вторник, 27 июня 2017 г.

БМПТ Терминатор სირიაში გამოჩნდა

რუსეთის არმიის მიერ БМПТ-ეთი დაინტერესების შესახებ წინა კვირას ბლოგზე უკვე დავწერე (იხილეთ სტატია ბმულზე - რუსეთის არმია БМПТ "Терминатор"-ებს მიიღებს). სტატიაში ასევე საუბარი იყო აღნიშნული მანქანის რეალურ საბრძოლო ვითარებაში, კერძოდ სირიის კონფლიქტში, მოსალოდნელი გამოცდის შესახებ. და აი დღეს ეს მანქანა უკვე სირიის ტერიტორიაზე გამოჩნდა. БМПТ Терминатор-ი სირიის პრეზიდენტისთვის, ბაშარ ასადისთვის, განხორციელებულ რუსული კონტინგენტის ტექნიკის გამოფენაზე იქნა დაფიქსირებული.

P.S. მანქანაზე ტსმრ-ის ბლოკებია შეცვლილი.



გამოფენაზე წარმდგენილი ტექნიკისა და შეიარაღების სხვა ნიმუშები

Ми-24ПУ-1 - Ми-24П-ს უკრაინული მოდერნიზაცია

Ми-24ПУ-1 - Ми-24П-ს უკრაინული მოდერნიზაცია. მანქანაზე დაყენებულია ТВЗ-117ВМА-СБМ1В-02 ტიპის უფრო მძლავრი ძრავები, ელექტრო-ოპტიკური ხარვეზების სადგური "Адрос" КТ-01АВ, საფრენოსნო ინფორმაციის რეგისტრაციისა და შეგროვების სისტემა БУР-4-1-07, საავიაციო ცეცხლსასროლი შეიარაღების დამიზნების მოდერნიზირებული სამიზნე АСП-17ВПМ-В, ლაზერული სამიზნე მარკის ფორმირების სისტემა ФПМ-01кв, თანამგზავრული საავიგაციო სისტემა GРS МАР-695, ულტრამოკლე ტალღური რადიოსადგური КY-196В, ავარიული რადიოშუქურა ЕВС-406АFНМ, რადიოლოკაციური მოპასუხე GТХ-327 და სიმაღლის გადამწოდი АК-350. 
ამას გარდა პილოტებმა მიიღეს РNL-3 ტიპის ღამის ხედვის სათვალებით აღჭურვილი პოლონური, ТНL-5NV ტიპის, ჩაფხუტები.

понедельник, 26 июня 2017 г.

ბელორუსიელთა ახალი Т-72Б3

ბელორუსიის არმიამ ამ ცოტა ხნის წინ რუსეთში შესყიდული Т-72Б3-ების პარტია მიიღო. ბელორუსიელი სამხედროები მისი ექსპულატაციის შესახებ გვიყვებიან - Почти иномарка: что думают белорусские танкисты о новом Т-72Б3

საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება მძღოლ-მექანიკოსის ადგილი - აღარ არსებობს ტრადიციული საათებიანი დაფა, მის როლს ციფრული ეკრანი ასრულებს, რომელზეც საბორტე მართვისა და დიაგნოსტიკის სისტემას მთელი ინფორმაცია თვალსაჩინოდ გამოსახავს. ამავე ეკრანზე გამოდის უკანა ხედვის კამერის გამოსახულებაც (ქვედა ფოტოზე სწორედ მისი მუშაობაა ასახული)

კანადელმა სნაიპერმა შორსმსროლელობის ახალი რეკორდი დაამყარა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

