ვებგვერდი flightglobal–ის თანახმად კომპანია Boeing ამ კვირაში Navy League–ს მიერ ორგანიზირებულ Sea-Air-Space Exposition–ის ფარგლებში ახალ, მე–6 თაობის გამანადგურებლის, F/A-XX–ის ჩვენებას აპირებს
პროგრამის პირველადი შეთავაზება რამდენიმე წლის წინ განხორციელდა, ხოლო 2012 წლის მაისში აშშ–ს საზღვაო ძალებმა უკვე ოფიციალურად მოითხოვა ახალი თაობის გამანადგურებლის შესახებ ინფორმაცია. როგორც ცნობილია ამ მომავლის გამანადგურებელმა 2030–იანებში Boeing F/A-18E/F Super Hornet და EA-18G Growler უნდა ჩაანაცვლოს, რომლებიც იმ მომენტისთვის თავის 9000 საათიან რესურსს ამოწურავენ. ასევე ცნობილია რომ თვითმფრინავი გამანადგურებლის, მოიერიშისა და ბომბდამშენის როლს შეასრულებს
თუ ზემოთ მოყვანილი ნახატი დადასტურდება მაშინ გამანადგურებელზე შემდეგი დასკვნების გამოტანა შეგვიძლია:
- გამანადგურებელი სტელს ტექნოლოგიებითაა შექმნილი.
- არ გააჩნია უკანა ვერტიკალური ფრთასხმულობა.
- მანევრულობის შესანარჩუნებლად გამოყენებულია წინა ჰორიზონტალური ფრთასხმულობა (ეგრეთ წოდებული canard).
- წინა ჰორიზონტალური ფრთასხმულობა რადარის სხივების გაფანტივს ეფექტურ ზედაპირს ზრდის (სწორედ ამ ფრთასხმულობას უკრიტიკებდნენ ამერიკელებეი ჩინურ J-20–ს), თუმცაღა ეფექტური ზედაპირის შემცირებას უკანა ვერტიკალური ფრთასხმულობა საკმაოდ უწყობს ხელს (სავარაუდოდ ინჟინრები შემჩნევადობასა და მანევრულობას შორის ოქროს შუელადის მონახვას ცდილობენ).
- გამანადგურებელ ორ ვარიანტშია – უპილოტო და პილოტირებადი, არაა გამორიცხული პილოტირებადი მანქანა საკომანდო პუნქტის როლს ასრულებდეს.
- გამანადგურებლის გაბინის ფანარი როგორც ნახატზე ჩანს საკმაოდ ცუდი ხილვადობით გაოირჩევა – სავარაუდოდ ოპტიკური ხედვის გასაუმჯობესებლად F-35–ზე გამოყენებული "გამჭვირვალე კორპუსის" ტექნოლოგია იქნება გამოყენებული.
Boeing unveils updated F/A-XX sixth-gen fighter concept
No comments:
Post a Comment