პერსპექტიული, ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტა, 9М730 "Буревестник"
2018 წლის 19 ივლისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, გამოაქვეყნა პერსპექტიული სტრატეგიული შეიარაღების ოფიციალური ვიდეოსიუჟეტები. აღნიშნული შეიარაღების შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ამა წლის 1 მარტს თავის გამოსვლაში ისაუბრა.
პუტინის მიერ გაკეთებული მოხსენება იხილეთ შემდეგ ბმულზე - Не имеет аналогов - პუტინი რუსეთის საიდუმლო იარაღის შესახებ
საოკეანო მრავალფუნქციური სისტემა "Посейдон":
ახალი სტრატეგიული შეიარაღების შექმნა რუსეთის თავდაცვისუნარიანობის გამაგრებას ემსახურება. საოკეანო მრავალფუნქციური სისტემა "Посейдон" წყალქვეშა შეიარაღების პრინციპულად ახალ სახეობას წარმოადგენს, ის უპილოტო წყალქვეშა აპარატების გამოყენებას ეფუძნება.
"Посейдон"-ის მთავარ უპირატესობას მტრის კონტრზომებისგან ფაქტიურად ასპროცენტიანი დაცულობა წარმოიადგენს.
კომპლექსი რუსეთის საზღვაო ფლოტს, საავიამზიდო და საზღვაო დამრტყმელ დაჯგუფებებთან, ბრძლის საშუალებას აძლევს. მის ფუნქციაში ასევე სანაპირო ინფრასტრუქტურის საკონტინენტთაშორისო მანძლებზე განადგურებაც შედის.
რუსული მხარის განცხადების თანახმად, 2017 წლის დეკემბერში, წარმატებით დასრულდა "Посейдон"-ის ბირთვული ძალური დანადგარის გამოცდები. დღეს დასრულების სტადიაშია წყალქვეშა უპილოტო აპარატის საექსპერიმენტო დამუშავება.
საწარმოებში მიმდინარეობს აპარატის ყველა სისტემის და კონსტრუქციის შეთანხმებული მუშაობისა და საიმედოობის შემოწმება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოლიგონებზე ხორციელდება აპარატის დინამიკური მახასიათებლების შემოწმება, რეალური გაშვებები და ავტონომიურ რეჟიმში ცურვა.
"Посейдон"-ის შექმნის ყველა ღოპნისძიება გრაფიკის შესაბამისად ხორციელდება.
საბრძოლო ლაზერული კომპლექსი "Пересвет":
შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რუსეთის კომოსურმა ძალებმა პირველად მიიღეს ლაზერული შეიარაღება. კომპლექსის ათვისება ჯარებში უკვე დაიწყო. აქტიურად ხორციელდება პირადი შემადგენლობის მიერ მატერიალური ნაწილის ათვისება.
საბრძოლო მორიგეობის განსახორციელებლად მომზადებულია აუცილებელი ინფრასტრუქტურა, აშენდა სპეციალური შენობები გათვლებისა და ტექნიკის განსათავსებლად.
ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტა "Буревестник":
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა 2018 წლის 1 მარტს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რუსეთში მიმდინარეობს ბირთვულძრავიანი, შეუზღუდავი ფრენის მანძილის მქონე, ფრთოსანი რაკეტის გამოცდები.
დაბალ სიმაღლეზე მფრენი, დაბალი შემჩნევადობის ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც პრაქტიკულად შეუზღუდავ დისტანციაზე ბირთვული ქობინი მიაქვს და გააჩნია სრულიად წარმოუდგენელი ტრაექტორია და შეუძლია გზაგადამჭერი ზღუდეების შემოვლა. მისი ჩამოგდება არსებული რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებებით პრაქტიკულად შეუძლებელია.
ამ მომენტისთვის რაკეტა გეგმიურ გამოცდებს გადის, იხვეწება მისი შემადგენელი ნაწილები, ექსპერიმენტალური პარტია საფრენოსნო გამოცდებისთვის ემზადება.
კომპლექს 9М730 "Буревестник"-ის გამოცდების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე - რუსული ბირთვულძრავიანი რაკეტის წარუმატებელი გამოცდები
სარაკეტო კომპლექსი "Авангард":
რუსეთის თავდაცვითა წარმოებამ დაასრულა პრინციპულად ახალი აღჭურვილობის მქონე სარაკეტო კომპლექს "Авангард"-ის შექქმნა. უკვე დაწყებულია მისი წარმოება.
პლანირებადი ფრთოსანი ბლოკის ფრენა ატმოსფეროს მკვრივ შრეში, რამოდენჯიმე ათეული კილომეტრი სიმაღლეზე ხორციელდება. ის საკონტინენტთაშორისო დისტანციაზე ჰიპერბგერითი სიჩქარით გადაადგილდება, რომლის მაქსიმალური მნიშვნელობაც ბგერის სიჩქარეს ოცჯერ აღემატება.
მიზნისკენ ფრენისას ბლოკს შეუძლია მანევრირება განახორციელოს, როგორც გვერდით (რამოდენიმე ათას კილომეტრზე), ასევე სიმაღლეში, რაც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის მისი ტრაექტორიის განსაზღვრას შეუძლებელს ხდის.
ამ მომენტისთვის მიმდინარეობს რაკეტის ექსპულატაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
სარაკეტო კომპლექსი "Сармат":
სარაკეტო კომპლექს "Сармат"-ის მწყობრში ჩაყენება, მისი წინამორბედის, "Воевода"-ს, საბრძოლო რიგებიდან გაყვანასთან სინქრონულად განხორციელდება.
"Сармат"-ის ენერგეტიკული მაჩვენებლები, საშუალებას იძლევა რაკეტა სხვადასხვა ნომენკლატურის საბრძოლო ქობინებით აღიჭურვოს. მას შეუძლია მცირე, საშუალო, გაზრდილი და დიდი სიმძლავრის ქობინები ზიდოს.
კომპლექსის სატყორცნი გამოცდების პროგრამა წარმატებით დასრულდა, რაც კომპლექს "Сармат"-ის საფრენოსნო გამოცდებზე გადასცვლის საშუალებას იძლევა.
"Сармат"-ის სატყორცნი გამოცდების შესახებ სტატია იხილეთ ბმულზე - რუსეთში საკონტინენტთაშორისო რაკეტა "Сармат"-ის პირველი სატყორნცი გამოცდები განხორციელდა
საავიაციო სარაკეტო კომპლექსი "Кинжал":
რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში, 2017 წლის 1 დეკემბერს, საბრძოლო მორიგეობაზე დადგა კომპლექს "Кинжал"-ით აღჭურვილი საავიაციო ესკადრილია. პირადი შემადგენლობა განაგრძობს მატერიალური ნაწილის ათვისებას და სასწავლო ფრენებს.
საცდელ-საბრძოლო მორიგეობის განმავლობაში განხორციელდა 350 ფრენა, მათ შორის 70 ფრენა ჰაერში საწვავის გამართვით. 2018 წლის აპირლიდან კომპლექს "Кинжал"-ით აღჭურვილი МиГ-31-ები კასპიის ზღვის აკვატორიაში გეგმიურ მორიგეობას ეწევიან. დაწყებულია კომპლექს "Кинжал"-ის ბომბდამშენ Ту-22М3-ებიდან გამოყენებაზე მუშაობა.
მცირედი ინფორმაცია "Кинжал"-ის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე
თემატური სტატიები:
No comments:
Post a Comment