Wednesday, April 10, 2013

გასტელსებული F/A-18 Super Hornet aka F-18 Super Hornet Block II

ზაფხულში კომპანია Boeing აპირებს ახალი თაობის F/A-18 Super Hornet–ის გამოცდების დაწყებას, რომელიც აშშ–ს სამხედრო საზღვაო ფლოტში F-35–ის ალტრენატივად მოიაზრება.
როგორც F/A-18–ის პროგრამის "Boing"–ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკლ გიბბონსმა (Mike Gibbons) განაცხადა – "ფუზელჟისქვეშ დასაკიდი შეიარაღების კონტეინერებით, ახალი ავიონიკითა და სენსორული ეკრანებითა და სხვა სიახლეებით აღჭურვილი Super Hornet სენტ–ლუისში (St. Louis) გამოცდებს ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში დაიწყებს, ხოლო შემდეგ მისი გამოცდები შტატ მერილენდში მდებარე საზღვაო ფლოტის საჰაერო ძალების სადგურში, პატექსენტ–რივერში (Naval Air Station Patuxent River) გაგრძელდება".
"გამანადგურებელში განხორციელებულ ცვლილებებს შორის ასევე შედის General Electric–სის ახალი ძრავები, რომლებიც შემცირებული სამხედრო ხარჯების ფონზე კომპანიის მიერ F-35 Lightning II–ის ალტერნატივის შეთავაზებას წარმოადგენს" – განაცხადა გიბბონსმა შტატ მერილენდშივ, ნეშიონალ–ჰარბორში (National Harbor) მიმდინარე საზღვაო, საავიაციო და კოსმოსური სამდღიანი კონფერენციის დროს. "ჩვენ არ ვცდილობთ ჩავანაცვლოთ F-35" განუცხადა მან ჟურნალისტებს ბრიფინგზე. "ჩვენ უბრალოდ გვინდა შევთავაზოთ საზღვაო ძალებს გადაწყვეტილება, რათა მათ შემდეგ თვითონ ამოარჩიონ შესაფერისი გამანადგურებელი".
F-35–ის პროგრამა ყველაზე ძვრი სამხედრო პროგრამად ითვლება და საერთო ჯამში 2443 ცალი გამანადგურებლის შესყიდვის ღირებულება 400 მილიარდ დოლარს უტოლდება. აქედან სამხედრო საზღვაო ძალები 260 ცალი F-35C–ეს შესყიდვას გეგმავენ.

F-18 Super Hornet Block II–ის ძირითადი კონსტრუქციული სიახლეები
როგორც სარეკლამო აბრიდან და ფოტოსურათებიდან ჩანს F-18 Super Hornet Block II–ის ძირითადი სიახლეები შემდეგში გამოიხატება:
  • კონფრომული ავზები
  • იარაღის დასაკიდი სპეციალური კონტეინერი (კონფრომულ ავზებზე და დასაკიდ კონტეინერებზე უკვე ვწერდი – სტელს Rafale)
  • ინტეგრირებული ინფრაწითელი დაკვირვებისა და დამიზნების კომპლექსი
  • ახალი, უფრო მძლავრი ძრავები
  • ახალი საბორტე რადიოელექტრონული აპარატურა



წყარო:


1 comment: