Friday, May 31, 2013

საბრძოლო პლატოფრმა Т-14 "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი ახალი რუსული ტანკი

РОСИНФОРМБЮРО–ს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა საბრძოლო პლატოფრმა Т-14 "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი ახალი რუსული ტანკის სავრაუდო გარეგანი იერი:

რისი თქმა შეიძლება ამ 3D გამოსახულების მიხედვით:
  • როგორც მწარმოებელი გვპირდება ახალ ტანკს ყოველმხრივი დაცვა ექნება (ზემოდან და გვერდებიდან), ამ ფოტოების მიდევით კი ეს დაპირება არაა რეალიზირებული – ბორტები Т-90СМ-ისაა.
  • სავალი ნაწილი, კერძოდ საყრდენი თვლები ძალიან ჰგავს Т-80–ის სავალ ნაწილს და საყრდენ თვლებს.
  • მეთაურის პანორამა და მასზე დამაგრებული დისტანციური მოდული ისევ და ისევ გარეკლამებული Т-90МС–ისგანაა აღებული (ცეცხლის მართვის სისტემა "КАЛИНА").

სიახლეებს რაც შეეხება:
  • სავარაუდოდ Штора–ს მოდერნიზირებული ვარიანტი.
  • აქტიური დაცვის სისტემა "Афганит" (?).
P.S. როგორც თვითონ რუსებმა დაწერეს: "Выглядит если честно как то не особенно перспективно". თუმცა დაველოდოთ – ეს მხოლოდ ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია და რელობისგან შეიძლება საგრძნობლად განსხვავდება.

Thursday, May 30, 2013

Didgori–ს პირველი პროტოტიპი

ზვიად ციკოლიას, Didgori–ს დიზაინერის, ფეისბუკის გვერდზე დაიდო ჯავშანმანქანა Didgori–ს პირველი პროტოტიპის ფოტო. ფოტო მანქანის შეღებვამდეა გადაღებული:

იმავე გვერდიდან:

რუსეთის ССО (Силы Специальных Операций)

რუსეთის ССО–ს შესახებ ორი კვირის უკან უკვე ვწერდი (რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს ქმნის). წინა სტატიაში ყურადღება გავამახვილე ამ ჯგუფის დასავლური წარმოშობის ეკიპირების ელემენტებზე. ამჯერადაც მათ ეკიპირებაზე ვისაუბრებთ რომელიც ქვემოთ მოყვანილ 17 წუთიან ვიდეოსიუჟეტში საკმაოდ კარგად ჩანს:

დავიწყოთ სამედიცინო აღჭურვილობით:
ამერიკული არტაშანი SAM SPLINT
ამერიკული სამედიცინო ლახტი "С.A.T." (Combat Application Tourniquet Tactical)
 დასავლური (უცნობი ფირმის) ტაქტიკური სათვალეები
 
ჟანგბადის მიწოდების კომპლექსი – ვიდეოს თანახმად არა რუსულია
 ვიდეოს 00:49 და 11:50 წუთებზე კადრში ჩანს გერმანული პისტოლეტ ტყვიამფრქვევი H&K MP-5 (როგორც ზრდილობიანად გვითხრა ჩვენმა განათლებულმა ;) მკითხველმა SD არ ყოფილა)


P.S. და ბოლოს ერთი საინტერესო კადრი: მებრძოლს ჩაფხუტზე ინგლისური და არაბული წარწერა აქვს – "Infidel / كافر". რაც თარგმანში ურწმუნოს ნიშნავს. ეს რაიმე საჭირო ატრიბუდია, რომელიც წესდების მიხედვით უკეთია თუ უბრალოდ "პონტისთვის" დააყენა?

How low can you go (2)?

F-16, 2007 წელი, ავღანეთი

Wednesday, May 29, 2013

Military Parade in Athens 25.03.2008 (VIDEO)


Military Parade in Athens 25.03.2008

რუსეთის არმია ГАЗ-233014 "Тигр" და ВПК-233114 "Тигр-М"–ს არემონტებს

რუსეთის ფედერაციის შეკვეთების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სატენდერო დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტებდერს ჯავშანმანქანა  "Тигр" და "Тигр-М"–ის რემონტის შესახებ.
კონტრაქტის ღირებულება 15 მილიონი რუსული რუბლითაა განსაზღვრული (479 ათასი აშშ $) – ამ საფასურად კონტრაქტის შემსრულებელმა უნდა გაარემონტოს 150 ცალი ჯავშანმანქანა, აქედან: 

  • სააღლუმოდ (აწ განხორციელებული აღლუმისთვის) უნდა გამზადდეს 17 ცალი ГАЗ-233014 "Тигр"
  • 99 ცალი ГАЗ-233014 "Тигр"
  • 34 ცალი ГАЗ-233114 "Тигр-М"

მანქანები შემკვეთს 25 ნოემბრამდე უნდა მიეწოდოს.

