вторник, 9 декабря 2014 г.

კბილებიანი V-22–ის პირველი საცეცხლე გამოცდა

ტეხასი, ფორტ უერტი, 2014 წლის 8 დეკემბერი – Bell Helicopter, a Textron Inc. company–ს განაცხადების თანახმად, კონვერტოპლან Bell Boeing V-22 Osprey–სპირველმა საცეცხლე გამოცდებმა წარმატებით ჩაიარა. გამოცდები შტატ არიზონაში, იუმაში მდებარე აშშ–ს არმიის პოლიგონზე, გასულ თვეს განხორციელდა.


"კონვერტოპლანის საცეცხლე გამოცდებმა წარმატებით ჩაიარა", განაცხადა Bell Boeing V-22–ის პროგრამის ხელმძღვანელმა, ვინს ტობინმა (Vince Tobin). "ჩვენ ვაჩვენეთ რომ შესაძლებელია V-22–ის სხვადასხვა სახის შეიარაღებით აღჭურვა და მათი წარმატებული გამოყენება. ვულოცავ გუნდს, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა".
Bell Boeing V-22 აშშ–ს საზღვაო ქვეითების რიგებში მყოფი ყველაზე უსაფრთხო საჰაერო ხომალდია. 2007 წლის მერე, რაც მოხდა მისის შეიარაღებაზე მიღება, მან ავღანეთში, სპარსეთის ყურესა და ხმელთაშუა ზღვაში მეწინავე მაჩვენებლებს მიაღწია. Osprey მომხმარებელს გამოყენების ფართო სპექტრს სთავაზობს, ისეთებს როგორიცაა – რეიდები, ევაკუაცია, დაზარალებულთა დახმარება, მომარაგება, VIP გადაზიდვები და თანამშრომლობა უსაფრთხოების მიზნით.
"საცეცხლე შესაძლებლობების ინტეგრაცია Osprey–ს მისიების შემადგენლობას გაზრდის", დასძნა ტობინმა. "ეს შეიარაღება, როგორც კი დამონტაჟდება კონვერტოპლანზე, უზრუნველყოფს მას დამატებითი საცეცხლე შესაძლებლობებით და შეამცირებს მის დამოკიდებულებას მეწინავე მომარაგების სადგურებზე (Forward Arming and Refueling Points – FARPs), რომელთა დაყენებაც ხშირად V-22–ის თანმხლები ვერტმფრენებისთვისაა საჭირო. ამ სადგურების გარეშე, შესაძლებელი იქნება V-22–ის უფრო ხშირად და უფრო მალე გაშვება მისიებზე".


Комментариев нет:

Отправить комментарий