Showing posts with label Merkava Mk-4. Show all posts
Showing posts with label Merkava Mk-4. Show all posts

Sunday, January 10, 2021

Merkava Mark 4 Model 400

The latest iteration of Merkava is called Mark 4 Model 400, which has a newer C2 (Command and Control) system and enhanced TROPHY (note the  the added optical sensor over the radar).



Wednesday, November 11, 2020

Size of the turret externali armour of Merkava Mk MBT

 Measuring the thickness of the externally mounted armor modules of the Merkava 4 MBT turret (that is, not accounting for the thickness of the steel backplates/turret walls).

Via alanch90 (member of "sturgeonshouse" forum).

Tuesday, November 26, 2019

Merkava Mk4M-ის ეფექტური ფოტოები

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

უბრალოდ Merkava Mk4M

Thursday, May 30, 2019

უპილოტო Merkava Mk4-ის წინააღმდეგ

მოძრაობა "ისლამური ჯიჰადის" სამხედრო ფრთამ "ალ-ქუდსის" (al-Quds) ბრიგადამ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ასახულია თუ როგორ ახორციელებს  ებრაული არმიის ჯავშანტექნიკაზე საჰაერო ისერიშს მცირე ზომის დრონი.



ვიდეო ლივანის ტელევიზიით 30 მაისს გავრცელდა, მასზე ჩანს თუ როგორ ახორციელებს ტანკ Merkava Mk4-ზე და ჯტრ Achzarit-ზე ავიადარტყმას უპილოტო საფრენი აპარატი 

აღსანიშნავია რომ უპილოტოს მიერ გამოყენებული შეიარაღება როგორც წესი კასეტური სისტემების შემადგენლობაში შემავალ საბრძოლო ნაწილს განეკუთვნება

Wednesday, May 29, 2019

Корнет-ით განადგურებული Merkava Mk4 და მისი ეკიპაჟი


როგორც ამბობენ ორი ცალი Корнет-ით განადგურებული ისრაელის არმიის 401-ე ბრიგადის მე-9 ბატალიონის ასმეთაურის Merkava Mk4. ტანკი სავარაუდოდ 2006 წლოის 12 აგვისტოს იქნა განადგურებული, ეკიპაჟის სამი წევრი ადგილზე დაიღუპა.

განადგურებული ტანკის ინტერიერი (პირველ ფოტოზე ასმეთაური - რომელიც ამ შემთხვევას შეეწირა)

წყარო - ShayB Memorial Web Site

Tuesday, July 24, 2018

Merkava Mk4-ის ახალი ვერსია


ამა წლის 19 ივლისს, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ, ახალი ტანკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ტანს "Merkava Mk4 Barak"-ი ეწოდება, ის Merkava Mk4-ის ბაზაზე შეიქმნება და მისი შეიარაღებაზე მიღება 22021 წლისთვისაა დაგეგმილი.

