Tuesday, July 24, 2018

Merkava Mk4-ის ახალი ვერსია


ამა წლის 19 ივლისს, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ, ახალი ტანკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ტანს "Merkava Mk4 Barak"-ი ეწოდება, ის Merkava Mk4-ის ბაზაზე შეიქმნება და მისი შეიარაღებაზე მიღება 22021 წლისთვისაა დაგეგმილი.

ახალი მანქანა შემდეგ ინოვაციებს მიიღებს:
  • ამოცანათა ახალი კომპიუტერი (ეგრეთ წოდებული "მაჰშევ მესიმა") აღჭურვილი იქნება ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით. მიიღებს ინფორმაციას როგორც ტანკის გადამწოდებებიდან, ასევე გარე წყაროებიდან (ოპერატიულოი ქსელიდან), გააანალიზებს მას და ტანკის მეთაურს საჭიროებისა და აქტუალობის რიგითობით წარუდგენს. კერძოდ, აღმოჩენილ სამიზნეებს, საშიშროების მიხედევით, მიანიჭებს პრიორიტეტულობას. შეამცირებს ეკიპაჟის დატვირთვას, გაზრდის სამიზნეების აღმოჩენის და მათი განადგურების სისწრაფესა და სიზუსტეს. აღსანიშნავია რომ, ტანკის უკვე არსებულ ვარიანტზე ("Merkava Mk4 Mem", სადაც ასო "Mem" აღნიშნავს აქტიური დაცვის სისტემა "მელი რუახს", რომელიც ასევე ცნობილია სახელწოდებით Trophy), 46 სხვადასხვა კომპიუტერი აყენია, რომლებიც ათობით გადამწოდისგან ღებულობენ ინფორმაციას და ტანკს სამიზნის პირველი გასროლით 90% განადგურების შესაძლებლობას ანიჭებენ.
  • სამიზნე მიზნებისთვის განკუთვნილი ვირტუალური რეალობის ჩაშენებული სისტემა (VR – Virtual Reality glasses) ყველა ტანკს ტრენაჟორად აქცევს. სოსტემა ტანკის ეკრანებზე ვირტუალურ რეალობას გამოსახავს: შენობები, მთიანი და ტყიანი გარემო და ასე შემდეგ. ამგვარად, ტანკი, რომელიც უდაბნოში, პოლიგონზე დგას, შესძლებს ეკიპაჟს სხვადასხვა გარემოცვაში დაუსახოს ამოცანები.
  • მეთაურისა და მემიზნის გაუმჯობესებული სამიზნეები.
  • სისტემა IronVision-ით აღჭურვილი ჩაფხუტები (ეგრეთ წოდებული გამჭვირვალე ჯავშნის პრინციპი).
  • ახალი სენსორული ეკრანები (Touch Screen).
  • მოდერნიზირებული აქტიური დაცვის სისტემა "მელი რუახ", გაიზრდება მისი ავტომატიზაციის დონე.
  • წინაღობების შესახებ მძღოლის გაფრთხილების სისტემა.
  • ლოჯისტიკის საკითხების შეცვლის განსაზღვრა (მომარაგების უზრუნველყოფა), რაც ტანკს საშუალებას მისცემს ავტონომია 30% გაზარდოს.
VR & IronVision

ასევე აღსანიშნავია რომ, ზემოთ ჩამოთვლილმა მთელმა რიგმა ღონისძიებებმა, ტანკის მეთაურს უნდა გაუქროს სარქველიდან თავის ამოყოფის სურვილი, ანუ ბრძოლის ველის საკონტროლებლად ნახევრად გარეთ ამოსვლა. როგორც ცნობილია ისრაელის არმიაში ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რაც ბრძოლის ველის მაქსიმალური კონტროლის საშუალებას იძლევა, მაგრამ მეორეს მხრივ ოფიცერთა რიგებში, ნამსხვრევებითა და ტყვიებით, დანაკარგებს საგრძნობლად ზრდის. ახალი ტანკის ტექნოლოგიები, პირდაპირ დაკვირვებასთან შედარებით, ტანკში მჯდომ მეთაურს უკეთეს მხედველობას შესთავაზებს, რაც გარეთ ამოსვლას არასაჭიროს გახდის, მაგრამ მეთაურს მაინც ექნება არჩევნის გაკეთების თავისუფალი ნება.


წყარო:
Новые подробности о танке «Меркава-4 Барак»

No comments:

Post a Comment