Tuesday, March 1, 2016

ეკზოსკელეტი Hardiman, 1960 წელი

პროეკტ Hardiman-ის ფარგლებში სამუშაოებს კომპანია General Electric აწარმოებდა, რომელმაც პირველი მზა ნიმუში 60-იანი ლწების ბოლოს წარადგინა. ეკზოსკელეტმა სახელწოდება პროგრამის მიხედვით Hardiman  მიიღო. მისი დახმარებით ოპერატორს 1500 ფუნტი ტვირთის აწევა უნდა შესძლებოდა. ამ მოწყობილობაზე სამხედროები დიდ იმედებს ამყარებდნენ - Hardiman-ს  ავიამზიდებზე ბომბებისა და რაკეტების დატვირთვისას საკმაო სარგებლობის მოტანა შეეძლო.
მაგრამ General Electric-ის ინჟინრებმა პროგრამის დაწყებიდან ათი წლის მერეც კი ვერ შესძლეს ჩანაფიქრის რეალიზაცია. აწყობილი იქნა რამდენიმე პროტოტიპი, მათ შორის მუშა მექანიკური ხელი. Hardiman-ის უზარმაზარ საცეცს ჰიდრავლიკური ამძრაობა ჰქონდა და შეეძლო 750 ფუნტის აწევა (მიახლოებით 340 კგ). მაგრამ კონსტრუქტორების წინაშე სხვა პრობლემა წარმოიშვა - ეკზოსკელეტის მექანიკური "ფეხები". Hardiman-ის ერთ ხელიანი და ორ საყრდენ-ფეხიანი პროტოტიპი 750 კილოს იწონიდა და ამასთან დაანგარიშებული მაქსიმალური ტვირთამწეობა თვითონ მის საკუთარ წონაზე ნაკლები იყო. სწორედ მისი ასეთი წონისა და განსაკუთრებით ეკზოსკელეტის მიერ ტვირთის აწევისას, როდესაც მთელი კონსტრუქცია ვიბრირებას იწყებდა, რამაც რამდენჯერმე მისი გადაქცევა გამოიწვია, ცენტროვკის თავისებურების გამო პროგრამა დახურული იქნა. მას შემდეგ ამ მიმართულებით ახალი სამუშაოები მეოთხედი საუკუნის განმავლობაში არ გამოჩენილა.

 




No comments:

Post a Comment