როგორც ინტერნეტ რესურსი, The Globe and Mail იუწყება, კანადის არმიის ელიტარული ქვედანაყოფის სნაიპერმა, ერაყში, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი, 3540 მეტრის დისტანციაზე მოკლა.
მეთაურობა, უსაფრთხოების მიზნით, რეკორდსმენი სნაიპერის ვინაობას არ ამხელს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გასროლა სნაიპერული შაშხანა McMillan TAC-50-იდან განხორციელდა. ამასთან აღსანიშნავია რომ, სამხედრო მოსამსახურეს, დასამიზნებლად და გასასროლად სულ რაღაცა 10 წამი დასჭირდა.
The Globe and Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასროლის სიზუსტე და მანძილი ვიდეოკამერებისა და სხვა საშუალებების მეშვეობით იქნა შემოწმებული.
დიდი ხნის მანძილზე სნაიპერული სროლის მსოფლიო რეკორდი ბრიტანელ სნაიპერს, კრეიგ ჰარიის ეკუთვნოდა. რომელმაც 2009 წელს ავღანეთში, "თალიბანის" მებრძოლი, 2475 მეტრზე გაანადგურა.
2002 წელს, ოპერაცია "ანაკონდას"მსვლელობისას, კანადელი კაპრალი, რობ ფურლონგი, მოწინააღმდეგეს 2430 მეტრზე მისწვდა. ხოლო ერთი კვირით ადრე, იმავე ოპერაციის მსვლელობისას, მეორე კანადელმა სნაიპერმა, არრონ პერრიმ, მტერის დაჭრა 2310 მეტრზე მოახერხა.
მიუხედავად იმისა რომ კანადას, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან შედარებით, მცირე შეიარაღებული ძალებით გააჩნია, ის მაინც გამოირჩეულია თავისი სნაიპერებით.

წყარო:
P.S. თავს არ გამოვიდებ, მაგრამ თითქოსდა 2012 წელს ავსტრაიელმა სნაიპერებმა 2815 მეტრზე იმუშავეს წარმატებით. ამის შესახებ ბლოგზე დაიწერა - შორსმსროლელობის ახალი სნაიპერული რეკორდი

მოდერნიზირებული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ATACMS შეიარაღებაზე მისაღებად მზადაა

როგორც აშშ-ს არმია იუწყება, აშშ-ს არმიის საველე არტილერიის მე-20 პოლკის, მე-2 დივიზიონის, "В" ბატარეის სამხედრო მოსამსახურეები, М57А1 ინდექსით ცნობილი, მოდერნიზირებული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა Lockheed Martin ATACMS (Army TACtical Missile System) გამოყენების წვრთნებს გადიან. უახლოეს მომავალში უაიტ-სენდსის (ნიუ-მეხიკოს შტატი) პოლიგონზე აღნიშნული ნაწილი М57А1 ტიპის რაკეტების  და М142 HIMARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტილუის სისტმების საჯარისო "საკვალიფიკაციო" სასწავლო-საცდელ გაშვებებს განახორციელებს. აღნიშნულმა "საკვალიფიკაციო" გამოცდებმა გზა უნდა გაუხსნან 2017 წლის აგვისტო-სექტემბერში მოდერნიზირებული რაკეტის შეიარაღებაზე მიღებას და არმიაში მათი მიწოდების დაწყებას.

უესტ-სენდის პოლიგონი, 2017 წელი, ზცრს М142 HIMARS-იდან მოდერნიზირებული Lockheed Martin ATACMS (Army TACtical Missile System) М57А1 ტიპის რაკეტის გაშვება 

