Saturday, March 5, 2016

BigDog-ის (АlphaDog) წინაპარი - 60-იანი წლების Walking Truck

ჯერ კიდევ შორეულ 60-იანებში, ამერიკულმა კომპანიამ, General Electric-სმა, წარმოადგინა თავისი საკმაოდ ძლიერი რობოტი, Walking Truck, რომელსაც ადვილად  შეეძლო მსუბუქი ავტომობილებისა და ჯიპების გვერდზე გადაწევა.
რობოტი Walking Truck დაპროექტდა და შეიქმნა General Electric-სის ინჟინერის, რალფ მოშეროს (Ralph Mosher) მიერ 1965 წელს.
ეს ექსპერიმენტალური, მექანიზირებული სისტემა, რომლის სრული სახელიც შემდეგნაირად ჟღერს "Cybernetic Anthropomorphous Machine" (CAM) და რომლის წონაც 1360 კგ-ს აღწევს, შეიქმნა BigDog-ის ანალოგიური მისიების შესასრულებლად - უგზოობაზე ტვირთების გადასატანად და საბრძოლო ქვეითი ქვედანაყოფებისთვის და სპეცდანიშნულების რაზმებისთვის სხვა დამხმარე ამოცანების განასხორციელებლად.
როგორც ქვევით მოყვანილი რობოტ Walking Truck-ის, რომელსაც სპეციალურად გაწვრთნილი ადამიანი მართავს, ვიდეოდან ჩანს, მას ბევრი უკლია BigDog-ის, რომელიც კომპიუტერითს პროგრამით ფუნქციონირებს, მოქნილობამდე და მანევრულობამდე. მაგრამ თავის მოუქნელობასა და გადაადგილების დაბალ სიჩქარეს, რომელიც სულ რაღაცა 8კმ/სთ-ს შეადგენდა, რობოტი თავისუფლად აკომპენსირებდა სიმძლავრით, რომელიც საკმარისი იყო იმისთვის რომ ტალახში ჩარჩენილი ჯიპი  ერთი "პანღურით" ამოეყვანა, ან წინა კიდურებით წინაღობის დანეგრევად. 
სამხედრო საქმეში რობოტოტექნიკის გამოყენების დიდი პერსპექტვიების მიუხედავად, რობოტი Walking Truck მისი პრაქტიკული გამოყენებისთვის საკმაოდ ზორბა და ნელი გამოდგა. ამიტომ მოგვიანებით კომპანია General Electric-სმა  პროგრამა CAM დახურა, ხოლო რობოტ Walking Truck-ის ერთადერთი პროტოტიპი შტატ ვირჯინიაში, Fort Eustis-ში მდებარე აშშ-ს არმიის სამხედრო ტრანსპორტის მუზეუმში (U.S. Army Transportation Museum) ინახება.




 

რობოტ Walking Truck-ის ერთადერთი პროტოტიპი შტატ ვირჯინიაში, Fort Eustis-ში მდებარე აშშ-ს არმიის სამხედრო ტრანსპორტის მუზეუმში (U.S. Army Transportation Museum) ინახება.



No comments:

Post a Comment