Saturday, March 3, 2018

- 1 საუდელთა M1A2S Abrams

იემენში საუდელების კიდევ ერთი M1A2S Abrams შეიწირეს 

ლაზერული გაფრთხილების სისტემითა და ახალი საკვამლე მორტირებით აღჭურვილი Abrams-ი

აამერიკული არმია თავის ტანკებზე აქტიური დაცვის სისტემის გარდა, ლაზერული დასხივების გამაფრთხილებელი სისტემისა და საკვამლე ფარდის ახალი მორტირების დაყენების ვარიანტსაც განიხილავს.
აშშ-ს არმიის აქტიურიდ აცვის სისტემების შესახებ იხლითე სტატიები შემდეგ ბმულებზე: 


 ვიდეოში ნაჩვენებია ლაზერული დასხივებისგან გაფრთხილების სისტემის და საკვაამლე მორტირების მჯშაობა. მორტირები გერმანული Rheinmetall-ის სისტემაა, სახელწოდებით Rosy (Rapid Obscuring System). თვითონ ლაზერული გაფრთხილების გადამცოდებს შეუძლია დააფიქსიროს ლაზერული მანძილმზომი, მიზანმაჩვენებელი და ტსმრ-ის მართვის ლაზერი. მას შეუძლია დასხივების წყაროს მიმართულებისა და მანძილის განსაზღვრა


Friday, March 2, 2018

უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტომ უკრაინაში Javelin-ების გაყიდვის ნებართვა გასცა

ვაშინგტონი, 2018 წლის 1 მარტი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, უკრაინისთვის 47 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის რაკეტებისა და "სამეთაურო გამშვები მოწყობილობის" (Command Launch Units) მიყიდვის გადაწყვეტილება დაამტკიცა. აშშ-ს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტომ (Defense Security Cooperation Agency), კონგრესს ამ სავარაუდო გაყიდვის შესახებ დოკუმენტაცია დღეს წარუდგინა.

უკრაინის მთავრობამ აშშ-ს 210 ცალი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Javelin-ისა და 37 ცალი "სამეთაურო გამშვები მოწყობილობის" (მათ შორის 2 ცალი სათადარიგო ნაწილებად იქნება გამოყენებული) მიწოდების მოთხოვნით მიმართა. მოთხოვნაში ასევე შედის "ძირითადი უნარ-ჩვევების სავარჯიშო" ტრენაჟორი (Basic Skills Trainers - BST), ტექნიკური დახმარება აშშ-ს მთავრობისგან და მიმწოდებლისგან, ტრანსპორტირება და პროგრამასთან დაკავშირებული სხვადასხვა ლოჯისტიკური და მხარდამჭერი ელემენტები. პროგრამის მთლიანი ღირებულებ 47 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

ძირითადი მიმწოდებლებად Raytheon / Lockheed Martin Javelin გამოვლენ. მაგრამ მიუხედავად ამისა ამ რაკეტებს ამერიკული მხარე საქართველოს აშშ-ს არმიის მარაგებიდან გადასცემს, ხოლო გამშვები მოწყობილობები "თავდაცვის მხარდაჭერის სპეციალური ფონდის" მარაგებიდან იქნება გამოყოფილი.

ეს უწყისი არ ნიშნავს იმას, რომ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების გაყდვა გადაწყვეტილი საქმეა. ამ სავარაუდო გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადასაწყვეტად სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედო პლოტიკურ საქმეთა ბიუროში და კონგრესის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოში უნდა გაიგზავნოს.


წყარო:

Thursday, March 1, 2018

Не имеет аналогов - პუტინი რუსეთის საიდუმლო იარაღის შესახებ

რახან ბევრმა ირონია ვერ გაიგო, დამატებით ავხსნი. ფრაზა  - Не имеет аналогов სათაურში, ეს ირონიულადაა მიწერილი. პლიუს პუტინის ეს საუბარი არის წინასაარჩევნო პროგრამა და პროპაგანდა, აქედან 30% რომ იყოს რეალობა, ეგეც მაგარი მიღწევაა. თრგმანი კიდევ პირდაპირია და სტილი მაქსიმალურადაა დაცული, ასე რომ თუ ვინმეს რეალობის გარჩევის უნარი არა აქვს, ჯობია არ წაიკითხოს, ან ტვინი არ გაღუნოთ გენიოსობით.