2014 წლის დეკემბერში, აშშ-ს არმიამ, კორპორაცია Lockheed Martin-ს, 74 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის თანახმადაც კომპანიას სამეცნიერო-კვლევითი საცდელ საკონსტრუქციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა და შეესწავლა ATACMS ტიპის Block I და Block IA რაკეტების არსებული მარაგების კასეტური ქბინების 500 ფუნტიანი (227 კგ) მონობლოკური მსხვრევად-ფუგასური საბრძოლო ქობნით შეცვლის სამოდერნიზაციო პოტენციალი.
მოდერნიზაციის შედეგად ფაქტიურად მთლიანად ხდება რაკეტის გადაკეთება - იცვლება საბრძოლო ქობინი, ყენდება ახალი თანამგზავრულ-ინერციული სანავიგაციო სისტემა და საბორტე ციფრული გამომთვლელი აპარატურა, ყენდება  ახალი ელექტრომოწყობილობები და იცვლება საჭის ყველა ამძრავი და მყარსაწვავიანი ძრავა. ამგვარი მოდერნიზაციის შედეგად, როგორც მწარმოებელი აცხადებს, М57А1 ტიპის რაკეტის სროლის მანძილი 300 კილომეტრს გადააჭარბებს, ხოლო არაოფიციალური წყაროების თანახმად 400-450 კილომეტრს მიაღწევს. მოდერნიზაციის შედეგად რაკეტების შენახვის ვადა 20 წლით გაიზრდება.
2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მაისამდე კომპანია Lockheed Martin-მა რაკეტების ექვსი საცდელი გაშვება განახორციელა. М57А1 ტიპის რაკეტის დასკვნითი, მეშვიდე გაშვება, 2017 წლის აგვისტოსთვისაა დანიშნული. ATACMS-ის როგორც სხვა წინა რაკეტები, ასევე ახალი, М57А1-იც, М142 HIMARS (ერთი რაკეტა) და М270 MLRS (ორი რაკეტა) ტიპის ცალპური ცეცხლის დანადგარებიდან გასაშვებადაა განკუთვნილი.
М57А1 ტიპის რაკეტები მიიღებენ როგორც გადაკეთებული ATACMS Block I და Block IA რაკეტებისგან, ასევე მოხდება Lockheed Martin-ის მიერ, კემდენში მდებარე (არკანზასის შტატი, მანამდე, 2014 წლამდე, ATACMS-ის რაკეტების აწყობა ტეხასის შტატში, ელ-პასოში მდებარე ქარხანაში ხდებოდა) ახალ საწარმოში სრულიად თავიდან აწყობაც. 2016 წელს, კემდენში, ATACMS-ის მოძველებული, Block IА Unitary (QRU) ტიპის რაკეტების წარმოება იყო დაწყებული, რომლებიც ასევე მონობლოკური მსხვრევად-ფუგასური ქობინებით იყო აღჭურვილი. აღნიშნული რაკეტები აშშ-ს არმიის გარდა გაერთიანებულ არაბულ საემირატოებსაც მიეწოდებოდა.
სულ 1988-დან 2014 წლამდე, ელ-პასოს ქარხანაში, წარმოებული იქნა 3700 ცალი ATACMS-ის ყველა მოდიფიკაციის რაკეტა, საიდანაც ამერიკის არმიამ 600 ცალი საბრძოლო მოქმედებებში დახარჯა, აქედან 479 ცალი 2003 წელს ერაყის ომში. ATACMS Block I ტიპის რაკეტები აშშ-ს არმიისთვის 1997 წლამდე იწარმოებოდა, ხოლო მონობლოკური Block IA 2001 წლამდე.

უესტ-სენდის პოლიგონი, 2017 წელი, ზცრს М142 HIMARS-იდან მოდერნიზირებული Lockheed Martin ATACMS (Army TACtical Missile System) М57А1 ტიპის რაკეტის გაშვება 
წყარო:

воскресенье, 25 июня 2017 г.

ISIS-მა შაჰიდომობილით ჯავშანტექნიკაზე ნადირობის ტექნიკა აითვისა


რაღაცა სასწაული დებილიზმის დონე - წესიერად წრიული თავდაცვის მოწყობა და წინაღობების დაყენება უნდა ამ საქმეს და არა მთქნარება, ბუზების თვლა და მტრის გამოჩენაზე ჰორიზონტის ყველა მიმართულებით სირბილი.

რუსული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი

АК-12, АК-15, РПК-16, АК-ს ტიპის ავტომატების სამოდერნიზაციო კომპლექტი, მოდერნიზირებული АК-101, АК-102, АК-103, АК-104, АК-105 - მოკლე ვიდეო მიმოხილვა


P.S. ვიდეოდან როგორც ჩანს ახალი АК-12 და 15-ის ლულის კოლოფის თავსახური პინით მაგრდება. ხოლო РПК-16 ლულა ეცვლება.