среда, 10 декабря 2014 г.

ესტონეთმა ნიდერლანდებთან ქსმ CV9035NL Mk III შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა

2014 წლის 9 დეკემბერს ჰააგში, ესტონეთისა და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს უკვე დიდი ხნის წინ მსჯელობის საგნად გამხდარ ხელშეკრულებას (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი – ესტონეთი CV90–35NL–ებსა და PzH–2000–ებს ყიდულობს – და ჩვენ?), რომლის თანახმადაც ჰოლანიური მხარე 113 მილიონი ევროს საფასურად ესტონეთს შვედური წარმოების (BAE Systems Land Systems Hägglunds AB) 44 ცალ ქსმ CV9035NL Mk III გადასცემს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს Leopard-1–ის ბაზაზე არსებული 6 ცალი ჯავშანმანქანის მიწოდებას (ორი სატანკო ხიდგამდები Biber, ორი მესანგრის მანქანა Pionirpanzer და ორი შეჯავშნული სარემონტო–საევაკუაციო მანქანა Standard).

ესტონეტის მინისტრი ნიდერლანდების არმიის საკუთრებიდან შეძენილ ერთ–ერთ ქსმ CV9035NL Mk III–ს ათვალიერებს
CV–90–ის ოჯახობაში ქსმ CV9035NL Mk III ყველაზე თანამედროვედ ითვლება. მანქანები აღჭურვილია მძლავრი, 35მმ–ნი ავტომატური ქვემეხი АТК Bushmaster III–ით (ოფციონალურად შესაძლებელია 50მმ–ნის დაყენებაც), დაცვის ამაღლებული დონით, ცეცხლის მართვის დუბლირებული დღე–ღამის კომპლექსითა და საბორტე ინფორმაციული მართვის სისტემით. მანქანის საბრძოლო მასა 36 ტონას აღწევს.
სულ ნიდერლანდების არმიამ 2004 და 2008 წლის 1,0752 მილიარდი ევროს კონტრაქტების საფასურად 193 ქსმ CV9035NL Mk III–ის სამი ვარიანტი შეიძინა (151 სახაზო მანქანა, 34 სამეთაურო და 8 მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის), რომლებიც შვედური ამწყობი ხაზი BAE Systems Land Systems Hägglunds AB–ედან შემკვეთს 2007–2011 წლებში მიეწოდა.
ჰოლანდიურ არმიაში ამ ქსმ–ებით ოთხი მოტოქვეითი ბატალიონი იყო აღჭურვილი (საშტატო 44 მანქანით) – ორ–ორი მე–13 და 43–ე მოტოქვეით ბრიგადებში. მაგრამ 2011 წელს მე–13 მოტოქვეითი ბრიგადის "მსუბუქ ბრიგადა" გადაკეთების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რასთანაც დაკავშირებით ორივე მისი ქვეითი ბატალიონი (მე–17 და 42–ე) 2015 წლიდან საბურავებიან საბრძოლო ტექნიკაზე გადაიარაღდებიან (ჯტრ Boxer, შეჯავშნული სადაზვერვო მანქანები Fennek, შეჯავშნული მანქანები Bushmaster და ჯავშანჯიპები Mercedes-Benz). ორივე ბატალიონის 88 ქსმ CV9035NL Mk III–ს ამოიღებენ ხმარებიდან, აქედან ერთი ბატალიონის ქსმ–ები შენახვაზე დადგება, ხოლო მეორისა – გასაყიდად გამოიტანეს. სწორედ ამ მანქანებს ყიდულობს ესტონეთი. ესტონეთის მიერ ნაყიდი ყველა მანქანა 2007–2008 წლებშია დამზადებული.
შეძენილ პირველ 14 ცალ ქსმ CV9035NL Mk III–ბს და Leopard–1–ის ბაზაზე არსებული ექვსივე მანქანას ნიდერლანდები 2015 წლის თებერვალში მიაწოდებს ესტონეთს, ხოლო 2015 წლის 24 თებერვალს ეს მანქანები ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სასაზღვრო ნარავაში განხორციელდება. დანარჩენი მანქანები მცირე რემონტის შემდეგ 2016–2018 წლებში იქნება გადაცემული.
ეს 44 ცალი ქსმ–ი და Leopard–1–ის ბაზაზე არსებული ექვსივე მანქანა ეგერთა 1–ლი ქვეითი ბრიგადის ელიტარულ სკაუტთა ბატალიონს (Scoutspataljon) გადაეცემა, რომელიც გახდება ესტონეთის არმიის პირველი სრულფასოვანი "მექანიზირებული ქვედანაყოფი". ამჟამად ეს ბატალიონი ყოფილი ფინური საბურავებიანი ჯტრ Sisu XA-180–ებითაა აღჭურვილი.

წყარო:

Комментариев нет:

Отправить комментарий