პუტინის გამოსვლა. 1:14:09-დან შესავალი (რსთ-ს ისტორია), 1:19:30-დან რუსების ახალი ტექნიკის შესახებ

სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო სისტემა "Сармат"

ამ მომენტისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და სარაკეტო-კოსმოსური სფეროს საწარმოებმა, ახალი მძიმე საკონტინენტთაშორისო სარაკეტო სისტემის გამოცდების აქტიური ფაზა დაიწყო. ჩვენ მას "Сармат"-ს (სარმატი) ვეძახით.

აღნიშნული სარაკეტო კომპლექსი, ჯერ  კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი "Воевода"-ს შესაცვლელად იქმნება.

თუმცაღა "Сармат"-ს გაცილებით მაღალი შესაძლებლობები გააჩნია. 200 ტონაზე მეტი წონით, მას ფრენის მოკლე აქტიური მონაკვეთი აქვს, რაც მისი რსთ-თი გადაჭერას ართულებს. ახალი მძიმე რაკეტის ფრენის სიშორე და მძლავრი საბრძოლო ბლოკების რაოდენობა - "Воевода"-სთან შედარებით უფრო მეტია. "Сармат" მრავალფეროვანი ბირთვული ქობინებით, მათ შორის ჰიპერბგერითითაც და ასევე რსთ-ს გადალახვის, ყველაზე თანამედროვე საშუალებებით იქნება აღჭურვილი.

"Воевода"-ს ფრენის სიშორე - 11 ათასი კილომეტრია, ახალ სისტემას მანძლის მხრივ შეზღუდვა ფაქტიურად არ გააჩნია.
მას შეუძლია მიზნები როგორც ჩრდილოეთი, ასევე სამხრეთ პოლუსის, გავლით გაანადგუროს.


ბირთვულძრავიანი, შეუზღუდავი ფრენის მანძილის მქონი ფრთოსანი რაკეტა

Х-101-ის მსგავსი ფრთოსანი რაკეტის კორპუსში განთავსებული მცირეზომების მქონე, ზემძლავრი ბირთვული ენერგეტიკული დანადგარი, რომელიც ანალოგებთან შედარებით ათჯერ მეტ ფრენის მანძილს უზრუნველყოფს, მანძილს რომელიც ფაქტიურად შეუზღუდავია. დაბალ სიმაღლეზე მფრენი, დაბალი შემჩნევადობის ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც ბრითვული ქობინი მიაქვს და პრაქტიკულად შეუზღუდავი ფრენის მანძილი, ნებისმიერი სახის ფრენის ტრაექტორია და წინაღობების შემოვლის შესაძლებლობა გააჩნია, არსებული და პერსექტიული რსთ და ჰსთ სისტემებით ფაქტიურად დაუზიანებელი კომპლექსია.

2017 წლის ბოლოსთვის, რუსეთის ფედერაციის ცენტრალულ პოლიგონზე განხორციელდა უახლესი რუსული, ბირთვული ენერგოდანადგარის გამოცდები. ფრენის დროს ენერგოდანადგარი დანიშნულ სიმძლავრეზე გავიდა და აუცილებელი წევა უზრუნველყო.

განხორციელებული გაშვება და სახმელეთო გამოცდების კომპლექსი, ბირთვული ენერგო დანადგარით აღჭურვილი, სტრატეგიული დანიშნულების კომპლექსის რაკეტის, რომელიც შეიარაღების პრინციპულად ახალი სახეობაა,  შექმნაზე გადასვლის საშუალებას იძლევა.

