16 აგვისტოს, უახლესმა დამრტყმელმა ვერტმფრენმა Ми-28Н–მა, რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში, ქ.მოზდოკში განახორციელა ავარიული დაჯდომა. წინასწარი ცნობებით ეკიპაჟი არ დაზარალებულა. ვერტმფრენი აფრენის მომენტში, 6 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა, რომლის დროსაც შასი და დასაკიდი იარაღი დაზიანდა. როგორც სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაურობა იუწყება ვერტმფრენის გარემონტება და მწყობრში დაბრუნება უმოკლეს ვადებში მოხდება.
ეს ავარია ბოლო წლების განმავლობაში ამ ტიპის ვერტმფრენებისთვის უკვე მესამეა. პირველად Ми-28Н «Ночной охотник»–მა ავარია 2009 წლის 19 ივნისს ტვერსკის ოლქში მდებარე გოროხოვეცკის საერთო–საჯარისო პოლიგონზე განიცადა – როდესაც დაბალ სიმაღლეზე უმართავი რაკეტის სროლისას წარმოქმნილი დენთის კვამლი ძრავის ჰაერმიმღებში მოყვა და მისი პომპაჟი გამოიწვია. ავარიის დროს დაზიანდა მწევი ხრახნი და კორპუსის კუდი, ეკიპაჟი არ დაზიანებულა.
მეორე ავარია 2011 წლის 15 თებერვალს, სტავროპოლის მხარეში, ბუდიონოვსკის რაიონში ფრენისას მოხდა, როდესაც ზეთის ჭავლი ძრავის რედუქტორში მოხვდა. დაცემისას ორივე მფრინავი დაზიანდა, მოგვიანებით ერთი მათგანი გარდაიცვალა.
No comments:
Post a Comment