суббота, 18 августа 2012 г.

რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალები ევროპულ ვერტმფრენებს ტესტავს

aviaforum.ru –ზე გამოჩნდა ხუთი ცალი მსუბუქი ვერტმფრენი Ecureuli-ს ფოტოსურათები, რომლებიც რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალებს გამოსაცდელად Eurocopter-მა მიაწოდა. სამი ცალი ერთძრავიანი Eurocopter AS-350B3 Ecureul-ი და ორი ცალი ორძრავიანი Eurocopter AS-355NP Ecureul-ი რუსეთის მხარეს 2012 წლის ივნისში გადაეცა და როგორც ცნობილია გამოცდებს წლის ბოლომდე გაივლის. სურათების გადაღების ადგილი სავარაუდოდ ჩკალოვსკის აეროდრომზეა გადაღებული. როგორც სურათებიდან ჩანს ერთი ცალი AS-350B3 და ერთი ცალი AS-355NP სამხედრო ფერებშია შეღებილი. ამოსაცნობი ნიშნები და სარეგისტრაციო ნომრები ვერტმფრენებს არ გააჩნია.

რუსეთისთვის მიწოდებული ვერტმფრენები – შუაში AS-350B3, მარჯვნივ და მარცხნივ AS-355NP

რუსეთისთვის მიწოდებული AS-350B3 და AS-355NP







Комментариев нет:

Отправить комментарий