როგორც აშშ-ს არმია იუწყება, აშშ-ს არმიის საველე არტილერიის მე-20 პოლკის, მე-2 დივიზიონის, "В" ბატარეის სამხედრო მოსამსახურეები, М57А1 ინდექსით ცნობილი, მოდერნიზირებული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა Lockheed Martin ATACMS (Army TACtical Missile System) გამოყენების წვრთნებს გადიან. უახლოეს მომავალში უაიტ-სენდსის (ნიუ-მეხიკოს შტატი) პოლიგონზე აღნიშნული ნაწილი М57А1 ტიპის რაკეტების და М142 HIMARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტილუის სისტმების საჯარისო "საკვალიფიკაციო" სასწავლო-საცდელ გაშვებებს განახორციელებს. აღნიშნულმა "საკვალიფიკაციო" გამოცდებმა გზა უნდა გაუხსნან 2017 წლის აგვისტო-სექტემბერში მოდერნიზირებული რაკეტის შეიარაღებაზე მიღებას და არმიაში მათი მიწოდების დაწყებას.
უესტ-სენდის პოლიგონი, 2017 წელი, ზცრს М142 HIMARS-იდან მოდერნიზირებული Lockheed Martin ATACMS (Army TACtical Missile System) М57А1 ტიპის რაკეტის გაშვება
2014 წლის დეკემბერში, აშშ-ს არმიამ, კორპორაცია Lockheed Martin-ს, 74 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის თანახმადაც კომპანიას სამეცნიერო-კვლევითი საცდელ საკონსტრუქციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა და შეესწავლა ATACMS ტიპის Block I და Block IA რაკეტების არსებული მარაგების კასეტური ქბინების 500 ფუნტიანი (227 კგ) მონობლოკური მსხვრევად-ფუგასური საბრძოლო ქობნით შეცვლის სამოდერნიზაციო პოტენციალი.
მოდერნიზაციის შედეგად ფაქტიურად მთლიანად ხდება რაკეტის გადაკეთება - იცვლება საბრძოლო ქობინი, ყენდება ახალი თანამგზავრულ-ინერციული სანავიგაციო სისტემა და საბორტე ციფრული გამომთვლელი აპარატურა, ყენდება ახალი ელექტრომოწყობილობები და იცვლება საჭის ყველა ამძრავი და მყარსაწვავიანი ძრავა. ამგვარი მოდერნიზაციის შედეგად, როგორც მწარმოებელი აცხადებს, М57А1 ტიპის რაკეტის სროლის მანძილი 300 კილომეტრს გადააჭარბებს, ხოლო არაოფიციალური წყაროების თანახმად 400-450 კილომეტრს მიაღწევს. მოდერნიზაციის შედეგად რაკეტების შენახვის ვადა 20 წლით გაიზრდება.
2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მაისამდე კომპანია Lockheed Martin-მა რაკეტების ექვსი საცდელი გაშვება განახორციელა. М57А1 ტიპის რაკეტის დასკვნითი, მეშვიდე გაშვება, 2017 წლის აგვისტოსთვისაა დანიშნული. ATACMS-ის როგორც სხვა წინა რაკეტები, ასევე ახალი, М57А1-იც, М142 HIMARS (ერთი რაკეტა) და М270 MLRS (ორი რაკეტა) ტიპის ცალპური ცეცხლის დანადგარებიდან გასაშვებადაა განკუთვნილი.
М57А1 ტიპის რაკეტები მიიღებენ როგორც გადაკეთებული ATACMS Block I და Block IA რაკეტებისგან, ასევე მოხდება Lockheed Martin-ის მიერ, კემდენში მდებარე (არკანზასის შტატი, მანამდე, 2014 წლამდე, ATACMS-ის რაკეტების აწყობა ტეხასის შტატში, ელ-პასოში მდებარე ქარხანაში ხდებოდა) ახალ საწარმოში სრულიად თავიდან აწყობაც. 2016 წელს, კემდენში, ATACMS-ის მოძველებული, Block IА Unitary (QRU) ტიპის რაკეტების წარმოება იყო დაწყებული, რომლებიც ასევე მონობლოკური მსხვრევად-ფუგასური ქობინებით იყო აღჭურვილი. აღნიშნული რაკეტები აშშ-ს არმიის გარდა გაერთიანებულ არაბულ საემირატოებსაც მიეწოდებოდა.
სულ 1988-დან 2014 წლამდე, ელ-პასოს ქარხანაში, წარმოებული იქნა 3700 ცალი ATACMS-ის ყველა მოდიფიკაციის რაკეტა, საიდანაც ამერიკის არმიამ 600 ცალი საბრძოლო მოქმედებებში დახარჯა, აქედან 479 ცალი 2003 წელს ერაყის ომში. ATACMS Block I ტიპის რაკეტები აშშ-ს არმიისთვის 1997 წლამდე იწარმოებოდა, ხოლო მონობლოკური Block IA 2001 წლამდე.
უესტ-სენდის პოლიგონი, 2017 წელი, ზცრს М142 HIMARS-იდან მოდერნიზირებული Lockheed Martin ATACMS (Army TACtical Missile System) М57А1 ტიპის რაკეტის გაშვება
No comments:
Post a Comment