წყარო:

დამატებით წარმოგიდგენთ ამ ორი მანქანის ტექნიკური აღწერილობის და ექსპულატაციის სახელმძღვანელოს:



კერამიკის ფილები რუსული ჯავშანმანქანებისთვის

2011 წელს ХК ОАО "НЭВЗ Спюз"–მა საკუთარი ინიციატივით დაიწყო კერამიკულ ჯავშანზე მუშაობა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიამ 7 სხვადასხვა სახეობისა და 32 სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჯავშანკერამიკის წარმოება აითვისა.
  • 5 სახეობის ჯავშანკერამიკა შექმნილია პირადი შემადგენლობის 5,45 და 7,62 კალიბრის ტყვიებისგან დასაცავად.
  • 4 სახეობის კერამიკა შექმნილია მსუბუქი ტექნიკის 7,62, 12,7 და 14,5 კალიბრის ტყვიებისგან დასაცავად.
  • შექმნის სტადიაშია რადიომშთანთქავი ჯავშანკერამიკის რამოდენიმე ნაირსახეობა, რომლებიც ხომალდებზე განსათავსებლადაა განკუთვნილი (რათა შეამციროს მათი შემჩნევადობა თვითდამიზნებადი რადიოთავაკებით აღჭურვილი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისგან).
მთლიანობაში ორი წლის განმავლობაში კომპანიამ 8 ნატურალური გამოცდა ჩაატარა აკრედიტირებულ საგამოცდო ცენტრებში. ბოლო გამოცდები, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით ჩატარდა, კომპანიამ კუბინკას საგამოცდო პოლიგონზე განახორციელა. გამოცდაზე წარდგენილი იყო ორი სხვადასხვა მწარმოებლის კერამიკული ფილებით აღჭურვილი БРДМ-3, რომელიც 14,5 მილიმეტრის ჯავშანგამტანი ტყვიებით დაცხრილეს. სულ განხორციელდა 68 ჩათვლითი გასროლა.

ХК ОАО "НЭВЗ Спюз"–ის კერამიკის ფილებით აღჭურვილი БРДМ-3 და სროლის შედეგები
სხვა კომპანიის კერამიკით აღჭურვილი БРДМ-3 და სროლის შედეგები
 ХК ОАО "НЭВЗ Спюз"–ის კერამიკის ფილებით აღჭურვილი БРДМ-3 სროლამდე, სროლის შემდეგ და სროლის ეფექტი შიგნიდან
 
БТР-80–ის ზედა ბორტზე, გვერდით და შუბლა პროექციებზე და ასევე БРДМ-3–ის კოშკურაზე დაყენებულია გარე დასაკიდი ჯავშან ბლოკებმა, მასით 70,0 კგ/მ2, წარმატებით გაიარეს გამოცდები 14,5მმ–ნი ტყვიამფრქვევ КПВТ–ეს Б-32 ტყვიების წინააღმდეგ, გამოცდები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს НИИЦ БТ 3 ЦНИИ–ში განხორციელდა. გამოცდები შემდეგ მანძილებზე განხორციელდა – 200მ, 100მ, 50მ, 30მ და 10მ–ზე, მათ შორის ზამთრის პირობების იმიტაციის პირობებში,"–50С ტემპერატურაზე".

ასევე აღსანიშნავია რომ ამ დღეებში, რუსეთში, მოსკოვის ოლქში, ბრონნიცას პოლიგონზე, "ავტომობილისტის დღისადმი" მიძღვნილ ღონისიების ფარგლებში თანამედროვე და პერსპექტიული ტექნიკის ჩვენება გაიმართა. ამ ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნა დამატებითი ჯავშანდაცვით აღჭურვილი БТР-82А და МТ-ЛБ. რაიმე ინფორმაცია ამ დაცვის შესახებ ჯერ–ჯერობით უცნობია.

Tuesday, May 28, 2013

ქართული კოლონა VS Taliban Raiders

ვიდეო, რომელშიც ასახულია თალიბანის დაჯგუფების მოულოდნელი შეტევა ქართული კონტინგენტის მანქანებზე – როგორც ვიდეოდან ჩანს შეტევის შედეგად თალიბანმა ნახევარი შემადგენლობა ბრძოლის ველზე დატოვა:
P.S. ამდაგვარი მოულოდნელი რეიდები ადრეც განუხორციელებიათ ISAF–ის მანქანებზე, ყოფილა შემთხვევა მეტყვიამფრქვევის კოშკურიდან ხელყუმბარა ჩაუგდიათ და მანქანის ეკიპაჟს დიდი მსხვერპლი განუცდია.

How low can you go?

ამაზე დაბლა ალბათ ვეღარც ჩამოვიდოდა


T-129 ATAK (Attack and Tactical Reconnaissance Helicopters) გამოცდებზე

რამოდენიმე საინტერესო ფოტო თურქეთში, იტალიური ლიცენზიით აწყობილი დამრტყმელ–სადაზვერვო ვერტმფრენ T-129 ATAK–ის გამოცდებიდან:

ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა UMTAS–ის სროლა
ცრუ სითბური სამიზნეების გაშვება
 ვერტმფრენების წინასერიული პარტია

Monday, May 27, 2013

რამოდენიმე საინტერესო ბანერი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან

დამოუკიდებლობის აქტი – პარლამენტის (აწ უკვე ყოფილი) შენობის წინ მოწყობილი სცენის ცენტრში 
 იმეილის შენობასთან განთავსებული შსს–ს გამოფენის საკმაოდ საინტერესო ბანერი
 ვარდების მოედანი – თავდაცვის სამინისტროს ტექნიკის გამოფენასთან განთავსებული ბანერები





Sunday, May 26, 2013

ქსმ Lazika დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე

ქვეითთა საბრძოლო მანქანა Lazika
Lazika შიგნიდან:

სადესანტო განყოფილება
მართვის განყოფილება