რადგანაც ფრთოსანი რაკეტის ფრენის მანძილი შეუზღუდავია, მას შეუძლია რამდენიც სურს იმდენი მანევრი განახორციელოს და სხვადასხვა ზღუდეებსა და დაცულ რაიონებს გვერდი აუაროს


ბირთვული ენერგეტიკული დანადგარით აღჭურვილი, წყალქვეშა, უპილოტო აპარატით აღჭურვილი მრავალფუნქციური საოკეანი სისტემა

რუსეთში შექმნილია უპილოტო წყალქვეშა აპარატები, რომლებსაც ძაან დიდ სიღრმეზე საკონტინენტთაშირისო გადაადგილება შეუძლიათ. მათი სიჩქარე რამდენჯერმე აჭარბებს წყალქვეშა ნავების, ყველაზე თანამედროვე ტორპედოების და ყველა სახეობის წყალსზედა ხომალდების სიჩქარეს.

ისინი გამოირჩევიანი დაბალი მხაურით, მაღალი მანევრულობით და მოწინააღმდეგეს პრაქტიკულად არ ძალუძს მათი დაზიანება. მათგან თავის დაცვის საშუალებები დღეს უბრალოდ არ არსებობს.

ამ ავტონომიური უპილოტო აპარატის აღსაჭურვად განკუთვნილი ინოვაციური ბირთვული ენერგო დანადგარის გამოცდების ციკლი 2017 წლის დეკემბერში  სრულიად დასრულდა.

ბირთვულ დანადგარი უნიკალურად მცირე გაბარიტებით და ამასთან ზემძლავრი ენერგოაღჭურვილობით გამოირჩევა. თანამედროვე ატომური წყალქვეშა ნავების დანადგარებზე ასჯერ მცირე მოცულობით, უფრო მეტი სიმძლავრე და საბრძოლო რეჟიმზე, ანუ მაქსიმალურ სიმძლავრეზე, გასვლის 200-ჯერ ნაკლები დრო გააჩნია.

განხორციელებული გამოცდების შედეგებმა, საშუალება მოგვცეს პრინციპულად ახალი სტრატეგიული იარაღის შექნა დაგვეწყო, იარაღისა რომელიც დიდი სიმძლავრის ბირთვული საბრძოლო მასალით იქნებოდა აღჭურვილი.


 უპილოტო წყალქვეშა აპარეტები შეიძლება აღიჭურვოს როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული საბრძოლო მასალით. ეს რუსებს მიზანთა ფართო სპექტრის განადგურების საშუალებას მისცემს, მათ შორის საავიამზიდო დაჯგუფებების, სანაპირო გამაგრებების და ინფრასტრუქტურის.

იერიში სანაპირო ინფრასტუქტურაზე


ჰიპერბგერითი საავიაციო სარაკეტო კომპლექსი "Кинжал" 

თანამედროვე შეიარაღების შექმნის უმნიშვნელოვანეს ეტაპად შეიძლება ზეზუსტი საჰაერი-სარაკეტო კომპლექსის შექმნა ჩაითვალოს, რომელსაც, როგორც უკვე მიხვდით, ანალოგები არ გააჩნია. მისი გამოცდები წარმატებით დასრულდა, და მეტიც, გასული წლის 1 დეკემბრიდან კომპლექსმა სამხრეთ-სამხედრო ოლქის აეროდრომებზე საცდელ-საბრძოლო მორიგეობაც კი დაიწყო.

მაღალჩქაროსნული თვითმფრინავ-მატარებლის უნიკალური საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლები, რაკეტის გაშვების წერტილთან რამდენიმე წუთში მიტანის საშუალებას იძლევა. ამასთან რაკეტა, რომელიც ბგერაზე ათჯერ სწრაფად მიფრინავს, ფრენის ტრაექტორიის ყველა მონაკვეთზე მანევრირებას ახორციელებს, რაც მას არსებული და პერსპექტიული თავდაცვის სისტემების გარანტირებულად გადალახვის შესაძლებლობას აძლევს. მას შეუძლია ორიათასი კილომეტრის მანძილზე სამიზნე ჩვეულებრივი და ბირთვფული ქობინებით გაანადგუროს. ამ სისტემას "მახვილი" ("Кинжал") ვუწდეთ.


ბუნკერის განადგურება


ჰიპერბგერით პლანირებადი ფრთოსან ბლოკიანი სარაკეტო კომპლექსი

ნამდვილ ტექნოლოგიურ გარღვევად, პრინციპულად ახალი საბრძოლო აღჭურვის მქონე, პლანირებადი ფრთოსანი ბლოკით აღჭურვილი, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო კომპლექსის შექმნა გახდა -  მისი გამოცდებით წარმატებით დასრულდა.

ეს სისტემა, არსებული საბრძოლო აღჭურვებისგან, ატმოსფეროს მჭიდრო ფენებში, საკონტინენტთაშორისო ფრენების ჰიპერბგერით სიჩქარეზე განხორციელებით გამოირჩევა. მისი სიჩქარე 20-ჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს.

მიზნისკენ გადაადგილებისას პლანირებადი ფრთოსანი ბლოკი ღრმა მანევრირებას ახორციელებს, როგორც გვერდითს (აღსანაიშნავია რომ რამდენიმე ათას კილომეტრზე), ასევე სიმაღლეშიც. ეს მას ნებისმიერი ჰსთ და რსთ კომპლექსებით აბსოლიტურად ჩამოუგდებელს ხდის.

ახალი კომპოზიტური მასალების გამოყენების წყალობით, შესაძლებელი გახდა ხანგრძლივი მართვადი ფრენის განხორციელება თვით პლაზმოწარმოქმნის პირობებშიც კი. მიზნისკენ ის მეტეორივით მიფრინავს, როგორც ცეცხლოვანი ბირთვი. ნაკეთობის ზედაპირზე ტემპერატურა ცელსიუსით 1600-2000 გარდუსს უტოლდება, ფრთოსანი ბლოკი ამ პირობებში საიმედოდ მანევრირებს.
გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ არ შეგვიძლია ბლოკის რეალური სახის ჩვენება. დღეს ამასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ რომ ეს ყველას ესმის. მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ეს ყველაფერი არსებობს და საიმედოდ მუშაობს. მეტიც, რუსეთის საწარმოები ამ სისტემის სერიულ წარმოებას შეუდგნენ. ჩვენს მას "Авангард" ვუწოდეთ.


ლაზერული საბრძოლო  კომპლექსები

წინა წლიდან შეიარაღებულმა ძალებმა შეიარაღებაზე ლაზერული საბრძოლო კომპლექსების მიღება დაიწყეს.



წყარო:

Wednesday, February 28, 2018

30 მილიმეტრიანი ICV Stryker-ის საცეცხლე გამოცდები ევროპაში

აშშ-ს მე-2 საკავალეირო პოლკმა, ასევე ცნობილმა როგორც დრაგუნთა მე-2 პოლკი, აშშ-ს არმიის აქტიური საკავალერიო პოლკია, რომელმაც შეიარაღებაზე ახლად მიღებული 30 მილიმეტრიანი ქვემეხით აღჭურვილი Dragoon-ებით ( 30mm Stryker Infantry Carrier Vehicle Dragoon - ICV-D), გერმანიაში, გრაფენვერის სასწავლო პოლიგონზე, საბრძოლო სროლები განახორციელა.
ახალი, 30 მილიმეტრიანი Stryker ICV-D, რომლებსაც სახელი დრაგუნთა მე-2 საკავალერიო პოლკის საპატივცემულოდ ეწოდა, ამჟამად საცეცხლე გამოცდებს ევროპაში გადის. ქვეითთა, ეს მოდერნიზირებული, 8х8 სავალი ნაწილის მქონე მანქანები, 30 მილიმეტრიანი ავტომატურ ქვემეხიანი, უკაცური კოშკურით და ინტეგრირებული სამეთაურო სადგურითაა აღჭურვილი; ასევე მანქანაზე აყენია გაუმჯობესებული ტრანსმისიისა და კორპუსის დეტალები, რომელიც მანქანამ Ground Combat Systems-ის პროგრამის აღმასრულებელი ოფიცრის რეკომენდაციით მიიღო.

პოლკმა თავისი 81 ცალი Stryker ICV-სთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შედეგად, უფრი ძლიერი საცეცხლე ძალა მოითხოვა. აშშ-ს არმიის შეზღუდული კონტინგენტი ევროპაში ცივი ომის დროს 300 000 კაცს ითვლიდა, დღეს ეს რაოდენობა მხოლოდ 30 000 უდრის.

"30 მილიმეტრიანი ქვემეხებით აღჭურვილი Stryker-ების შეძენა 2015 წლის შემოდგომაზე დაიწყო და ეს საკამაოდ სწრაფი როცესი იყო. თანხების მიღებიდან სულ რაღაცა 15 თვეში შემკვეთმა პირველი ICV-D მიიღო" - განაცხადა პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიორმა დევიდ ბასსეტმა.

წყარო:

Tuesday, February 27, 2018

კულმინაციური სწავლება საინჟინრო ბრიგადის (რქბ) დაცვის ასეულისთვის

საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მესამე ეტაპის დასკვნითი ფაზა მიმდინარეობს. დღეს ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე კულმინაციური სწავლება გაიმართა.


საჩვენებელი სწავლების ფარგლებში, რქბ ასეულმა, ქიმიურ დაბინძურებაზე რეაგირება მოახდინა. დაზვერვის ოცეულის მიერ ქიმიური ნივთიერების აღმოჩენის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებმა პერსონალისა და მატერიალის დეკონტამინაცია უზრუნველყვეს. შემაჯამებელ სწავლებას საქართველოში გერმანიის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოზეფ ნოლტე დაესწრო.

საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის გერმანელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, სწავლების მესამე ეტაპი ხვალ დასრულდება. წვრთნებში 50-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა რქბ ასეულის საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

წვრთნებში ქართველი სამხედროები 2016 წელს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადმოცემულ სპეციალურ სადეკონტამინაციო სატვირთო მანქანებს იყენებდნენ.

საქართველომ რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო.


წყარო:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia

Monday, February 26, 2018

გამოძიების დასკვნა ებრაული F-16-ის ჩამოგდების შესახებ

გუშინ, 25.02.18, ისრაელის არმიის გენერალური შტაბის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გადი ეიზენკოტმა, სრული ანგარიში მიიღო 10 თებერვალს საჰაერო ძალების აქტივობების შესახებ, რომლის დროსაც ჩამოგდებული იქნა ირანული UAV და ისრაეის საჰაერო ძალების კუთვნილი F-16 (ამ შემთხვევის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - დამასკოზე ავიადრტყმის განხორციელებისას ებრაულმა მხარემ ერთი F-16I დაკარგა)


გამოძიება მოვლენათა თანმიმდევრობას ეხებოდა, მათ შორისაა: ირანული უპილოტოს გადაჭერა, რომელიც ცდილობდა ისრაელის საჰაერო სივრცეში შესვლას, სირიის ტერიტორიის სიღმრეში მდებარე უპილოტოს მართვის ირანული ვაგონის განადგურება, გამანადგურებელ F-16I Sufa-დან კატაპულტირება  და სირიის ჰსთ-ს იერიში, რომლის დროსაც ისრაელის გამანადგურებლების მიმართულებით საზენიტო რაკეტები იქნა გაშვებული.

გამოძიების შედეგებმა უჩვენეს, რომ:
  • ოპერაციის წინასწარი დაგეგმვა სწორი იყო და ამოცანაზე გასვლის წინ დასმული მიზნების განადგურება გამოიწვია.
  • თვითმფრინავზე არსებული გაფრთხილების სისტემები გამართულად მომქედებდნენ და დროულ გამაფრთხილებელ ინფორმაციას აწვდიდნენ პილოტს.
  • ოპერატიული მოქმედების რაიონში სხვა თვითმფრინავებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც თავიანთი ამოცანები დაასრულეს და იმავდროულად მტრის რაკეტებისგან იცავდნენ თავს.
  • ამოცანის შესრულებისა და ჩამოგდებული ეკიპაჟის დაცვასა და გადარჩენას შორის არსებულ დილემის გადაჭრისას, პილოტმა დაუშვა პროფესიონალური შეცდომა და არ შეასრულა აუცილებელი თავდაცვითი მოქმედებები. მისი მოქმედება სარაკეტო საფრთხეების მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებული პრიორიტეტების რიგითობას არ შეესაბამებოდა.
  • ესკადრიიაში და ოპერაციის დამგეგმარებლების ხელში არსებული სადაზვერვო ინფორმაზია, ამოცანის შესასრულებლად საკმარისი იყო.
  • მოხვედრის შემდეგ, ეკიპაჟის მიერ თვითმფრინავის დატოვების გადაწყვეტილება მართებული იყო.
და კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: პილოტის კატაპულტირებიდან 52 წუთში მას პირველადი დახმარება გაუწიეს, სამაშველომ ოპერატიულად იმუშავა.

წყარო:

Sunday, February 25, 2018

პენტაგონი მე-6 თაობის გამანადგურებლის დაფინანსებას ზრდის


Lockheed Martin-ის ქვედანაყოფი, სახელწოდებით Skunk Works, რომელმაც ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ისეთი ლეგენდარული თვითმფრინავები შექმნა, როგორებიცაა სადაზვერვო SR-71, ბომბდამშენი F-117 და უახლესი F-35, უკვე რამდეიმე წელია ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობს, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალებს მოწინააღმდეგეზე გარანტირებულ უპირატეობას მიანიჭებს.

Lockheed Martin-ის წარმოებული, F-35 ტიპის, მე-5 თაობის გამანადგურებელმა, ჯერ კიდევ ვერ მიაღწია წარმოების სრულ სიმძლავრეს, მაგრამ აშშ-ს საჰაერო ძალები უკვე აჩქარებენ მე-6 თაობის გამანადგურებლის შექმნას, ამი მზეზად ჩინეთის შეიარაღებული ძალების წრაფად განვითარება სახელდება.

აშშ-ს მთავრობა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ახალი თაობის, საჰაერო ბატონობის სისტემის პროგრამისთვის თითქმის 10 მილიარდ დოლარს დახარჯავს, რაც 2,7 მილიარდით მეტია ვიდრე აქამდე იყო გათვალისწინებული. ამ სისტემაში შევა გამანადგურებელიც, რომელმაც სავარაუდოდ F-35 და F-22 უნდა ჩაანაცვლოს.

საჰაერო ძალების მდივანმა, ჰიზერ უილსონმა (Heather Wilson), ოთხშაბათს, ორლანდოში გამართულ კონფერენციაზე, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სისტემა აქცენტს გააკეთებს ელექტრონულ ბრძოლაზე.

Lockheed-ის ქვედანაყოფმა, Skunk Works-მა, გასულ ზაფხულს IBD-ს აცნობა რომ,  რადარების შესაძლებლობების განვითარების მიზეზით, მე-6 თაობის გამანადგურებელი წინამორბედებთან შედარებით სავარაუდოდ უფრო შეუმჩნევადი იქნება, ასევე ექნება გაზრდილი ავტონომია, ჰიპერბგერითი ტექნოლოგიები და ლაზრეული დამცავი სისტემები.

გასულ თვეს, ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში, პენტგონმა ხაზი გაუსვა გლობალურ კონკურენტებზე ყურადღების კონცენტრირებას. და მიუხედავად იმისა რომ რუსეთი აგრძელებს ძალების მოკრეფას და უფრო საშიში ხდება, ჩინეთი მაინც "საჰაერო ძალების საფრთხეს" წარმოადგენს, რასაც მისი ინოვაციების სისწრაფერ განაპირობებს.
როგორც ელიან, მომავალში ჩინეთს გაუჩნდება ჰიპერბგერითი იარაღი, რომელიც ბგერაზე ხუთჯერ სწრაფად იფრენს.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ჩინეთის ეს წინსვლა, საკუთარ ჰიპერბგერით იარაღზე მუშაობის ფორსირების სტიმულს აძლევს აშშ-ს საჰაერო ძალებს.

ესტონეთის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი

2018 წლის 24 თებერვალს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღლუმი გაიმართა, სადაც, რამოდენიმე NATO-ს წევრ ქვეყანასთან ერთად, მონაწილეობა ქართველებმაც მიიღეს.