ახალი მანქანა შემდეგ ინოვაციებს მიიღებს:
  • ამოცანათა ახალი კომპიუტერი (ეგრეთ წოდებული "მაჰშევ მესიმა") აღჭურვილი იქნება ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით. მიიღებს ინფორმაციას როგორც ტანკის გადამწოდებებიდან, ასევე გარე წყაროებიდან (ოპერატიულოი ქსელიდან), გააანალიზებს მას და ტანკის მეთაურს საჭიროებისა და აქტუალობის რიგითობით წარუდგენს. კერძოდ, აღმოჩენილ სამიზნეებს, საშიშროების მიხედევით, მიანიჭებს პრიორიტეტულობას. შეამცირებს ეკიპაჟის დატვირთვას, გაზრდის სამიზნეების აღმოჩენის და მათი განადგურების სისწრაფესა და სიზუსტეს. აღსანიშნავია რომ, ტანკის უკვე არსებულ ვარიანტზე ("Merkava Mk4 Mem", სადაც ასო "Mem" აღნიშნავს აქტიური დაცვის სისტემა "მელი რუახს", რომელიც ასევე ცნობილია სახელწოდებით Trophy), 46 სხვადასხვა კომპიუტერი აყენია, რომლებიც ათობით გადამწოდისგან ღებულობენ ინფორმაციას და ტანკს სამიზნის პირველი გასროლით 90% განადგურების შესაძლებლობას ანიჭებენ.
  • სამიზნე მიზნებისთვის განკუთვნილი ვირტუალური რეალობის ჩაშენებული სისტემა (VR – Virtual Reality glasses) ყველა ტანკს ტრენაჟორად აქცევს. სოსტემა ტანკის ეკრანებზე ვირტუალურ რეალობას გამოსახავს: შენობები, მთიანი და ტყიანი გარემო და ასე შემდეგ. ამგვარად, ტანკი, რომელიც უდაბნოში, პოლიგონზე დგას, შესძლებს ეკიპაჟს სხვადასხვა გარემოცვაში დაუსახოს ამოცანები.
  • მეთაურისა და მემიზნის გაუმჯობესებული სამიზნეები.
  • სისტემა IronVision-ით აღჭურვილი ჩაფხუტები (ეგრეთ წოდებული გამჭვირვალე ჯავშნის პრინციპი).
  • ახალი სენსორული ეკრანები (Touch Screen).
  • მოდერნიზირებული აქტიური დაცვის სისტემა "მელი რუახ", გაიზრდება მისი ავტომატიზაციის დონე.
  • წინაღობების შესახებ მძღოლის გაფრთხილების სისტემა.
  • ლოჯისტიკის საკითხების შეცვლის განსაზღვრა (მომარაგების უზრუნველყოფა), რაც ტანკს საშუალებას მისცემს ავტონომია 30% გაზარდოს.
VR & IronVision

ასევე აღსანიშნავია რომ, ზემოთ ჩამოთვლილმა მთელმა რიგმა ღონისძიებებმა, ტანკის მეთაურს უნდა გაუქროს სარქველიდან თავის ამოყოფის სურვილი, ანუ ბრძოლის ველის საკონტროლებლად ნახევრად გარეთ ამოსვლა. როგორც ცნობილია ისრაელის არმიაში ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რაც ბრძოლის ველის მაქსიმალური კონტროლის საშუალებას იძლევა, მაგრამ მეორეს მხრივ ოფიცერთა რიგებში, ნამსხვრევებითა და ტყვიებით, დანაკარგებს საგრძნობლად ზრდის. ახალი ტანკის ტექნოლოგიები, პირდაპირ დაკვირვებასთან შედარებით, ტანკში მჯდომ მეთაურს უკეთეს მხედველობას შესთავაზებს, რაც გარეთ ამოსვლას არასაჭიროს გახდის, მაგრამ მეთაურს მაინც ექნება არჩევნის გაკეთების თავისუფალი ნება.


წყარო:
Новые подробности о танке «Меркава-4 Барак»

Saturday, July 14, 2018

Merkava Mk4 და Namer-ის კონსტრუქციული თავისებურებები ფოტოებში

Merkava Mk4-ზე ძრავის შემოწმებისა და შეცვლის მომენტი. საინტერესეოა რამდენს იწონის ეს წინა ზედა ჯავშანფილა, ასე ადვიკლად რო ეწევა ორი ადამიანი?

Merkava Mk4-ის  კორპუსის წაყობა 

Merkava Mk4-ის კოშკურა აწყობის მომენტში - საკმაოდ თხელი ფოლადის ბაზა, რომელზეც მერე გარედან მრავალშრიანი (სავარაუდოდ NERA) მაგრდება

Namer-ი ასაწყობ საამქროში და საველე მომსახურების დროს

Thursday, March 31, 2016

Merkava 4 - friendly fire

გოლანის სიმაღლეებზე მიმდინარე სატანკო სწავლებების დროს, 401-ე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა, სხვა ტანკის მიმართულებით, რომელიც საცეცხლე ზონაშ შევიდა, სანტაკო კუმულაციური ჭურვი გაისროლეს. ტანკ Merkava-4-ს ზიანი მიადგა, ეკიპაჟი არ დაზარალდა.
შემთხვევასთან დაკავშირებით ცახალი გამოძიებას აწარმოებს.


წყარო: