Saturday, June 1, 2019

ერაყული МиГ-25 - რომელმაც ჩამოაგდო ამერიკული F-18C და ზედ კინაღამ A-6E-ც მიაყოლა

1991 წლის 17 იანვარს, ერაყის საჰაერო ძალების ლეიტენანტმა ზუჰეირ დაუდმა, თავისი МиГ-25-ით, ლეიტენანტ კომანდერ სკოტ "სპაიკ" სპეიჩერის (Lt Cdr Scott “Spike” Speicher) F/A-18C Hornet ჩამოაგდო, შემდეგ მარჯვნივ გატრიალდა, რათა აფეთქებისთვის თავი აერიდებინა, ხოლო კვლავ მარცხნივ მობრუნების შემდეგ მას არ შეეძლო დაენახა ქვევით დაშვებული მოწინააღმდეგის გამანადგურებლის ცეცხლმოდებული ნარჩენები - მას დაკვირვებისთვის დიდი დრო არ ჰქონდა, რადგანაც ტამუზის "მართვის ცენტრიდან" მან ბრძანება მიიღო "მობრუნებულიყო სამხრეთით" და "МиГ-25 ბაზაზე დაებრუნებინა".


დუგლას კ. დილდი და ტომ კუპერი თავიანთ წიგნში, სახელწოდებით "F-15C Eagle vs MiG-23/25", ამ ინცინდენტს შემდეგნაირად აღწერენ - სპეიჩერის F-18-ს უკან, 48 მილის მოშორებით, VA-75-ის მეთაური, კომანდერ რობერტ ბესალი მოყვებოდა თავისი A-6E-თი (ნომერი “AC504”, სახმისი “Battleaxe 41”), რომელსაც ლეიტენანტ კომანდერ მაიკ "ზიგგი" შტეინმენცი მართავდა, მათ უკან 8 მილის მანძილზე მიმყოლი თვითმფრინავი მოფრინავდა. Hornet-ის ჩამოგდებიდან ზუსტად ორი წუთის შემდეგ ბესალი შემდეგი შეტყობინებით გავიდა კავშირზე - "ჩვენი AWACS-ისგან მივიღეთ შეტყობინება  - ”Battleaxe”, სავარაუდოდ “Foxbat” (საბჭოთა МиГ-25-ის ამერიკული ზედმეტსახელი), მაღლა, 260 გრადუსზე, 60 მილში IKE-დან, მიემართება სამხრეთით. და როდესაც პილოტი დიაგრამაზე IKE-ს ადგილმდებარეობას ეძებდა, მის კაბინაში ALR-67-ის გამაფრთხილებელი სიგნალი ჩაირთო, რომელიც "I"-ს აშუქებდა, რაც გზისგადაჭრას (Interceptor) ნიშნავდა. რამდენიმე წამის შემდეგ ბანდიტიც გამოჩნდა.

"ის ტყვიასავით გვიახლოვდებოდა მაღლიდან 1:30-ზე, გადაგვიჭრა გზა და უკან ორი ძრავის ფორსაჟის ცეცხლოვანი კვალი გაიყოლა. "ზიგგიმ" მარჯვნივ მობრუნება დაიწყო, МиГ-ის ხედვის არეში შესანარჩუნებლად მე თავი მოვაბრუნე. გამანადგურებელმა ჩვენს უკან ჩაიქროლა, "ზიგგი" საწყის კურსს დაუბრიუნდა და მე ვიმედოვნებდი რომ ჩვენი მომყოლი თვითმფრინავი ძაან ახლოს არ ყოფილიყო. "Foxbat"-ი, მას შემდეგ რაც ჩვენს უკან წრე დაარტყა, ჩვენს ექვს საათზე აღმუვლდა, ჩაგვიქროლა მარცხენა მხარეს და ზემოთ აიჭრა, ის განაგრძობდა ფორსაჯით ფრენას და ჩვენს გარშემო ახალი წრის გასაკეთებლად ემზადებოდა. მე ვფიქრობდი თუ რამდენი საწვავი დარჩა მას და თუ როგორი იქნებოდა მისი ფრთდიდან ჩვენსკენ გამოშვებული რაკეტის ხედი. მეორე წარუმატებელი წრის შემდეგ, МиГ-მა გეზი ჩრდილო აღმოსავლეთით, ალ ტაქადდუმისკენ აიღო".

