რახან ბევრმა ირონია ვერ გაიგო, დამატებით ავხსნი. ფრაზა - Не имеет аналогов სათაურში, ეს ირონიულადაა მიწერილი. პლიუს პუტინის ეს საუბარი არის წინასაარჩევნო პროგრამა და პროპაგანდა, აქედან 30% რომ იყოს რეალობა, ეგეც მაგარი მიღწევაა. თრგმანი კიდევ პირდაპირია და სტილი მაქსიმალურადაა დაცული, ასე რომ თუ ვინმეს რეალობის გარჩევის უნარი არა აქვს, ჯობია არ წაიკითხოს, ან ტვინი არ გაღუნოთ გენიოსობით.
პუტინის გამოსვლა. 1:14:09-დან შესავალი (რსთ-ს ისტორია), 1:19:30-დან რუსების ახალი ტექნიკის შესახებ
სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო სისტემა "Сармат"
ამ მომენტისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და სარაკეტო-კოსმოსური სფეროს საწარმოებმა, ახალი მძიმე საკონტინენტთაშორისო სარაკეტო სისტემის გამოცდების აქტიური ფაზა დაიწყო. ჩვენ მას "Сармат"-ს (სარმატი) ვეძახით.
აღნიშნული სარაკეტო კომპლექსი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი "Воевода"-ს შესაცვლელად იქმნება.
თუმცაღა "Сармат"-ს გაცილებით მაღალი შესაძლებლობები გააჩნია. 200 ტონაზე მეტი წონით, მას ფრენის მოკლე აქტიური მონაკვეთი აქვს, რაც მისი რსთ-თი გადაჭერას ართულებს. ახალი მძიმე რაკეტის ფრენის სიშორე და მძლავრი საბრძოლო ბლოკების რაოდენობა - "Воевода"-სთან შედარებით უფრო მეტია. "Сармат" მრავალფეროვანი ბირთვული ქობინებით, მათ შორის ჰიპერბგერითითაც და ასევე რსთ-ს გადალახვის, ყველაზე თანამედროვე საშუალებებით იქნება აღჭურვილი.
"Воевода"-ს ფრენის სიშორე - 11 ათასი კილომეტრია, ახალ სისტემას მანძლის მხრივ შეზღუდვა ფაქტიურად არ გააჩნია.
მას შეუძლია მიზნები როგორც ჩრდილოეთი, ასევე სამხრეთ პოლუსის, გავლით გაანადგუროს.
ბირთვულძრავიანი, შეუზღუდავი ფრენის მანძილის მქონი ფრთოსანი რაკეტა
Х-101-ის მსგავსი ფრთოსანი რაკეტის კორპუსში განთავსებული მცირეზომების მქონე, ზემძლავრი ბირთვული ენერგეტიკული დანადგარი, რომელიც ანალოგებთან შედარებით ათჯერ მეტ ფრენის მანძილს უზრუნველყოფს, მანძილს რომელიც ფაქტიურად შეუზღუდავია. დაბალ სიმაღლეზე მფრენი, დაბალი შემჩნევადობის ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც ბრითვული ქობინი მიაქვს და პრაქტიკულად შეუზღუდავი ფრენის მანძილი, ნებისმიერი სახის ფრენის ტრაექტორია და წინაღობების შემოვლის შესაძლებლობა გააჩნია, არსებული და პერსექტიული რსთ და ჰსთ სისტემებით ფაქტიურად დაუზიანებელი კომპლექსია.
2017 წლის ბოლოსთვის, რუსეთის ფედერაციის ცენტრალულ პოლიგონზე განხორციელდა უახლესი რუსული, ბირთვული ენერგოდანადგარის გამოცდები. ფრენის დროს ენერგოდანადგარი დანიშნულ სიმძლავრეზე გავიდა და აუცილებელი წევა უზრუნველყო.
განხორციელებული გაშვება და სახმელეთო გამოცდების კომპლექსი, ბირთვული ენერგო დანადგარით აღჭურვილი, სტრატეგიული დანიშნულების კომპლექსის რაკეტის, რომელიც შეიარაღების პრინციპულად ახალი სახეობაა, შექმნაზე გადასვლის საშუალებას იძლევა.
რადგანაც ფრთოსანი რაკეტის ფრენის მანძილი შეუზღუდავია, მას შეუძლია რამდენიც სურს იმდენი მანევრი განახორციელოს და სხვადასხვა ზღუდეებსა და დაცულ რაიონებს გვერდი აუაროს
ბირთვული ენერგეტიკული დანადგარით აღჭურვილი, წყალქვეშა, უპილოტო აპარატით აღჭურვილი მრავალფუნქციური საოკეანი სისტემა
რუსეთში შექმნილია უპილოტო წყალქვეშა აპარატები, რომლებსაც ძაან დიდ სიღრმეზე საკონტინენტთაშირისო გადაადგილება შეუძლიათ. მათი სიჩქარე რამდენჯერმე აჭარბებს წყალქვეშა ნავების, ყველაზე თანამედროვე ტორპედოების და ყველა სახეობის წყალსზედა ხომალდების სიჩქარეს.
ისინი გამოირჩევიანი დაბალი მხაურით, მაღალი მანევრულობით და მოწინააღმდეგეს პრაქტიკულად არ ძალუძს მათი დაზიანება. მათგან თავის დაცვის საშუალებები დღეს უბრალოდ არ არსებობს.
ამ ავტონომიური უპილოტო აპარატის აღსაჭურვად განკუთვნილი ინოვაციური ბირთვული ენერგო დანადგარის გამოცდების ციკლი 2017 წლის დეკემბერში სრულიად დასრულდა.
ბირთვულ დანადგარი უნიკალურად მცირე გაბარიტებით და ამასთან ზემძლავრი ენერგოაღჭურვილობით გამოირჩევა. თანამედროვე ატომური წყალქვეშა ნავების დანადგარებზე ასჯერ მცირე მოცულობით, უფრო მეტი სიმძლავრე და საბრძოლო რეჟიმზე, ანუ მაქსიმალურ სიმძლავრეზე, გასვლის 200-ჯერ ნაკლები დრო გააჩნია.
განხორციელებული გამოცდების შედეგებმა, საშუალება მოგვცეს პრინციპულად ახალი სტრატეგიული იარაღის შექნა დაგვეწყო, იარაღისა რომელიც დიდი სიმძლავრის ბირთვული საბრძოლო მასალით იქნებოდა აღჭურვილი.
უპილოტო წყალქვეშა აპარეტები შეიძლება აღიჭურვოს როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული საბრძოლო მასალით. ეს რუსებს მიზანთა ფართო სპექტრის განადგურების საშუალებას მისცემს, მათ შორის საავიამზიდო დაჯგუფებების, სანაპირო გამაგრებების და ინფრასტრუქტურის.
იერიში სანაპირო ინფრასტუქტურაზე
ჰიპერბგერითი საავიაციო სარაკეტო კომპლექსი "Кинжал"
თანამედროვე შეიარაღების შექმნის უმნიშვნელოვანეს ეტაპად შეიძლება ზეზუსტი საჰაერი-სარაკეტო კომპლექსის შექმნა ჩაითვალოს, რომელსაც, როგორც უკვე მიხვდით, ანალოგები არ გააჩნია. მისი გამოცდები წარმატებით დასრულდა, და მეტიც, გასული წლის 1 დეკემბრიდან კომპლექსმა სამხრეთ-სამხედრო ოლქის აეროდრომებზე საცდელ-საბრძოლო მორიგეობაც კი დაიწყო.
მაღალჩქაროსნული თვითმფრინავ-მატარებლის უნიკალური საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლები, რაკეტის გაშვების წერტილთან რამდენიმე წუთში მიტანის საშუალებას იძლევა. ამასთან რაკეტა, რომელიც ბგერაზე ათჯერ სწრაფად მიფრინავს, ფრენის ტრაექტორიის ყველა მონაკვეთზე მანევრირებას ახორციელებს, რაც მას არსებული და პერსპექტიული თავდაცვის სისტემების გარანტირებულად გადალახვის შესაძლებლობას აძლევს. მას შეუძლია ორიათასი კილომეტრის მანძილზე სამიზნე ჩვეულებრივი და ბირთვფული ქობინებით გაანადგუროს. ამ სისტემას "მახვილი" ("Кинжал") ვუწდეთ.
ბუნკერის განადგურება
ჰიპერბგერით პლანირებადი ფრთოსან ბლოკიანი სარაკეტო კომპლექსი
ნამდვილ ტექნოლოგიურ გარღვევად, პრინციპულად ახალი საბრძოლო აღჭურვის მქონე, პლანირებადი ფრთოსანი ბლოკით აღჭურვილი, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო კომპლექსის შექმნა გახდა - მისი გამოცდებით წარმატებით დასრულდა.
ეს სისტემა, არსებული საბრძოლო აღჭურვებისგან, ატმოსფეროს მჭიდრო ფენებში, საკონტინენტთაშორისო ფრენების ჰიპერბგერით სიჩქარეზე განხორციელებით გამოირჩევა. მისი სიჩქარე 20-ჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს.
მიზნისკენ გადაადგილებისას პლანირებადი ფრთოსანი ბლოკი ღრმა მანევრირებას ახორციელებს, როგორც გვერდითს (აღსანაიშნავია რომ რამდენიმე ათას კილომეტრზე), ასევე სიმაღლეშიც. ეს მას ნებისმიერი ჰსთ და რსთ კომპლექსებით აბსოლიტურად ჩამოუგდებელს ხდის.
ახალი კომპოზიტური მასალების გამოყენების წყალობით, შესაძლებელი გახდა ხანგრძლივი მართვადი ფრენის განხორციელება თვით პლაზმოწარმოქმნის პირობებშიც კი. მიზნისკენ ის მეტეორივით მიფრინავს, როგორც ცეცხლოვანი ბირთვი. ნაკეთობის ზედაპირზე ტემპერატურა ცელსიუსით 1600-2000 გარდუსს უტოლდება, ფრთოსანი ბლოკი ამ პირობებში საიმედოდ მანევრირებს.
გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ არ შეგვიძლია ბლოკის რეალური სახის ჩვენება. დღეს ამასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ რომ ეს ყველას ესმის. მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ეს ყველაფერი არსებობს და საიმედოდ მუშაობს. მეტიც, რუსეთის საწარმოები ამ სისტემის სერიულ წარმოებას შეუდგნენ. ჩვენს მას "Авангард" ვუწოდეთ.
ლაზერული საბრძოლო კომპლექსები
წინა წლიდან შეიარაღებულმა ძალებმა შეიარაღებაზე ლაზერული საბრძოლო კომპლექსების მიღება დაიწყეს.
წყარო:
No comments:
Post a Comment