საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მესამე ეტაპის დასკვნითი ფაზა მიმდინარეობს. დღეს ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე კულმინაციური სწავლება გაიმართა.
საჩვენებელი სწავლების ფარგლებში, რქბ ასეულმა, ქიმიურ დაბინძურებაზე რეაგირება მოახდინა. დაზვერვის ოცეულის მიერ ქიმიური ნივთიერების აღმოჩენის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებმა პერსონალისა და მატერიალის დეკონტამინაცია უზრუნველყვეს. შემაჯამებელ სწავლებას საქართველოში გერმანიის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოზეფ ნოლტე დაესწრო.
საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის გერმანელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, სწავლების მესამე ეტაპი ხვალ დასრულდება. წვრთნებში 50-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა რქბ ასეულის საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად.
წვრთნებში ქართველი სამხედროები 2016 წელს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადმოცემულ სპეციალურ სადეკონტამინაციო სატვირთო მანქანებს იყენებდნენ.
საქართველომ რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო.
წყარო:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia
No comments:
Post a Comment