воскресенье, 18 ноября 2018 г.

Delta-ში, Ford F550-ის ბაზაზე, სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობა მიმდინარეობს


საქართველოში პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობა მიმდინარეობს.

► პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანა საქართველოს ქალაქებში 2019 წლიდან გამოჩნდება.

► სახანძრო-სამაშველო მანქანა მულტიფუნქციური და მაღალი გამავლობის იქნება.

► საქართველოში შექმნილი ტექნიკა საბჭოთა წარმოების სახანძრო მანქანებს ჩაანაცვლებს. შეიქმნება 120-მდე მანქანა და სრულად განახლდება ყველა რეგიონის ავტოპარკი.

► მულტიფუნქციური მანქანა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტით იქმნება.



პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობა უკვე მიმდინარეობს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტასა“ და ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტი მულტიფუნქციური მანქანის შექმნას ითვალისწინებს.

საქართველოში აწყობილი სახანძრო-სამაშველო მანქანა ტესტირებას ავსტრიაში, „როზენბაუერის“ ბაზაზე გაივლის, რის შემდეგაც „დელტა“ ავტომანქანების სერიულ წარმოებას დაიწყებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შალვა ხუციშვილი იმედოვნებს, რომ პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანა საქართველოს ქალაქებში მომავალი წლიდან გამოჩნდება.

„ჩვენი სპეციალისტები მაღალ შეფასებას აძლევენ, „DELTA”-ს მიერ განხორციელებულ სამუშაოსა და მანქანის ტექნიკურ მონაცემებს. “ROSENBAUER”-ის მხრიდანაც საკმაოდ კარგი შეფასება გვაქვს. 2019 წელს რეგიონებში, ჩვენს მუნიციპალიტეტებში, გამოჩნდება ეს სახანძრო-სამაშველო მანქანა და დაიწყება საბჭოთა ტექნიკის ჩანაცვლების მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტი“. - განაცხადა შალვა ხუციშვილმა

სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტას“ გენერალური დირექტორის უჩა ძოძუაშვილის თქმით, საქართველოში აწყობილი პირველი სახანძრო-სამაშველო მანქანა საერთაშორისო სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.

„ფაქტობრივად, ჩვენ მივიღებთ უნიკალურ მანქანას, რომელიც ზუსტად იქნება მორგებული საქართველოს მოთხოვნილებებზე და ამავდროულად შეძლებს უმაღლესი, საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილებას. „DELTA“ ამ გამოცდილებით შეძლებს მომავალში პოზიციონირებას, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროსთვის განკუთვნილი მანქანების მწარმოებელი კომპანია. ასევე, ჩვენ მოვახდენთ ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების ლოკალიზებას საქართველოში, როგორიცაა სახანძრო-სამაშველო მანქანების შემდგომი ტექნიკური უზრუნველყოფა“.- განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, „დელტასა“ და „როზენბაუერს“ შორის შეთანხმება 2018 წლის აპრილში ავსტრიის დედაქალაქში შედგა.

საქართველოში წარმოებული სახანძრო-სამაშველო მანქანა მულტიფუნქციური და მაღალი გამავლობის იქნება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის სრულ განახლებას გეგმავს.


J-20-ის დემო გამოსვლა Zhuhai-ს ავიასალონზე

J-20-ის დემო გამოსვლა Zhuhai-ს ავიასალონზე

ჩჟუჰაის ავიასალონზე გამოტანილი J-20-ის ტრენაჟორი

მე-5 თაობის ჩინური გამანადგურებელი ჩჟუჰაის ავიასალონზე გამოსვლის მომენტში

რამოდენიმე საინტერესო მომენტი ჩინური J-20-ისა და მისი რაკეტების შესახებ


 უკრაინული ტექნოლოგიები ჩინურ გამანადგურებელში:

ჩინური ჰაერი ჰაერი კლასის რაკეტა, PL-10, ძალაიან ჰგავს უკრაინულ ახლო მანძილზე მოქმედ რაკეტა "611"-ს (საკონსტრუქციო ბიურო «Луч»). აღნიშნული საკონსტრუქციო ბიურო თავის დროზე რუსული მე-5 თაობის გამანადგურებლის, ПАК-ФА-სთვის, ახლო მანძლზე მოქმედი რაკეტის, К-МД-ს (К-30 ან изд.300) შექმნის პროექტში ღებულობდა მონაწილეობას.

თვალსაჩინოებისთვის უკრაინული რაკეტის მაკეტი ბოლო ფოტოზეა (თეთრი რაკეტა), შეგიძლიათ შეადაროთ ჩინურ PL-10

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი:
როგორც ჩანს ჩინელებმა ახლო მანძილზე მოქმედი ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტების გამოშვების და გაშვების საკმაოდ ორიგინალური მეთოდი მოიფიქრეს - რაკეტა შიდა საცავიდან გამოდის გარეთ, ნაკვეთურის სარქველი იკეტება და რაკეტა გარეთ რჩება. ასეთი სქემის მოგონების რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს - ამგვარად მცირდე ჰაერის წინაღობა და არ ზიანდება ძალიან რადარზე შემჩნევადობა. ამას გარდა, ესეთი სქემა სავარაუდოდ პრობლემების გამო იქნა მიღებული, ჩინელებმა ჯერ ვერ შეძლეს LOAL რეჟიმის შეყვანა რაკეტაში და დასამიზნებლად უფრო მეტი დრო ესაჭიროებათ, ვიდრე ამერიკელებს, ან თუნდაც რუსებს.