Thursday, May 30, 2013

რუსეთის ССО (Силы Специальных Операций)

რუსეთის ССО–ს შესახებ ორი კვირის უკან უკვე ვწერდი (რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს ქმნის). წინა სტატიაში ყურადღება გავამახვილე ამ ჯგუფის დასავლური წარმოშობის ეკიპირების ელემენტებზე. ამჯერადაც მათ ეკიპირებაზე ვისაუბრებთ რომელიც ქვემოთ მოყვანილ 17 წუთიან ვიდეოსიუჟეტში საკმაოდ კარგად ჩანს:

დავიწყოთ სამედიცინო აღჭურვილობით:
ამერიკული არტაშანი SAM SPLINT
ამერიკული სამედიცინო ლახტი "С.A.T." (Combat Application Tourniquet Tactical)
 დასავლური (უცნობი ფირმის) ტაქტიკური სათვალეები
 
ჟანგბადის მიწოდების კომპლექსი – ვიდეოს თანახმად არა რუსულია
 ვიდეოს 00:49 და 11:50 წუთებზე კადრში ჩანს გერმანული პისტოლეტ ტყვიამფრქვევი H&K MP-5 (როგორც ზრდილობიანად გვითხრა ჩვენმა განათლებულმა ;) მკითხველმა SD არ ყოფილა)


P.S. და ბოლოს ერთი საინტერესო კადრი: მებრძოლს ჩაფხუტზე ინგლისური და არაბული წარწერა აქვს – "Infidel / كافر". რაც თარგმანში ურწმუნოს ნიშნავს. ეს რაიმე საჭირო ატრიბუდია, რომელიც წესდების მიხედვით უკეთია თუ უბრალოდ "პონტისთვის" დააყენა?

2 comments:

  1. Magari uazro teqstia. HK MP5SD ar aris, Ubralo makuchiani MP5-ia.

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობთ შენიშვნისთვის. მუდამ მზადა ვარ გავითვალისწინო თქვენი აზრი პატივცემულო.
      და უაზრო ტექსტი რატომაა ეგეც გვითხარით ბატონო, ძალიან დამაინტერესა :D

      Delete