суббота, 13 апреля 2013 г.

საპრეზიდენტო MV-22… მაგრამ არა პრეზიდენტისთვის


 
გასული წლის დეკემბერში უკვე ვწერდი საპრეზიდენტო MV-22–ების შესახებ, რომელმაც საზღვაო ქვეითების HMX-1 ესკადრილიის H-46–ები უნდა ჩაანაცვლონ. ფოტოსურათებზე სწორედ პირველი ასეთი საპრეზიდენტო მანქანაა გამოსახული. აღსანიშნავია რომ MV-22–ს ისევე როგორც H-46–სს არ გამოიყენებს აშშ–ს პრეზიდენტი. ამ კონვერტოპლანით პრეზიდენტის ამალა და მისი თანმხლები ჟურნალისტები იფრენენ, ხოლო პრეზიდენტი ისევე VH-3D–თი განაგრძობს ფრენას.
70 მილიონიანი MV-22–ის შესყიდის მიზეზად უნიფიკაცია სახელდება – ცნობილია რომ უახლოეს მომავალში ყველა Sea Knight ჩამოიწერება და მათს  MV-22–ებით ჩაანაცვლებენ.
 



пятница, 12 апреля 2013 г.

დღის ფოტო – ინტრიგის გაგრძელება

გუშინდელი დღის ფოტო – ინტრიგის გაგრძელება – ფოტოსურათზე გამოსახულია ამერიკული ფეხბურთის გუნდის, "დალასის კოვბოების" (Dallas Cowboys) მხარდამჭერი გოგოების გუნდის წევრი კესი ტრემელი (Cassie Trammell):






















































დანარჩენი ფოტოსურათები:

четверг, 11 апреля 2013 г.

დღის ფოტო – ინტრიგა



ავღანეთი, ბაზა ლეზერნეკი – 2013 წლის 1 მარტს საზღვაო ქვეითებისთვის გამართული შოუ

გინდათ სულ ნახოთ 

среда, 10 апреля 2013 г.

ქართველები ავღანეთში – ყოველდღიურობა

Come to our site in facebook and "like" - The Dead District&Aviationarea

ავღანეთი, ბაზა შუკვანი – მე–3 ქვეითი ბრიგადის, 31–ე ქვეიტი ბატალიონის "B"–ასეულის ჯარისკაცები სამედიცინო დახმარებას უწევენ ავღანრლ მოსახლეობას / COP Bakwa, Astan – Soldiers from the 3rd Georgian Infantry Brigade, 31th Infantry Bat, B company are providing medical assistance to afghan population
წითელი განთიადი / Red Dawn
ქართველი ბულდოგები / Georgia Bulldogs :D
82მმ–ნი ნაღმტყირცნები / 82mm mortars
 ავღანეთი, ბაზა ბაკვა – ქართველი ჯარისკაცი ახორციელებს დასაჯდომი ზონის უსაფრთხოებას / COP Bakwa, Astan – Georgian soldier with LMG Negev provide security on LZ
 აფეთქებული M-ATV / Destroyed M-ATV
მეწინავე საგუშაგო / Outpost

გასტელსებული F/A-18 Super Hornet aka F-18 Super Hornet Block II

ზაფხულში კომპანია Boeing აპირებს ახალი თაობის F/A-18 Super Hornet–ის გამოცდების დაწყებას, რომელიც აშშ–ს სამხედრო საზღვაო ფლოტში F-35–ის ალტრენატივად მოიაზრება.
როგორც F/A-18–ის პროგრამის "Boing"–ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკლ გიბბონსმა (Mike Gibbons) განაცხადა – "ფუზელჟისქვეშ დასაკიდი შეიარაღების კონტეინერებით, ახალი ავიონიკითა და სენსორული ეკრანებითა და სხვა სიახლეებით აღჭურვილი Super Hornet სენტ–ლუისში (St. Louis) გამოცდებს ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში დაიწყებს, ხოლო შემდეგ მისი გამოცდები შტატ მერილენდში მდებარე საზღვაო ფლოტის საჰაერო ძალების სადგურში, პატექსენტ–რივერში (Naval Air Station Patuxent River) გაგრძელდება".
"გამანადგურებელში განხორციელებულ ცვლილებებს შორის ასევე შედის General Electric–სის ახალი ძრავები, რომლებიც შემცირებული სამხედრო ხარჯების ფონზე კომპანიის მიერ F-35 Lightning II–ის ალტერნატივის შეთავაზებას წარმოადგენს" – განაცხადა გიბბონსმა შტატ მერილენდშივ, ნეშიონალ–ჰარბორში (National Harbor) მიმდინარე საზღვაო, საავიაციო და კოსმოსური სამდღიანი კონფერენციის დროს. "ჩვენ არ ვცდილობთ ჩავანაცვლოთ F-35" განუცხადა მან ჟურნალისტებს ბრიფინგზე. "ჩვენ უბრალოდ გვინდა შევთავაზოთ საზღვაო ძალებს გადაწყვეტილება, რათა მათ შემდეგ თვითონ ამოარჩიონ შესაფერისი გამანადგურებელი".
F-35–ის პროგრამა ყველაზე ძვრი სამხედრო პროგრამად ითვლება და საერთო ჯამში 2443 ცალი გამანადგურებლის შესყიდვის ღირებულება 400 მილიარდ დოლარს უტოლდება. აქედან სამხედრო საზღვაო ძალები 260 ცალი F-35C–ეს შესყიდვას გეგმავენ.

F-18 Super Hornet Block II–ის ძირითადი კონსტრუქციული სიახლეები
როგორც სარეკლამო აბრიდან და ფოტოსურათებიდან ჩანს F-18 Super Hornet Block II–ის ძირითადი სიახლეები შემდეგში გამოიხატება:
  • კონფრომული ავზები
  • იარაღის დასაკიდი სპეციალური კონტეინერი (კონფრომულ ავზებზე და დასაკიდ კონტეინერებზე უკვე ვწერდი – სტელს Rafale)
  • ინტეგრირებული ინფრაწითელი დაკვირვებისა და დამიზნების კომპლექსი
  • ახალი, უფრო მძლავრი ძრავები
  • ახალი საბორტე რადიოელექტრონული აპარატურა



წყარო:


вторник, 9 апреля 2013 г.

Boeing F/A-XX – მე–6 თაობის გამანადგურებელი

ვებგვერდი flightglobal–ის თანახმად კომპანია Boeing ამ კვირაში Navy League–ს მიერ ორგანიზირებულ Sea-Air-Space Exposition–ის ფარგლებში ახალ, მე–6 თაობის გამანადგურებლის, F/A-XX–ის ჩვენებას აპირებს 
პროგრამის პირველადი შეთავაზება რამდენიმე წლის წინ განხორციელდა, ხოლო 2012 წლის მაისში აშშ–ს საზღვაო ძალებმა უკვე ოფიციალურად მოითხოვა ახალი თაობის გამანადგურებლის შესახებ ინფორმაცია. როგორც ცნობილია ამ მომავლის გამანადგურებელმა 2030–იანებში Boeing F/A-18E/F Super Hornet და EA-18G Growler უნდა ჩაანაცვლოს, რომლებიც იმ მომენტისთვის თავის 9000 საათიან რესურსს ამოწურავენ. ასევე ცნობილია რომ თვითმფრინავი გამანადგურებლის, მოიერიშისა და ბომბდამშენის როლს შეასრულებს

თუ ზემოთ მოყვანილი ნახატი დადასტურდება მაშინ გამანადგურებელზე შემდეგი დასკვნების გამოტანა შეგვიძლია:

  • გამანადგურებელი სტელს ტექნოლოგიებითაა შექმნილი.
  • არ გააჩნია უკანა ვერტიკალური ფრთასხმულობა.
  • მანევრულობის შესანარჩუნებლად გამოყენებულია წინა ჰორიზონტალური ფრთასხმულობა (ეგრეთ წოდებული canard).
  • წინა ჰორიზონტალური ფრთასხმულობა რადარის სხივების გაფანტივს ეფექტურ ზედაპირს ზრდის (სწორედ ამ ფრთასხმულობას უკრიტიკებდნენ ამერიკელებეი ჩინურ J-20–ს), თუმცაღა ეფექტური ზედაპირის შემცირებას უკანა ვერტიკალური ფრთასხმულობა საკმაოდ უწყობს ხელს (სავარაუდოდ ინჟინრები შემჩნევადობასა და მანევრულობას შორის ოქროს შუელადის მონახვას ცდილობენ).
  • გამანადგურებელ ორ ვარიანტშია – უპილოტო და პილოტირებადი, არაა გამორიცხული პილოტირებადი მანქანა საკომანდო პუნქტის როლს ასრულებდეს.
  • გამანადგურებლის გაბინის ფანარი როგორც ნახატზე ჩანს საკმაოდ ცუდი ხილვადობით გაოირჩევა – სავარაუდოდ ოპტიკური ხედვის გასაუმჯობესებლად F-35–ზე გამოყენებული "გამჭვირვალე კორპუსის" ტექნოლოგია იქნება გამოყენებული.

წყარო:
Boeing unveils updated F/A-XX sixth-gen fighter concept


воскресенье, 7 апреля 2013 г.

საბჭოთა БМП-ეების პოლონური მოდერნიზაცია – BWP-95, BWP-2000, BWP-40 და სხვები

ფორუმ СИЛА РОССИИ–ზე იუზერმა Damian–მა გამოაქვეყნა პოლონელების მიერ დამოუკიდებლად თუ უცხო ქვეყნების დახმარებით განხორციელებული მოძველებული საბჭოთა БМП-1/2–ების მოდერნიზაციის პროგრამები. ქვემოთ მოყვანილია ამ მანქანების ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა:

BWP-2000
BWP-2000–ის კოშკურა აღჭურვილია 60მმ–ნი, ორ სიბრტყეში სტაბილიზირებული ავტომატური ქვემეხი Oto Melara T60/70A–თი, შეწყვილებული 7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევით და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით. აწყობილი იქნა სულ ორი პროტოტიპი, რომლებიც შეიარაღებით განსხვავდებოდნენ – პროგრამამ გაგრძელება ვერ ჰპოვა.
BWP-2000
BWP-2000–ის მძღოლ–მექანიკოსის ადგილი

BWP-40
BWP-40–ის კოშკურა აღჭურვილია 40მმ–ნი ავტომატური ქვემეხი Bofors L/70B–თი. მანქანის ბაზად საბჭოთა БМП-1–ის ბაზაა აღებული.
BWP-40


BWP-95 
საკმაოდ არა ორდინალური საბრძოლო მანქანა – საბჭოთა БМП-2-ის ბაზაზე შემოდგმულია 23მმ–ნი ავტომატური ქვემეხი, 7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევი და СПГ-9 (СПГ-9–ის დატენვა სავარაუდოდ კორპუსის სახურავის უკანა ნაწილში დატანებული სარქველიდან ხორციელდება, ამერიკული Bradley-ს მსგავსად).
ასევე საინტერესოა მანქანი ჯავშანდაცვა, რომლის გაძლიერების მიზნითაც ჯავშანზე დამატებით CERAWA-1–ის მოდულებია დამატებული, რამაც მანქანის წონა 900კგ–თი გაზარდა. თავდაპირველად პოლონელებს სურდათ მანქანაზე ERAWA-1–ის დაყენება მაგრამ ამ იდეაზე უარი ითქვა რადგანაც მისი მოქმედების შედეგად მანქანის ჯავშანკორპუსი ტყდებოდა და ამას გარდა კომპლექტი მძიმე იყო რაც რესურსსა და ამძრაობას ამცირებდა. 
როგორც ფოტოებიდან ჩანს CERAWA-1 არ ფარავს მთლიანად კორპუსს – მისი დაყენებისას კონსტრუქტორებს კომპრომისზე წასვლა მოუწიათ – მთლიანი კომპლექტის დაყენების შემთხვევაში მანქანის წონა 1,5–2 ტონით იზრდებოდა რაც მის ცურვადობას 4% ამცირებდა, რის შედეგადაც ცურვის დროს მანქანის კორპუსი წყალქვეშა მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ ცურვადობის შესანარჩუნებლად იძულებულები იყვნენ მანქანაზე დამატებითი დაცვის ფილები მხოლოდ შერჩეულ ადგილებზე დაეყენებინათ. ბაზა საბჭოთა БМП-2–საა.

 BWP-95

BWP-1 "Puma"
მანქანა აღჭურვილია ებრაული კომპანია Elbit Systems–ის 30მმ–ნი დისტანციურად მართვადი კოშკურა UT-30–ით. გამოცდებზე ებრაულმა კომპლექსმა დაბალი საიმედოობა და ეფექტურობა აჩვენა, რის გამოც მასზე უარი ითქვა. ბაზა საბჭოთა БМП-1-საა.

БМП-1M

United Defense-ს 25მმ–ნი ავტომატური ქვემეხი Bushmaster M-242–ით აღჭურვილი საბჭოთა БМП-1М.

BWP-2 + LAV-25

ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორის LAV-25–ის 25მმ–ნი ქვემეხით აღჭურვილი Delco–ს კოშკურა