Showing posts with label Т-50. Show all posts
Showing posts with label Т-50. Show all posts

Thursday, February 22, 2018

რუსული საავიაციო დაჯგუფება სირიაში - Су-35С, Су-57 და А-50У

სირიული წყაროების თანახმად, 2018 წლის 21 თებერვალს, პრივოლგიის აეროდრომიდან ჰმეიმის ავიაბაზაზე, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 4 ცალი Су-35С ჩაფრინდა, აღნიშნულ გამანადგურებლებს საჰაერო კოსმოსური ძალების სამგზავრო Ту-154М (რეგისტრაცია RA-85155) მიუძღვოდა წინ. ამას გარდა, იმავე დღეს რუსეთიდან ჰმეიმში რადიოლოკაციური დაზვერვისა და გამიზვნის А-50У (საბორტე ნომერი "47 წითელი") ტიპის თვითმფრინავი ჩაფრინდა და ვითომ დამატებით კიდევ 4 ცალი Су-25 ტიპის მოიერიშე.


А-50У (საბორტე ნომერი "47 წითელი") სირიიდან როტაციის საფუძველზე 2017 წლის დეკემბერს გამოიყვანეს. როგორ სირიული წყაროები იუწყებიან, დღეს რუსებს სირიაში ორი А-50У ტიპის თვითმფრინავი ყავს.

ოთხი ცალი Су-35С-ის წინამძღოლი Ту-154М-ის (რეგისტრაცია RA-85155) მარშუტი პრივოლგის აეროდრომიდან ხმეიმის ავიაბაზამდე www.flightradar24.com

ასევე ახლო აღმოსავლეთის ინტერნეტ რესურსების თანახმად, იმავე დღეს, ჰმეიმში ბაზირებუი რუსული საავიაციო დაჯგუფების რიგები, ორი ცალი Су-57 (Т-50) ტიპის, უახლესირ რუსული გამანადგურებლით შეივსო. ჩაფრენილი რუსული Су-57-ების კონკრეტული ნომრები უცნობია.

ჰმეიმში, რუსული საავიაციო დაჯგუფების რიგებში ჩავფრენილი ორი საფრენოსნო-საცდელი Су-57 (Т-50) ტიპის გამანადგურებელი 21.02.2018 twitter.com/WaelAlHussaini 

Monday, October 28, 2013

Т-50 ПАК-ФА მე–5 პროტოტიპმა პირველი ფრენა განახორციელა


როგორც კომპანია "სუხოის" (ОАО "Компания "Сухой") წარმომადგენელი იუწყება – 2013 წლის 27 ოქტომბერს კომპანიის  ქარხნის აეროდრომზე პირველი ფრენა განახორციელა Т-50 ПАК ФА–ს მე–5 პროტოტიპმა.

ფოტოების წყარო – Sergey Chepurnykh

Thursday, December 13, 2012

მეოთხე Т-50 ПАК ФА–ს პირველი ფრენა (ფოტოები)

გუშინ უკვე ვწერდი რუსული მეხუთე თაობის გამანადგურებლის მე–4 პროტოტიპის პირველი ფრენის შესახებ, ამჯერად წარმოგიდგენთ ამ პროტოტიპის სურათებს:





Wednesday, December 12, 2012

მეოთხე Т-50 ПАК ФА–ს პირველი ფრენა

დღეს, 2012 წლის 12 დეკემბერს КнААПО–ს აეროდრომიდან პირველი ფრენა განახორციელა ПАК ФА–ს მეოთხე პროტოტიპმა. მანქანას მართავდა მფრინავ–გამომცდელი სერგეი ბოგდანი. ფრენა ორმოც წუთს გაგრძელდა. ფრენამ წარმატებულად ჩაიარა – საფრენი ამოცანა სრულებით შესრულდა. ფრენის დროს შემოწმდა თვითმფრინავის მდგრადობა და ძალური დანადგარი. მფრინავმა თვითმფრინავის მდგრად მუშაობას გაუსვა ხაზი.
ПАК ФА–ს პირველი ფრენა 2010 წლის 29 იანვარს შესდგა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა საფრენოსნო და სახმელეთო მახასიათებლების სრული კომპლექსური გამოცდები, რომლებშიც სამი თვითმფრინავი ღებულობს მონაწილეობას. თვითმფრინავებმა ჰაერში უკვე 200 საათი იფრინეს.


წყარო:

Четвертый ПАК ФА совершил первый вылет в Комсомольске-на-Амуре