суббота, 24 февраля 2018 г.

ემირატების დაზიანებული ტანკი Leclerc

იემენი, გაერთიანებული საემირატოს Leclerc-ი ტაიზის გზაზე დაზიანდა, 2018 წლის თებერვალი (Yemen: UAE' Leclerc MBT damaged on Taiz's road Feb2018). მეტი დეტალები უცნბოია, სავარაუდოდ ნაღმზე შედგა, ტიპს ფოტოში მუხლუხის წევრი უკავია. ეს ამ ტანკის მეორე ცნობილი დანაკარგია, პირველი იხილეთ შემდეგ ბმულზე - არაბებმა Leclerc–ისთვისაც მოიცალეს.

пятница, 23 февраля 2018 г.

აშშ-ს დაზვერვა: იერიშის შესახებ პრიგოჟინი მოსკოვთან და დამასკოსთან საუბრობდა

ამერიკულ გაზეთ washingtonpost-ში გამოქვეყნდა საინტერესო ანალიტირკუი სტატია, 7 თებერვალს მომხდარი სასაკლაოს შსახებ, სტატიაში ამერიკული სადაზვერვო სამსახურების მიერ გაკეთებული მოხსენების ინფორმაციაა გახმოვანებული:
აშშ-ს დაზვერვის თანახმად, რუსი ოლიგარქი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ამ თვეს, სირიაში, აშშ-ს ძალებზე და მათ მოკავშირეებზე იერიშის მიმტან დაქირავებულებს აკონტროლებს, იერიშის დაწყებამდე და მის შემდეგ, რამდენიმე კვირთი და დღეებით მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა კრემლისა და სირიის მაღალ რანგის პირებთან. 
მოსმენების შედეგად მოპოვებულ საუბრებში, იანვრის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინი, ეუბნება მაღალჩინოსან სირიელ ოფიციალურ პირს, რომ მან, დაუსახელებელი რუსი მინისტრისგან, წინ "სწრაფი და ძლიერად" წაწევის "ნებართვა მიიღო", რომელიც თებერვლის დასაწყიში განხორციელდება. 
დაზვერვის მოხსენება ინცინდენტის შესახებ, რომელსაც დაინტერესებული მხარეები ბუნდოვნად აღწერენ,  დამატებითი ინფორმაციას შეიცავს. ამასთან პენტაგონი რამდენიმე დეტალს ახმოვანებს, ხოლო რუსები მუდმივად ცვალებად აღწერას გვთავაზობენ. ამერიკელმა სპეცსამსახურება სადაზვერვო ანგარიშის კომენტირებაზე უარი განაცხადეს.

დამაფიქრებელი იერიში

აღნიშნული ინცინდენტი 7-დიდან 8 თებერვლის ღამეს მოხდა, როდესაც დეირ-ეზ-ზორის მახლობლად, მდინარის ნაპირიდან აღმოსავლეთით რამდენიმე მილში მდებარე სტრატეგიულ ნავთობსაბადოსთან განლაგებული ამერიკული ჯარების და მათი სირიელი მოკავშირეების შტაბ-ბინაზე, 300-500 კაციანმა "პროასადურმა" დაჯგუფებამ მიიტანა იერიში. 
ამერიკელებმა სწრაფად მოამზადეს მკაცრი პასუხი, მათ შორის  AC-130-ი ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების, რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავების და Apache-ს ტიპის საიერიშო ვერტმფრენების მონაწილეობით. სამი საათის შემდეგ მოიერიშე დაჯგუფებამ უკან დაიხია, და აშშ-სსამხედროების განცხადების თანახმად, დაჯგუფებამ ბრძოლის ველზე 100-მდე გვამი დატოვა. ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების რიგებში (SDF) მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. 
თავდასხმის შემდეგ თავის განცხადებებში პენტაგონმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის ამ ინცინდენტს იძიებს, და რომ მას ჯერ არანაირი დასკვნა არა აქვს თავდამსხმელთა ვინაობის შესახებ. თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მატტისმა, ინცინდენტს "დამაფიქრებელი" უწოდა და დასძნა: "მე არ შემიძლია რაიმე განმარტების მოცემა", თუ რატომ გადაკვეთეს მდინარე "პროასადურმა" ძალებმა და რატომ მიიტანეს აშშ-ს ჯარებისა და SDF-ის ცნობილ შტაბ ბინაზე იერიში".
რუსეთის მთავრობამ თავისი მონაწილეობა სასტიკად უარყო. ამასთან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "პროასადურ მეამბოხეთა დაჯგუფება" აწარმოებდა "დაზვერვას" მოწინააღმედეგის, სავარაუდოდ ისლამური სახელმწიფოს, შენაერთების მიმართ, რომლებმაც ვითომდა ნაღმტყორცნი ცეცხლი გაუხსნეს პროასადური ძალების პოზიციებს. რუსეთმა განაცხადა რომ, მეამბოხეები არ აპირებდნენ SDF-ის ბაზის იერიშს. ამის ნაცვლად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მეამბოხეების წინააღმდეგ არაპროვოცირებული იერიშის განხორციელებაში დაადანაშაულა აშშ-ს სამხედროები. 
რუსული საინფორმაციო სააგენტოს, ТАСС-ის განცხადებაში რუსული მხარე იუწყება რომ, მეამბოხეებმა "სირიაში რუსულ ოპერატიულ ჯგუფს" არ აცნობეს დაზვერვის გეგმების შესახებ. რუსულ გაზეთ "Коммерсант"-ის სტატიაში სამხედრო მოხელის სიტყვების ციტირება ხდება, რომლის თანახმადაც სირიაში რუსული სამხედრო მეთაურობა ამ ინცინდენტს "საშიშ დილეტანტიზმად" განიხილავს.

