Showing posts with label სამაშველო სამსახური. Show all posts
Showing posts with label სამაშველო სამსახური. Show all posts

Sunday, November 18, 2018

Delta-ში, Ford F550-ის ბაზაზე, სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობა მიმდინარეობს


საქართველოში პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობა მიმდინარეობს.

► პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანა საქართველოს ქალაქებში 2019 წლიდან გამოჩნდება.

► სახანძრო-სამაშველო მანქანა მულტიფუნქციური და მაღალი გამავლობის იქნება.

► საქართველოში შექმნილი ტექნიკა საბჭოთა წარმოების სახანძრო მანქანებს ჩაანაცვლებს. შეიქმნება 120-მდე მანქანა და სრულად განახლდება ყველა რეგიონის ავტოპარკი.

► მულტიფუნქციური მანქანა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტით იქმნება.



პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობა უკვე მიმდინარეობს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტასა“ და ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტი მულტიფუნქციური მანქანის შექმნას ითვალისწინებს.

საქართველოში აწყობილი სახანძრო-სამაშველო მანქანა ტესტირებას ავსტრიაში, „როზენბაუერის“ ბაზაზე გაივლის, რის შემდეგაც „დელტა“ ავტომანქანების სერიულ წარმოებას დაიწყებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შალვა ხუციშვილი იმედოვნებს, რომ პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანა საქართველოს ქალაქებში მომავალი წლიდან გამოჩნდება.

„ჩვენი სპეციალისტები მაღალ შეფასებას აძლევენ, „DELTA”-ს მიერ განხორციელებულ სამუშაოსა და მანქანის ტექნიკურ მონაცემებს. “ROSENBAUER”-ის მხრიდანაც საკმაოდ კარგი შეფასება გვაქვს. 2019 წელს რეგიონებში, ჩვენს მუნიციპალიტეტებში, გამოჩნდება ეს სახანძრო-სამაშველო მანქანა და დაიწყება საბჭოთა ტექნიკის ჩანაცვლების მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტი“. - განაცხადა შალვა ხუციშვილმა

სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტას“ გენერალური დირექტორის უჩა ძოძუაშვილის თქმით, საქართველოში აწყობილი პირველი სახანძრო-სამაშველო მანქანა საერთაშორისო სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.

„ფაქტობრივად, ჩვენ მივიღებთ უნიკალურ მანქანას, რომელიც ზუსტად იქნება მორგებული საქართველოს მოთხოვნილებებზე და ამავდროულად შეძლებს უმაღლესი, საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილებას. „DELTA“ ამ გამოცდილებით შეძლებს მომავალში პოზიციონირებას, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროსთვის განკუთვნილი მანქანების მწარმოებელი კომპანია. ასევე, ჩვენ მოვახდენთ ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების ლოკალიზებას საქართველოში, როგორიცაა სახანძრო-სამაშველო მანქანების შემდგომი ტექნიკური უზრუნველყოფა“.- განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, „დელტასა“ და „როზენბაუერს“ შორის შეთანხმება 2018 წლის აპრილში ავსტრიის დედაქალაქში შედგა.

საქართველოში წარმოებული სახანძრო-სამაშველო მანქანა მულტიფუნქციური და მაღალი გამავლობის იქნება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის სრულ განახლებას გეგმავს.


Tuesday, February 5, 2013

საგანგებო სიტუაციების მართვი დეპარტამენტი (ფოტოები).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი შეიქმნა 2005 წლის 12 დეკემბერს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების (საგანგებო სიტუაცია - მდგომარეობა შექმნილი განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური, სტიქიური ან სხვა რაიმე ხასიათის უბედურების შედეგად, რასაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყვეს ადამიანთა მსხვერპლი, მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგები, საფრთხე შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს.) თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით საქმიანობის კოორდინაციას, ასევე საომარი მდგომარეობის პერიოდში სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელების უზრუნველყოფას.


Emergency Management Department of the Ministry of Internal Affairs of Georgia - Emergency Management Department of the Ministry of Internal Affairs of Georgia was established on December 12, 2005. The Department is a structural subsection of the Ministry of Internal Affairs, which within its competence coordinates prevention of emergency situation (emergency situation – situation in a certain territory as a result of natural, man-caused or any other type of disaster, which resulted or may result in human victim, important material lost or creates threat to human health or environment)  throughout the country, takes measures for softening and eliminating its results, also, the Department provides with implementation of civil defense tasks during martial law.













წყარო: