საკმაოდ არასასიამოვნო მდგომარეობაში აყენებდა. აღნიშნული მემორანდუმი ვიეტნამში მოქმედ პირად შემდაგენლობას, არასახარბიელო და აწი ანათემას გადაცემული საქმის კეთებას აიძულებდა - ეგრეთ წოდებულ „თავების თვლას“. მოწინაარმდეგის ძალების დასუსტების საჩვენებლად მათ „გამონამუშევრის“ წარმოდგენა ევალებოდათ. მტრის დანაკარგების დათვლაზე რთული ალბათ მხოლოდ მტრის ცოცხალი ძალი ზუსტი რაოდენობის დადგენა იყო.
მოწინააღმდეგის განადგურებული ჯარისკაცების მონაცემთა სიზუსტე დამსახურებულად დგებოდა ეჭვ ქვეშ. ხშირად ამერიკულ ქვეითებს არ შეეძლოთ ბრძოლის დასრულების შემდეგ ბრძოლის ველზე მოხვედრა და გვამების დათვლა. იღუპებოდნენ დიდი რაოდენობით სამოქალაქოები, მათ შორის როგორც ვიეტკონგის მესაპალნეები, ასევე ცეცხლის ხაზზე მოხვედრილი სრულიად არაფერშუაში მყოფი პირები, შემდეგს ეს ყველა „თავების დათვლის“ მონაცემებში ხვდებოდნენ. ყოველთვის რჩებოდა „ორეულების“ გაჩენის საფრთხე - ანუ ორი მეზობელი შენაერთი ითვლის ერთსა და იმავე გვამებს და შემდეგში მოხსენებებში მათ ცალცალკე, დამოუკიდებლად წარადგენს. ძალაუნებურად მტრისთვის მიყენებული ზარალის გასარკვევად მკითხაობას იწყებდნენ, რის შედეგადაც მაჩვენებლები საგრძნობლად მცირდებოდა. ხშირად „ალალი შეცდომების“ გარდა აშკარა მიმატებებიც ხდებოდა.
კეთილსინდისიერი მეთაურები რა თქმა უნდა უმეტეს შემთხვევაში ზუსტი მონაცემების მიწოდებას ცდილობდნენ. მაგალითად ზოგიერთი სთავაზბოდათ დაეთვალათ არა მარტო გვამები, არამედ ბრძოლის ზონაში ნაპოვნი იარაღიც. მაშინ რომელიმე ასეულის მეთაურს, რომელმაც მოწინააღმდეგის ასი განადგურებული ჯარისკაცის შესახებ გააკეთა ანგარიში და წარადგინა მხოლოთ ხუთი ინდივიდუალური ცეცხლსასროლი იარაღი, ასეთი ბუღალტერიის ახსნა განმარტება მოუწევდა, რადგანაც ბრძოლის ველზე გვამებისა და შაშხანებისა და ავტომატების საშუალო შეფარდება ერთი სამზე იყო. მოწინააღმდეგის დანაკარგების გამოსათვლელად რთული სისტემები და წესები შემუშავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, უფროსი მეთაურები, რომლებიც ვიეტნამში მსახურობდნენ, უმეტეს შემთხვევაში იმ აზრისკენ იხრებოდნენ რომ ამგვარი მონაცემები ყოველთვის მომატებულ რაოდენობას უჩვენებდნენ.
თუმცაღა არსებობდა ერთი ფაქტორი, რომელიც მტრის ცოცხალი ძალისთვის მიყენებულ „ქაღალდის“ და რეალურ ზარალს შორის ბალანსს იცავდა. პირველი ის რომ, ვიეტკონგისა და ჩრდილოვიეტნამის არმიის მებრძოლები ყოველთვის ცდილობდნენ ბრძოლის ველიდან რაც შეიძლება მეტი თანამებრძოლის გვამი გაეთრიათ. მეორე ის რომ ჯუნგლები და ჭაობები გვამების პოვნას ართულებდნენ. მესამე ის იყო რომ არტ და ავია დამუშავების შემდეგ, დიდ მანძილებზე მტრისთვის მიყენებული ზარალის დათვლა შეუძლებელი იყო. და ბოლოს არ ხდებოდა შესწორება არა საბრძოლო დანაკარგებზე - როგორებიცაა სიკვდილი ჭრილობებისა და ავადმყოფობებისგან.
ამერიკაში დღესაც კი  არავინ არ იცის, რამდენად ზუსტია ვიეტკონგისთვის და ჩრდილოვიეტნამის არმიისთვის მიყენებული დანაკარგის მონაცემები. ზიაპმა ერთი თავისი შენიშვნით, აშშ-ს სტატისტიკოსთა გამოთვლები დაადასტურა. 1969 წლის დასაწყისში იტალიელი ჟურნალისტი, ორიანა ფალლაჩი, ზიაპისგან ინტერვიუს იღებდა. საუბრის დროს მან ახსენა რომ, ამერიკელთა მონაცემების თანახმად მოწინააღმდეგის დანაკარგებმა მიახლოებით 500 000 კაცი შეადგინა. ზიაპმა რაიმე ყოყმანისა და ფიქრის გარეშე უპასუხა: „...ზუსტი მონაცემებია“. აშშ ფაქტიურად ციფრ 435 000 ემხრობოდა.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ორივე მოწინააღმდეგე სამხრეთ ვიეტნამში თავისი ჯარების რაოდენობას ზრდიდა. ამერიკელებმა რეგიონში დამატებით 100 000 კაცი გადაისროლეს, რაზეც ჩრდილოვიეტნამის არმიამ თავისი კონტინგენტის ანალოგიური რაოდენობით გაზრდით უპასუხა. ამასთან ვიეტკონგის რაოდენობა შემცრიდა, რადგანაც ისინი დანაკარგების შევსებასა და ახალწვეულების რეკრუტირებას ვერ ახერხებდნენ. სულ 1967 წლის დასაწყისისთვის კომუნისტების მხარეს მიახლოებით 280 000 კაცი იბრძოდა, მათ შორის ძირითადი, რეგიონალური და ადმინისტრაციული ძალები, ირეგულარული რაზმები და პოლიტმუშაკთა კადრები. ამ რაოდენობიდან მიახლოებით 50 000  ჩრდილოვიეტნამის არმიის ჯარისკაცებზე მოდიოდა. ვიეტკონგისა და ჩრდილოვიეტნამის არმიაში მოქმედებდა დივიზიის ცხრა შტაბი, პოლკის ოცდათოთხმეტი შტაბი, 152 საბრძოლო ბატალიონი და 200 ცალკეული ასეული. აშშ-ს, სამხრეთ ვიეტნამისა და თავისუფალი სამყაროს ქვეყნების (ავსტრალია, ახალი ზელანდია, კორეა და სხვები) ჯარების რიცხობრივი შემადგენლობა 1967 წლის იანვრისთვის 1 173 800 კაცს უდრიდა.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1967 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ ვიეტნამს სტრატეგიის ძირფესვიანად შეცვლისკენ სხვა გარემოებებიც უბიძგებდნენ. ვიეტკონგისა და ჩრდილოვიეტნამის არმიის მდგომარეობა სამხრეთ ვიეტნამში ძალიან საშიშ ზღვარს მიუახლოვდა, დანაკარგები გაიზარდა. 1966 წლის საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში კომუნისტები თვეში მიახლოებით 5000 კაცს კარგავდნენ, მაგრამ უკევ 1967 წლის პირველი ნახევრის შედეგების თანახმად ვიეტკონგისა და ჩრდილოვიეტნამის არმიის დანაკარგაები საგრძნობლად გაიზარდა. „სამხრეთ ვიეტნამის სამხედრო დახმარების კომისიის“ შეფასებების თანახმად, 1967 წლის იანვრიდან ივნისამდე, მოწინააღმდეგისთვის მიყენებული ზარალი ცოცხალ ძალაში (ტყვეებისა და არასაბრძოლო დანაკარგების ჩათვლით), ყოველთვიურად 15 000 კაცს აჭარბებდა, ეს იმ დროს როდესაც ვიეტკონგი ყოველთვიურად 3500 მებრძოლის რეკრუტირებას ახდენდა, ხოლო სამხრეთი „შეჟონილი“ ჩრდილოვიეტნამური არმიის სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ყოველთვიურად 7000 კაცს არ აღემატებოდა. ამრიგად, როგორ ანგარიშებიდან ჩანს, კომუნისტების დანაკარგები მათი შევსების შესაძლებლობებზე გაცილებით მაღალი იყო.

