Saturday, December 22, 2018

პენტაგონი F-15X ყიდვას აპირებს

პენტაგონი 12 ცალი F-15X-ის შესაძენად 1,2 მილიარდი დოლარის მოითხოვნას აპირებს


პენტაგონი გეგმავს, 2020 წლის ბიუჯეტში, 12 ცალი F-15X-ის შესაძენად, 1,2 მილიარდი დოლარი მოითხოვოს. აღნიშნული გამანადგურებელი კარგად ცნობილი F-15-ის უახლესი მოდერნიზირებული ვარიანტია. თუმცაღა აღსანიშნავია რომ, ამ ინფორმაციას ოფიციალური პირები ჯერ არ ადასტურებენ.

ასევე ცნობილია რომ, ახალი გამანადგურებლების მოთხოვნას, საჰაერო ძალების სარდლობის ავლით, პენტაგონის უმაღლესი მოხელეები აკეთებენ. ახალი F-15-ების შეძენის მიზეზად მოძველებული  F-15C-ების ძალიან გაძვირებული ტექნიკური მომსახურება და რემონტი სახელდება.

ავიაგამოფენაზე წარდგენილი, ჰაერი-ჰაერი კლასის 20 რაკეტით აღჭურვილი, F-15X 

F-15X კონფიგურაცია საკმაოდ შთამბეჭდავია, ის აღჭურვილია ფართოეკრანიანი კაბინით, JHMCS II ტიპის ჩაფხუტში ინტეგრირებული საინფორმაციო ეკრანით, ფრთის განახლებული შიდა კონსტრუქციით, ფრენის მართვის ელექტრონული სისტემით, APG-82 AESA რადარით, ფრთის პირველი და მეცხრე იარაღის გააქტიურებული  საკიდით, მეწინავე ოპერატიული პროცესორი, დაბალ პროფილური წინა საინდიკატაორო ეკრანი, გაუმჯობესებული თანამგზავრული და რადიო კავშირი, მეწინავე აქტიური დაცვის საბორტე სისტემა, ელექტრონული ბრძოლის სისტემა, დასაკიდი ინფრაწითელ სპექტრში მომუშავე კონტეინერი "Legion Pod" და ეს ჯერ არაა მოდერნიზაციის სრული ჩამონათვალი.

გამანადგურებელს შეუძილა  22 ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის ტარება, ან რვა ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტისა და 28 ცალი SDB-ს ტიპის ბომბების ტარება, ან 7 ცალი 2000 ფუნტიანი ბომბებისა და 8 ცალი ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის ტარება. საუბარია იმაზე რომ, გამანადგურებელს აქვს წარმოუდგენელი შესაძლებლობები - როგორც ტვირთამწეობაში, ასევე ფრენის მანძილში. გამანადგურებლებს შორის ის თვითონ არის ცალკე კლასი.

F-15X-ის ფართე ეკრანიანი კაბინა


წყარო:

უკრაინის არმიამ საბრძოლო ტექნიკის დიდი პარტია მიიღო


 

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, უკრაინის არმიას საბრძოლო ტექნიკის მორიგი პარტია გადასცა. მთლიანობაში არმიას შემდეგი სახის ტექნიკა გადაეცა"

  • ტანკები Т-64БВ, Т-72 და Т-80БВ
  • გამნაღმავი მანქანები
  • ქსმ БМП-1
  • ზცრს БМ-21 Град
  • თსდ 2С1 Гвоздика
  • შეჯავშნული სადაზვერვო მანქანები БРДМ-2Л1
  • სპეციალური შეჯავშნული მანქანები "Варта"
  • საზენიტო სარაკეტო კომპლექსი С-300
  • საზენიტო სარაკეტო კომპლექსი С-300ПТ
  • სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 МД
  • მოიერიშე Су-25МК
  • გამანაგურებელი МиГ-29МУ-1
  • სადესანტო-სატრანსპორტო ვერტმფრენები Ми-8 МТ
  • უპილოტოები Аист-100
  • უპილოტოები А1СМ "Фурия"
  • უპილოტოები "Подо-1"
  • უპილოტოები "Спарроу"
  • სატვირთო ავტომანქანები КрАЗ 5233
  • სატვირთო ავტომანქანები "Богдан" МАЗ 6317
  • ავტობუსები
  • შეჯავშენული სარემონტო-საევაკუაციო მანქანები
  • რემონტისა და ტექმომსახურების საშუალებები
  • ჯარების მართვის ავტომატიზირებული სისტემა  9С162 1Р "Ореанда"

საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტი რომ უკრაინის არმიამ უპილოტოების მთელი ჯოგი მიიღო. ასევე სიახლეს წარმოადგენს Т-64-ის ბაზაზე შექმნილი, მძიმე გამნაღმველი მანქანა, იაფი და ეფექტური გადაწყვეტილება. 














Friday, December 21, 2018

როგორ დახარჯო $ 1 500 000 000 იარაღსა და ეკიპირებაში?

აშშ-ს ანგარიშვალდებულების სამთავრობო ოფისმა (The Government Accountability Office - GAO) ფედერალური და სამართალდამცავი ორგანოების მიერ, იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ტაქტიკური აღჭურვილობის შესყიდვების შესახებ, ანგარიში გამოაქვეყნა. 86 გვერდიანი მოხსენება, დაწყებული გარემოს დაცვის სააგენტოთი და ფგბ (FBI)-თი დამთავრებული, 20 სხვადასხვა ფედერალური სააგენტოს შესყიდვებს ეხება.



ანგარიშიდან ირკვევა რომ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ამ ყველა სააგენტომ, ცეცხლსასროლ იარაღზე დახარჯა 38 800 000 დოლარი, 325 900 000 საბრძოლო მასალებზე და 1 140 000 000 ტაქტიკურ აღჭურვილობაზე. ცეცხლსასროლი იარაღის ყველაზე მსხვილი მყიდველი ATF (ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ბიურო - Bureau of Alcohol, Tobacco, Firearms and Explosives) გახდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღის არანაკლებ 8500 ერთეული შეიძინა. რაც შეეხება საბრძოლო მასალას - ყველაზე მეტი, 429 000 000 ვაზნა, აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო სამსახურმა შეიძინა. 


ტაქტიკურ აღჭურვილობაზე (დიდი კატეგორიაა და მასში შედის ყველაფერი, დაწყებული ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით და დამთავრებული თვითმფრინავებითა და ხომალდებით), 17 სააგენტომ ბოლო რვა წლის განმავლობაში 1,14 მილიარდი დოლარი დახარჯა. 

მათგან ოთხმა CBP, US Marshals Service, FBI და DEA-მ, თანხის ლომის წილი აითვისეს. აღნიშნული თანხის ორი მესამედი თვითმფრინავების შესაძენად დაიხარჯა, ასევე თანხის დიდი ნაწილი შეჯავშნულ ავტომანქანებზე, კამუფლირებულ ფორმაზე, ასაფეთქებელ მოწყობილობებზე და მსგავს ნივთებზე იქნა დახარჯული. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია რომ, შვიდმა სააგენტომ და მათ შორის - ATF და US Fish & Wildlife-მ, ცეცხლსასროლი იარაღისთვის მაყუჩები შეიძინა. ტაქტიკური აღჭურვილობიდან ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ შენაძენად, სხვადასხვა სახის ოპტიკური სამიზნე გახდა.

წყარო: