Gur Khan–ის (AKA ხლოპოტოვი) ბლოგზე გამოქვეყნდა საარტილერიო ქარხანა №9–ის საკმაოდ საინტერესო სარეკლამო ბუკლეტები. ბუკლეტებზე გამოსახულია ქარხნის მიერ წარმოებული საცდელ–საკონსტრუქციო და მეცნიერულ–კვლევითი სამუშაოები და ასევე ქარხნის მონაწილეობით განხორციელებული სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამები.
ბროშურის თანახმად ქარხანა შემდეგ საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაოებში მონაწილეობს/მონაწილეობდა:
- ОКР "Баллистика-1", "Совершенствование-88" – პერსპექტილ ტანკ Объект 195–ისთვის განკუთვნილი მსხვიკალიბრიანი არტდანადგარების პროგრამა (გლუვლულიანი და კუთხვილულიანი).
- ОКР "Коалиция-СВ–Хр" - 152მმ–ნი პერსპექტიული თვითმავალი ორლულიანი საარტილერიო დანადგარის ქრომირებულ არხიანი ქვემეხის შემუშავება (ქვემეხის ინდექსი 2А86, დანადგარის ინდექსი 2С35).
- ОКР "Дилемма-2А33" - 152მმ–ნი თვითმავალი ჰაუბიცა СГ 2С3М "Акация"–ას ჰაუბიცა 2А33-ის მოდერნიზაცია (ჰაუბიცა გამოიყენება 2С3, 2С3М და 2С3М1 და მოდერნიზაციისას).
- НИР "Левша-М" - ელექტრო–თერმო–ქიმიური საარტილერიო სისტემა.
ОКР "Коалиция-СВ-ОП" – 152მმ–ნი პერსპექტიული თვითმავალი ერთლულიანი საარტილერიო დანადგარის ქვემეხის შემუშავება (ქვემეხის ინდექსი 2А88, მუხლუხებიან ბაზაზე დანადგარის ინდექსი 2С35, საბურავებიან ბაზაზე დანადგარის ინდექსი 2С35–1).
NATO–ს სტანდარტების, 155მმ–ნი საარტილერიო ქვემეხების შემუშავება და დაყენება საბჭოთა/რუსულ არტსისტემ,ებზე.
წყარო:
No comments:
Post a Comment