14 აგვისტოდან დაწყებული ამერიკული ექსპერიმენტული ჰიპერბგერითი საფრენი აპარატი X-51A-ს გამოცდების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი წარუმატებლად დასრულდა. საფრენ აპარატს გამოცდის დროს მაღალი სიმაღლიდან ბომბდამშენ В-52 ის ფრთიდან იქნა გაშვებული. მთლიანად ფრენა წარმატებულად რომ ჩათვლილიყო მის ხანგრძლივობას 300 წამმამდე უნდა მიეღწია. მაგრამ როგორც ამერიკულმა მხარემ ოფიციალურად განაცხადა X-51A Wave Rider-ის გამოცდები წარუმატებლად დასრულდა – ჰიპერბგერითი საფრენი აპარატი ფრენის 31–ე წამზე ლოს–ანჟელესიდან ჩრდილო–დასავლეთით, წყნარ ოკეანეში ჩამოივარდა. X-51A ს მაქსიმალური სიჩქარე 5800 კმ/სთ-ია და მას ნიუ-იორკიდან ლოს–ანჟელესამდე ჩაფრენა 46 წუთში შეუძლია.
თავის დროზე ჰიპერბგერითი საფრენი აპარატის ტექნოლოგიები ამერიკულმა მხარემ რუსეთიდან შეიძინა, სადაც 80–იანების ბოლოს 90–იანების დასაწყისში მიმდინარეობდა ანალოგიური აპარატის გამოცდა. 90–იანებში რუსეთმა ეს პროგრამა შეაჩერა ფინანსების უქონლობის გამო. თუმცა მალევე ამ პროგრამით ამერიკული აეროკოსმოსური სააგენტო NASA დაინტერესდა და ახლა უკვე მისი დაფინანსებით გაგრძელდა ბაიკონორის პოლიგონზე რუსული ჰიპერბგერითი საფრენი აპარატის გამოცდა. რამოდენიმე საცდელი ფრენის შემდეგ ამერიკულმა მხარემ ტექნოლოგიები შეიძინა და კვლევები უკვე ამერიკაში განაგრძო. მთლიანად ამ კვლევებზე Boing–მა 140 მილიონი დოლარი დახარჯა. ამ თანხების გარდა ამერიკულმა კვლევეითმა ცენტრმა DARPA-მ პროგრამისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო ბოლო 3 წალის განმავლობაში.
აშშ–ს მიერ დაფინანსებული რუსული ჰიპერბგერითი საფრენი აპარატი C-200-ის ბაზაზე
თავის მხრივ პროგრამაზე მუშაობა რუსეთმაც განაგრძო (Х-90 ГЭЛА (гиперзвуковой экспериментальный летательный аппарат)), მაგრამ უცნობი შედეგებით.
Х-90 ГЭЛА
X-51A Wave Rider-ისთვის ეს უკვე რიგით მესამე წარუმატებელი ცდაა. ამის გარდა კიდევ არსებობს მე–4 პროტოტიპი, რომლის გამოცდის ვადები ჯერ ისევ უცნობია. ექსპერტების აზრით თუ მე–4 საცდელი ფრენაც წარუმატებლად დასრულდება ეს ავტომატურად გამოიწვევს პროგრამის დასრულებას.
X-51A Wave Rider-ის შექმნის მიზანი იყო ჰიპერბგერითი საფრენი აპარატის ტექნოლოგიების შესწავლა. ეს სიჩქარეები ამერიკელებს საშუალებას მისცემდა დედამიწის ნებისმიერ ადგილზე უმოკლეს ვადებში მიეყენებინათ წერტილოვანი დარტყმა. ამ პროგრამის დახურვის შემთხვევაში ამერიკულ მხარეს მაინც რჩება სარეზერვო პროგრამა – "Hypersonic Technology Vehicle 2" (HTV-2), რომელიც შეტევას კოსმოსიდან განახორციელებს.
Hypersonic Technology Vehicle HTV-2
Hypersonic Technology Vehicle HTV-2-ის გაშვება კოსმოსში რაკეტა Minotaur–IV–ით