РОСИНФОРМБЮРО–ს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა საბრძოლო პლატოფრმა Т-14 "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი ახალი რუსული ტანკის სავრაუდო გარეგანი იერი:
რისი თქმა შეიძლება ამ 3D გამოსახულების მიხედვით:
- როგორც მწარმოებელი გვპირდება ახალ ტანკს ყოველმხრივი დაცვა ექნება (ზემოდან და გვერდებიდან), ამ ფოტოების მიდევით კი ეს დაპირება არაა რეალიზირებული – ბორტები Т-90СМ-ისაა.
- სავალი ნაწილი, კერძოდ საყრდენი თვლები ძალიან ჰგავს Т-80–ის სავალ ნაწილს და საყრდენ თვლებს.
- მეთაურის პანორამა და მასზე დამაგრებული დისტანციური მოდული ისევ და ისევ გარეკლამებული Т-90МС–ისგანაა აღებული (ცეცხლის მართვის სისტემა "КАЛИНА").
სიახლეებს რაც შეეხება:
- სავარაუდოდ Штора–ს მოდერნიზირებული ვარიანტი.
- აქტიური დაცვის სისტემა "Афганит" (?).
P.S. როგორც თვითონ რუსებმა დაწერეს: "Выглядит если честно как то не особенно перспективно". თუმცა დაველოდოთ – ეს მხოლოდ ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია და რელობისგან შეიძლება საგრძნობლად განსხვავდება.
No comments:
Post a Comment