Saturday, March 5, 2016

უკრაინის მიერ კონფლიქტის ზონაში გამოყენებული ოტრ "Точка" და "Точка-У"-ს სია


სოციალურ ქსელ "VK"-ში, ჯგრუფ "Український Мілітарний Портал"-ზე გამოქვეყნდა ცხრილი, რომელშიც ასახულია უკრაინული არმიის მიერ 2014-2015 წლებში კონფლიქტის ზონაში გამოყენებული ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტების, 9М79М და 9М79-1 "Точка-У" და "Точка"-ს სია.
სია შედგენილია ვიდეო და ფოტო მასალების საფუძველზე, რომლებზეც  რუსულმა მხარემ რაკეტების ნარჩენები დააფიქსირა, ამიტომ სავარაუდოდ სია არასრულია.

ჩრდილოეთ კორეის 300მმ-ნი ზცრს მართვადი რაკეტებით

ჩრდილოეთ კორეის 300მ-ნი ზცრს მართვადი რაკეტებით საველე გამოცდებზე



 წყარო:
김정은제1비서 신형대구경방사포시험사격 지도 ... 박근혜실명비난 주목

BigDog-ის (АlphaDog) წინაპარი - 60-იანი წლების Walking Truck

ჯერ კიდევ შორეულ 60-იანებში, ამერიკულმა კომპანიამ, General Electric-სმა, წარმოადგინა თავისი საკმაოდ ძლიერი რობოტი, Walking Truck, რომელსაც ადვილად  შეეძლო მსუბუქი ავტომობილებისა და ჯიპების გვერდზე გადაწევა.
რობოტი Walking Truck დაპროექტდა და შეიქმნა General Electric-სის ინჟინერის, რალფ მოშეროს (Ralph Mosher) მიერ 1965 წელს.
ეს ექსპერიმენტალური, მექანიზირებული სისტემა, რომლის სრული სახელიც შემდეგნაირად ჟღერს "Cybernetic Anthropomorphous Machine" (CAM) და რომლის წონაც 1360 კგ-ს აღწევს, შეიქმნა BigDog-ის ანალოგიური მისიების შესასრულებლად - უგზოობაზე ტვირთების გადასატანად და საბრძოლო ქვეითი ქვედანაყოფებისთვის და სპეცდანიშნულების რაზმებისთვის სხვა დამხმარე ამოცანების განასხორციელებლად.
როგორც ქვევით მოყვანილი რობოტ Walking Truck-ის, რომელსაც სპეციალურად გაწვრთნილი ადამიანი მართავს, ვიდეოდან ჩანს, მას ბევრი უკლია BigDog-ის, რომელიც კომპიუტერითს პროგრამით ფუნქციონირებს, მოქნილობამდე და მანევრულობამდე. მაგრამ თავის მოუქნელობასა და გადაადგილების დაბალ სიჩქარეს, რომელიც სულ რაღაცა 8კმ/სთ-ს შეადგენდა, რობოტი თავისუფლად აკომპენსირებდა სიმძლავრით, რომელიც საკმარისი იყო იმისთვის რომ ტალახში ჩარჩენილი ჯიპი  ერთი "პანღურით" ამოეყვანა, ან წინა კიდურებით წინაღობის დანეგრევად. 
სამხედრო საქმეში რობოტოტექნიკის გამოყენების დიდი პერსპექტვიების მიუხედავად, რობოტი Walking Truck მისი პრაქტიკული გამოყენებისთვის საკმაოდ ზორბა და ნელი გამოდგა. ამიტომ მოგვიანებით კომპანია General Electric-სმა  პროგრამა CAM დახურა, ხოლო რობოტ Walking Truck-ის ერთადერთი პროტოტიპი შტატ ვირჯინიაში, Fort Eustis-ში მდებარე აშშ-ს არმიის სამხედრო ტრანსპორტის მუზეუმში (U.S. Army Transportation Museum) ინახება.




 

რობოტ Walking Truck-ის ერთადერთი პროტოტიპი შტატ ვირჯინიაში, Fort Eustis-ში მდებარე აშშ-ს არმიის სამხედრო ტრანსპორტის მუზეუმში (U.S. Army Transportation Museum) ინახება.



სწავლება Cold Response 16 ფოტოებში

 სწავლება "Cold Response 16"-ის ფარგლებში აშშ-ს საზღვაო ქვეითების, ნორვეგიელი ჯარისკაცებისა და ნიდერლანდელი და ბრიტანელი კომანდეოსების გადასხმა კომუნა ნამსუსში. ნორვეგია, 2016 წლის 3 მარტი 

მოკავშირეთა ჯავშანტექნიკა სწავლება "Cold Response 16"-ზე
 

საზღვაო დესანტირება 

2016 წლის თებერვალი, ნორვეგია. ბუნდესვერის 270-ე საჰაერო სადესანტო ასეული სწავლება "Cold Response 16"

ღია კარის დრე სწავლება "Cold Response 16"-ის ფარგლებში