თვითონ დაუდის ანგარიშში არაა ნახსენები ამერიკულ თვითმფრინავის თავზე გადაფრენა, მაგრამ ის რეზუმირებას უკეთებს “Battleaxe 41”-ზე განხორციელებულ გაბედულ იერიშს. "Hornet-ის ჩამოგდების შემდეგ მის უკან კიდევ ერთი სამიზნის ბლოკირება განვახორციელე და GCI-ს ცეცხლის გახსნის ნებართვა ვთხოვე, მაგრამ GCI-მ უარი მითხრა და სამიზნის ვიზუალური ამოცნობა მომთხოვა. შედეგად მე სამიზნეს მანამდე ვუახლოვდებოდი, სანამ მანძილი ჩვენს შორის 8 კილოომეტრამდე (4,3 მილამდე) არ შემცირდა, რის შემდეგაც სამიზნის ჩასაჭერად სითბური დამიზნების თავაკის მქონე რაკეტა Р-40ТД გავააქტიურე და კვლავ მოვთხოვე GCI-ს ცეცხლის ნებართვა, მაგრამ მათ კვლავ უარით მიპასუხეს. ჩემს კითხვაზე თუ რატომ იყომ პასუხი უარყოფითი, ამიხსნეს რომ - ჩემი აფრენიდან ათი წუთის მერე ჰაერში МиГ-29 აფრინდა, რომლის კვალიც მართვის ცენტრმა დაკარგა და შიშობდნენ, რომ მე არ ამეყვანა ის გაცილებაზე. მე ვუპასუხე რომ ეს ნელა მფრინავი სამიზნეა და გამორიცხულია რომ МиГ-29 იყოს, მაგრამ ცენტრმა დაიჟინა რომ მე დამეტოვებინა სივრცე და ბაზაზე დავბრუნებულიყავი. სწორედ ამიტომაც ჩავუფრინე ასე ახლოს სამიზნე თვითმფრინავს - დღემდე მახსოვს ამ თვითმფრინავის კაბინის განათება".

"რადგანაც ჩემს გამანადგურებელს სანავიგაციო სისტემების პრობლემა ჰქონდა მე GCI-ის ვკითხე როგორ დავბრუნებულიყავი ბაზაზე, რაზეც მიპასუხეს რომ მათ დაკარგეს ჩემთან რადიოლოკაციური კონტაქტი! მე სასოწარკვეთამ მომიცვა, საწვავი უკვე თავდებოდა, ხოლო სანავიგაციო სისტემა არ მუშაობდა და რაგანაც ღამე იყო და ყველგან შუქი ჩამქრალი იყო, საორიენტაციოდ ვერანაირ სახმელეთო ობიექტებს ვერ ვარჩევდი. ერთადერთი ჰაერსაწინააღმდეგო არტილერიისა და რაკეტების ცეცხლი ჩანდა ცაში. მოულოდნელად მე დავინახე, რომ ჰადიტას რკინიგზის სადგურში შუქი ენთო და რადგანაც ვიცოდი რომ სადგური ბაზდან ჩრდილოეთით 35 კილომეტრში (19 მილში) მდებარეობდა, მე ბაზისკენ მივტრიალდი და GCI-სთან კავშირიც აღსდგა, მათ მითხრეს გადავსულიყავი საბაზისო სიხშირეზე, მაგრამ იქაც არავინ არ მპასუხობდა.

"როდესაც ბაზას მივუახლოვდი, გამანადგურებლის საფრთე შუქები ჩავრთე, რათა ხმელეთზე სცოდნოდათ რომ ეს მეგობრული გამანადგურებელია. პასუხად ჩემთვის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის განათება ჩაირთო.. მოულოდნელად სახმელეთო ოფიცერმა რაციაში დამიყვირა "არ დაეშვა ძირითად ზოლზე!". მე გავტრიალდი და მეორად ზოლზე დავეშვი (მოგვიანებით გავიგე რომ ძირითადი ზოლის ბილიკის მესამედი ავიადარტყმის შედეგად განადგურდა). როდესაც დავეშვი ხმელეთზე არავინ არ დამხვდა - ყველა ანგარში იმალებოდა. ამიტომ მე ერთ-ერთ ანგართან მივაყენე გამანადგურებელი და წევა გავზარდე, რათა შიგნით გაეგონათ - ამან ეფექტი იქონია, გააღეს კარები და გამანადგურებლით შიგნით შესვლის უფლება მომცეს. ძირითად ასაფრენი ზოლი ძლიერად იყო დაზიანებული - ყველგან ბეტონისა და რკინის ნარჩენები ეყარა".

სანამ დაუდი ჰაერში იმყოფებოდა, კადესიის ავიაბაზას ბრიტანეთის საჰაერო ძალების სამი Tornado GR 1 დაესხა თავს. იერიშის მომენტში «Foxbats»-ები ასაფრნად ემზადებოდნენ, ერთ-ერთი მათგანი სერიოზულად დაზიანდა, როდესაც Tornado-მ ასაფრენ ბილიკზე კასეტური JP233-ები ჩამოყარა - ამის შემდეგ არცერთი ერაყული МиГ-ი აღარ აფრენილა.



ერაყში მიმდინარე ბრძლების შესახებ იხილეთ თემატური სტატიები:








Friday, May 31, 2019

ნიდერლანდების არმიის ახალი კამუფლიაჟი NFP


ნიდერლანდების არმია მალე ახალ კამუფლიაჟს, სახელწოდებით NFP (Netherlands Fractal Pattern), მიიღებს.


შეიარაღებულ ძალებში კამუფლიაჟი სამი შეფერილობით იქნება მიწოდებული, ესენია - NFP-Green, NFP-Tan და NFP-Navy, მეოთხე შეფერილობა - NFP-Artic ჯერ განხილვის სტადიაშია. ხოლო ეკიპირებისთვის გამოყენებული იქნება შეფერილობა NFP-Multitone.


 

Thursday, May 30, 2019

უპილოტო Merkava Mk4-ის წინააღმდეგ

მოძრაობა "ისლამური ჯიჰადის" სამხედრო ფრთამ "ალ-ქუდსის" (al-Quds) ბრიგადამ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ასახულია თუ როგორ ახორციელებს  ებრაული არმიის ჯავშანტექნიკაზე საჰაერო ისერიშს მცირე ზომის დრონი.



ვიდეო ლივანის ტელევიზიით 30 მაისს გავრცელდა, მასზე ჩანს თუ როგორ ახორციელებს ტანკ Merkava Mk4-ზე და ჯტრ Achzarit-ზე ავიადარტყმას უპილოტო საფრენი აპარატი 

აღსანიშნავია რომ უპილოტოს მიერ გამოყენებული შეიარაღება როგორც წესი კასეტური სისტემების შემადგენლობაში შემავალ საბრძოლო ნაწილს განეკუთვნება

Game of Thrones ფანების M1A2

ბრიენას სახელობის გენერალი

Wednesday, May 29, 2019

Корнет-ით განადგურებული Merkava Mk4 და მისი ეკიპაჟი


როგორც ამბობენ ორი ცალი Корнет-ით განადგურებული ისრაელის არმიის 401-ე ბრიგადის მე-9 ბატალიონის ასმეთაურის Merkava Mk4. ტანკი სავარაუდოდ 2006 წლოის 12 აგვისტოს იქნა განადგურებული, ეკიპაჟის სამი წევრი ადგილზე დაიღუპა.

განადგურებული ტანკის ინტერიერი (პირველ ფოტოზე ასმეთაური - რომელიც ამ შემთხვევას შეეწირა)

წყარო - ShayB Memorial Web Site