Saturday, December 13, 2014

რუსეთის ეკონომიკური კრიზისი და უკრაინა


მოკლედ რაც უკრაინის კრიზისი დაიწყო გამუდმებით მქონდა ისეთი გრძნობა რომ საქმე გვაქვს ძალიან სიღრმისეულ გეგმასთან, რომელსაც დასავლეთი და კერძოდ აშშ ახორციელებს. 
აზრი კი ასეთი იყო – "აშშ–მ გამოიყენა უკრაინა, რათა რუსეთი ჩაეთრია ისეთ გაწევ გამოწევაში, საიდანაც თვითონ (აშშ), მიუხედავად იმისა როგორ შედეგს დადებდა უკრაინა, მაქსიმალურ მოგებას ნახავდა".
ანუ რუსეთს მისცეს ცრუ გამარჯვების ილუზია – აი ყირიმი დავიბრუნეთ, ვაშაა "Крым наш". ეხლა დონბასიც ჩვენი იქნებაა და "рассеюшка в период". მაგრამ ამ ავანტიურის ფინალი როგორიც არ უნდა იყოს, რუსეთმა დონბასიც რო წაართვას უკრაინას, ყირიმში რო გავიდეს სახმელეთო გზით და შავი ზღვის აკვატორიაში სტრატეგიული დომინანტობა მოიპოვოს, რუსეთი მაინც გეოპოლოტიკურ არენაზე წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და აი რატომ:
"რუსეთის ერთადერთი ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ამ ავანტიურიდან ეს არის შეცდომის აღიარება და როგორც მინიმუმ აღმოსავლეთ უკრაინის დათმობა. მაგრამ ეს რუსეთის პოლიელიტის სიკვდილს ნიშნავს და ამაზე კრემლში წამსვლელები არ არიან. ამიტომ იზამენ ყველაფერს რათა დრო გაწელონ. დრო კიდევ მათ წინააღმდეგ მუშაობს, რაც დრო გადის, მით უფრო მტკივნეული ხდება სანქციების შედეგები და აქ მარტო სანქციებზე არაა საუბარი – სანქციების სიმკაცრის მიუხედავად ფინანსური დაბანდება და აქტივობა რუსეთში არარენტაბელური გახდა და ყველა ცდილობს გაიტანოს თავისი ფული რუსეთიდან (ძაან რთული ფინანსური სქემებია, რაც მეც არ მესმის ამიტომ დანარჩენს ქვემოთ მოყვანილ ბმულზე წაიკითხავთ). რაც თავისთავად რუსეთის ეკონომიკას წელს ქვევით ურტყამს და რუსული რუბლი უფასურდება და მისი უარყოფითი რეკორდი 16 წლის წინანდელ მაჩვენებელს მიუახლოვდა, მოკლედ რო ვთქვათ "Привет от Ельцина!!!".
ასევე აშშ–მ გეგმაზომიერად, არაბ შეიხებთან შეთანხმებით დაიწყო ნავთობის ფასის დაგდება, გუშინდელი მდგომარეობით Brent–ის მარკის ბარელი ნავთობი 62 დოლარის ფარგლებში იყო (რაც კრიზისამდელი ფასის ნახევარია), არ დაგვავიწყდეს რომ რუსეთის ბიუჯეტის 50% ნედლეულის ექსპორტის ხარჯზე ივსება, რომელშიც ლომის წილი ნავთობპროდუქტებს უკავიათ და ეხლა წარმოიდგინეთ რა დაემართება რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტს თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა?
ამ ყველაფერთან ერთად აშშ–მ (თვითონ რუსეთის დახმარებით რა თქმა უნდა) მოახდინა რუსეთის ნამდვილი სახის დემონსტრირება და უკვე ყველამ აღიარა ის რაც მანამდე ისედაც იცოდა – რუსეთი ეს საშიში და არა ადეკვატური გიჟია, რომელსაც ხელში კეტი უჭირავს და რას მოიმოქმედებს არავინ არ იცის. მსოფლიო არენაზე რუსეთი ჩრდილოეთ კორეას და ირანს გაუტოლდა".

ანუ რეგიონალური წარმატების მიუხედავად რუსეთი გეოსტრატეგიულ დონეზე აღმოჩნდა პოლიტიკურ–ფინანსური მარცხის წინაშე, რამაც შესაძლებელია მისი ფინანსური კრახი გამოიწვიოს, საუბარი არაა წლევანდელი წლის ან მომავალი წლის შედეგებზე, ეს კრიზისი საკმაოდ დროში გაწელილი შეიძლება აღმოჩნდეს და ამ ყველაფრიდან აშშ ნახულობს ყველაზე დიდ მოგებას. როგორც არ უნდა მოხდეს, უკრაინა თავისი ყირიმითა და აღმოსავლეთით თუ მათ გარეშე რუსეთისა აღარასოდეს არ იქნება და ამერიკის მძლავრი მოკავშირე იქნება რუსეთის საზღვართან, ეს კიდევ რუსეთის რეგიონალური ცრუ გამარჯვებით შენიღბული აშშ–ს ნამდვილი გამარჯვებაა.

და ეს ყველაფერი სავარაუდოდ წინასწარი იყო დაგეგმილი, ასეთ აზრს გამოთქვამს რუსი ბიზნესმენი და ეკონომისტი, სლავა რაბინოვიჩი – "Великий де-леверджинг ускорит это превращение. А возможно, в этом и заключался первоначальный план от 1-го марта сего года".

რაც შეეხება ზემოთ შეპირებულ ბმულს, ოღონდ გაფრთხილებთ ბევრი საკითხავია და ფინანსური ტერმინებით გადატვირთული, თუმცა საკმაოდ საინტერესო სტატიაა, რომელიც რუსი ბიზნესმენისა და ეკონომისტის, სლავა რაბინოვიჩის მიერაა დაწერილი და კარგადაა ახსნილი თუ რატომ ერხევა რუსეთის ეკონომიკას – Начался финансовый крах фашистской России. Почему?


P.S. დიდი ეკონომისტი და პოლიტოლოგი არა ვარ, ამიტომ ძაანაც ნუ გამაკრიტიკებთ.

No comments:

Post a Comment