Saturday, December 13, 2014

რუსეთის ეკონომიკური კრიზისი და უკრაინა


მოკლედ რაც უკრაინის კრიზისი დაიწყო გამუდმებით მქონდა ისეთი გრძნობა რომ საქმე გვაქვს ძალიან სიღრმისეულ გეგმასთან, რომელსაც დასავლეთი და კერძოდ აშშ ახორციელებს. 
აზრი კი ასეთი იყო – "აშშ–მ გამოიყენა უკრაინა, რათა რუსეთი ჩაეთრია ისეთ გაწევ გამოწევაში, საიდანაც თვითონ (აშშ), მიუხედავად იმისა როგორ შედეგს დადებდა უკრაინა, მაქსიმალურ მოგებას ნახავდა".
ანუ რუსეთს მისცეს ცრუ გამარჯვების ილუზია – აი ყირიმი დავიბრუნეთ, ვაშაა "Крым наш". ეხლა დონბასიც ჩვენი იქნებაა და "рассеюшка в период". მაგრამ ამ ავანტიურის ფინალი როგორიც არ უნდა იყოს, რუსეთმა დონბასიც რო წაართვას უკრაინას, ყირიმში რო გავიდეს სახმელეთო გზით და შავი ზღვის აკვატორიაში სტრატეგიული დომინანტობა მოიპოვოს, რუსეთი მაინც გეოპოლოტიკურ არენაზე წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და აი რატომ:
"რუსეთის ერთადერთი ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ამ ავანტიურიდან ეს არის შეცდომის აღიარება და როგორც მინიმუმ აღმოსავლეთ უკრაინის დათმობა. მაგრამ ეს რუსეთის პოლიელიტის სიკვდილს ნიშნავს და ამაზე კრემლში წამსვლელები არ არიან. ამიტომ იზამენ ყველაფერს რათა დრო გაწელონ. დრო კიდევ მათ წინააღმდეგ მუშაობს, რაც დრო გადის, მით უფრო მტკივნეული ხდება სანქციების შედეგები და აქ მარტო სანქციებზე არაა საუბარი – სანქციების სიმკაცრის მიუხედავად ფინანსური დაბანდება და აქტივობა რუსეთში არარენტაბელური გახდა და ყველა ცდილობს გაიტანოს თავისი ფული რუსეთიდან (ძაან რთული ფინანსური სქემებია, რაც მეც არ მესმის ამიტომ დანარჩენს ქვემოთ მოყვანილ ბმულზე წაიკითხავთ). რაც თავისთავად რუსეთის ეკონომიკას წელს ქვევით ურტყამს და რუსული რუბლი უფასურდება და მისი უარყოფითი რეკორდი 16 წლის წინანდელ მაჩვენებელს მიუახლოვდა, მოკლედ რო ვთქვათ "Привет от Ельцина!!!".
ასევე აშშ–მ გეგმაზომიერად, არაბ შეიხებთან შეთანხმებით დაიწყო ნავთობის ფასის დაგდება, გუშინდელი მდგომარეობით Brent–ის მარკის ბარელი ნავთობი 62 დოლარის ფარგლებში იყო (რაც კრიზისამდელი ფასის ნახევარია), არ დაგვავიწყდეს რომ რუსეთის ბიუჯეტის 50% ნედლეულის ექსპორტის ხარჯზე ივსება, რომელშიც ლომის წილი ნავთობპროდუქტებს უკავიათ და ეხლა წარმოიდგინეთ რა დაემართება რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტს თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა?
ამ ყველაფერთან ერთად აშშ–მ (თვითონ რუსეთის დახმარებით რა თქმა უნდა) მოახდინა რუსეთის ნამდვილი სახის დემონსტრირება და უკვე ყველამ აღიარა ის რაც მანამდე ისედაც იცოდა – რუსეთი ეს საშიში და არა ადეკვატური გიჟია, რომელსაც ხელში კეტი უჭირავს და რას მოიმოქმედებს არავინ არ იცის. მსოფლიო არენაზე რუსეთი ჩრდილოეთ კორეას და ირანს გაუტოლდა".

ანუ რეგიონალური წარმატების მიუხედავად რუსეთი გეოსტრატეგიულ დონეზე აღმოჩნდა პოლიტიკურ–ფინანსური მარცხის წინაშე, რამაც შესაძლებელია მისი ფინანსური კრახი გამოიწვიოს, საუბარი არაა წლევანდელი წლის ან მომავალი წლის შედეგებზე, ეს კრიზისი საკმაოდ დროში გაწელილი შეიძლება აღმოჩნდეს და ამ ყველაფრიდან აშშ ნახულობს ყველაზე დიდ მოგებას. როგორც არ უნდა მოხდეს, უკრაინა თავისი ყირიმითა და აღმოსავლეთით თუ მათ გარეშე რუსეთისა აღარასოდეს არ იქნება და ამერიკის მძლავრი მოკავშირე იქნება რუსეთის საზღვართან, ეს კიდევ რუსეთის რეგიონალური ცრუ გამარჯვებით შენიღბული აშშ–ს ნამდვილი გამარჯვებაა.

და ეს ყველაფერი სავარაუდოდ წინასწარი იყო დაგეგმილი, ასეთ აზრს გამოთქვამს რუსი ბიზნესმენი და ეკონომისტი, სლავა რაბინოვიჩი – "Великий де-леверджинг ускорит это превращение. А возможно, в этом и заключался первоначальный план от 1-го марта сего года".

რაც შეეხება ზემოთ შეპირებულ ბმულს, ოღონდ გაფრთხილებთ ბევრი საკითხავია და ფინანსური ტერმინებით გადატვირთული, თუმცა საკმაოდ საინტერესო სტატიაა, რომელიც რუსი ბიზნესმენისა და ეკონომისტის, სლავა რაბინოვიჩის მიერაა დაწერილი და კარგადაა ახსნილი თუ რატომ ერხევა რუსეთის ეკონომიკას – Начался финансовый крах фашистской России. Почему?


P.S. დიდი ეკონომისტი და პოლიტოლოგი არა ვარ, ამიტომ ძაანაც ნუ გამაკრიტიკებთ.

Friday, November 7, 2014

ჩემი ბიბლიოთეკა

დღეს ბიბლიოთეკას ზბიგნევ ბრეჟინსკის (Zbigniew Brzezinski) წიგნი "დიდი საჭადრაკო დაფა" შეემატა. წავიკითხავ, შთაბეჭდილებებსა და საინტერესო ადგილებს გაგიზიარებთ