"კარგი სიურპრიზი" 

სატელეფონო მოსმენები ამტკიცებს არა მარტო იმას, რომ პრიგოჟინი პირადად მონაწილეობდა თავდასხმის დაგეგმვაში, არამედ იმასაც რომ, ის იერიშს მაღალ რანგიან სირიელ მოხელეებთან განიხილავდა, მათ შორის საპრეზიდენტო საქმეების მინისტრ, მანსურ ფადალლახ აზზამომთან. 
24 იანვრის საუბარში პრიგოჟინმა თქვა, რომ ცოტა ხნის წინ მან დაუსახელებელი რუსი მინისტრისგან წინ "სწრაფად და ძლიერად" წაწევის ნებართვა მიიღო და რომ ეხლა სირიის მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება. 
30 იანვრის საუბარში პრიგოჟინმა თქვა, რომ ასადისთვის მას "კარგი სიურპრიზი" აქვს, რომელიც 6-დან 9 თებერვლამდე განხორციელდება. ერთი სადაზვერვო შეტყობინების თანახმად, მან ასევე დაარწმუნა აზზამი, რომ მას ეს სამუშაო აუნაზღაურდება.
მოხსენებაში ასევე აღნიშნულია რომ, იმავე პერიოდში გაიზარდა საუბრების ინტენსივობა კრემლის მოხელეებსა და პრიგოჟინს შორის, მათ შორის პუტინის ადმინისტრაციის მეთაურთან, ანტონი ვაინოსთან და გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილესთან, ვლადიმირ ოსტროვენკოსთან, მაგრამ ამ საუბრების შინაარსი უცნობია. საუბრები 5 თებერვლამდე გაგრძელდა და განახლდა იერიშის შემდეგ. 
მატტისისა და აშშ-ს საჰაერო ძალების ცენტრალური სამმართველოს სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ჯეფრი ლ. ჰარრიგიანის, განცხადების თანახმად, აშშ-ს სპეცდანის ძალებმა ბაზაზე და დაზვერვამ როგორც მინიმუმ იერიშამდე ერთი კვირით ადრე დააფიქსირა იერიშისთვის მომზადებული დაჯგუფება. მათ ამის შესახებ რუსებს იმ დღესვე აცნობეს და გააფრთხილეს, რომ ბაზა თავს დაიცავს.  
ღამის თავდასხმაზე მატტისმა შემდეგი განაცხადი გააკეთა: "რუსების მტკიცებულების თანახმად, როდესაც დავურეკეთ, მათ არ იცოდნენ ამ დაჯგუფების შესახებ, რომელმაც მდინარე გადმოკვეთა და ამერიკულ პოზიციებს მიუახლოვდა. ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ როდესაც ცეცხლი გავხსენით", და მაშინ ამერიკელებს აცნობეს "მანდ რუსები არ არიან". ჰარრიგიანის თანახმად, როდესაც თავდამსხმელებმა მათ მიმართულებით ტანკებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გახსნეს, ამერიკელებმა კონტრიერიში განახორციელეს.

წყარო:

четверг, 22 февраля 2018 г.

M1 Abrams ისრაელში


1996 წელს, აშშ-ს საზღვაო ქვეითების M1 Abrams-ები ისრაელში Merkava-3-თან ერთად ვარჯიშობდნენ. ამას გარდა ამტკიცებენ რომ, 90-იანების დასაწყისში, ისრაელის არმიის "გამოსაცდელი ქვედანაყოფი", ახორციელებდა Abrams-ების გამოცდას Merkava-სთან ერთად მათი შესყიდვის ინტერესით. Merkava-ს წარმოების შეწყვეტის იდეა, Abrams-ების სასარგებლოდ სერიოზულად განიხილებოდა.

გამოცდები სამხედრო მოქმედების ორ თეატრზე მიმდინარეობდა: ნეგევის უდაბნოში, სინაის იმიტაციით და გოლანის სიმაღლეებზე, ანუ იმ გარემოს პირობებში, რომელიც სირიასა და ლივანს ჰგავდა. ნეგევში Abrams-მა Merkava-ზე სრული უპირატესობა უჩვენა სიჩქარეში და გამავლობაში. მაგრამ გოლანის სიმაღლეებზე Abrams-ის სავალი ნაწილი (პირველ რიგში ტრანსმისიამ და საკიდარმა), სწრაფად გამოდიოდა მწყობრიდან, ეს იმ დროს როდესაც Merkava-3 განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ახორციელებდა ფუნქციონირებას. ნუ როგორც ცნობილია Abrams-ის შესყიდვა არ მომხდარა.

როგორც ჩანს, ამგვარი შედეგები სრულიად მოსალოდნელი იყო. ისრაელის არმია უკვე 60-იანი ლწებიდან ცდილობდა გოლანის სიმაღლეებზე არ გამოეყენებინა მგრიხავი ღერძების მქონე საკიდრიანი ტანკები. მაგალითად 1973 წლის ომის დროს, ყველა М48, М60 და «Tiran-4/5» ეგვიპტის ფრონტზე იყო, ხოლოდ Centurion-ები და Sherman-ები, მათი ზამბარის საკიდრით ორივე ფრონტე იბრძოდნენ.


წყარო:

რუსული საავიაციო დაჯგუფება სირიაში - Су-35С, Су-57 და А-50У

სირიული წყაროების თანახმად, 2018 წლის 21 თებერვალს, პრივოლგიის აეროდრომიდან ჰმეიმის ავიაბაზაზე, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 4 ცალი Су-35С ჩაფრინდა, აღნიშნულ გამანადგურებლებს საჰაერო კოსმოსური ძალების სამგზავრო Ту-154М (რეგისტრაცია RA-85155) მიუძღვოდა წინ. ამას გარდა, იმავე დღეს რუსეთიდან ჰმეიმში რადიოლოკაციური დაზვერვისა და გამიზვნის А-50У (საბორტე ნომერი "47 წითელი") ტიპის თვითმფრინავი ჩაფრინდა და ვითომ დამატებით კიდევ 4 ცალი Су-25 ტიპის მოიერიშე.


А-50У (საბორტე ნომერი "47 წითელი") სირიიდან როტაციის საფუძველზე 2017 წლის დეკემბერს გამოიყვანეს. როგორ სირიული წყაროები იუწყებიან, დღეს რუსებს სირიაში ორი А-50У ტიპის თვითმფრინავი ყავს.

ოთხი ცალი Су-35С-ის წინამძღოლი Ту-154М-ის (რეგისტრაცია RA-85155) მარშუტი პრივოლგის აეროდრომიდან ხმეიმის ავიაბაზამდე www.flightradar24.com

ასევე ახლო აღმოსავლეთის ინტერნეტ რესურსების თანახმად, იმავე დღეს, ჰმეიმში ბაზირებუი რუსული საავიაციო დაჯგუფების რიგები, ორი ცალი Су-57 (Т-50) ტიპის, უახლესირ რუსული გამანადგურებლით შეივსო. ჩაფრენილი რუსული Су-57-ების კონკრეტული ნომრები უცნობია.

ჰმეიმში, რუსული საავიაციო დაჯგუფების რიგებში ჩავფრენილი ორი საფრენოსნო-საცდელი Су-57 (Т-50) ტიპის გამანადგურებელი 21.02.2018 twitter.com/WaelAlHussaini 

среда, 21 февраля 2018 г.

F-22 vs F-18 Super Hornet

F-18 Super Hornet მთიულურს ეცეკვება F-22 -ს. როგორც ამბობენ "კრაზანამ"  3-იდან 2 მოუგოო მტაცებელს. ვიდეოში 47 წამზე სავარაუდოდ დაამიწა F-22