Tuesday, December 18, 2018

Д-400 – რუსული არმიის პერსპექტიული ბუქსირებადი ჰაუბიცა



ინტერნეტში გაჟონილი ინფორმაციის თანბახმად, რუსეთში, პერსპექტიული ბიქსირებადი, 152 მილიმეტრიანი ჰაუბიცა-ქვემეხის შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა. ახალ სისტემა თსდ 2С35 «Коалиция–СВ»-ში  გამოყენებული  2А88-ის ბაზაზე იქმნება შექმნილი.

ჰაუბიცის შექმნაზე, ეკატერინბურგში მდებარე, ОКБ-9 АО «Завод №9» მუშაობს. შესაბამისად ახალ ქვემეხს ამ საკონსტრუქციო ბიუროსთვის დამახასიათებელი საფირმო ინდექსი "Д" აქვს მინიჭებული (Д-400).

ადრე რუსულ არმიაში ვარაუდობდნენ რომ, დივიზიონის ქვემეხები, მხოლოდ თვითმავალები იქნებოდა - მუხლუხებიან ან თვლიან ბაზაზე. ამასთან მუხლუხებიან ბაზას პრიორიტეტი ჰქონდა მინიჭებული. თუმცა სრულიად გაუგებარია რაში დასჭირდა რუსეთის არმიას ეს ახალი ბუქსირებადი სისტემა. როგორც ცნობილია "Коалиция–СВ"-სა და "Мста-С" შორის ძირითადი სხვაობა, გარდა კონსტრუქციული თავისებურებებისა და გათანწყობისა, სწრაფსროლასა და გაზრდილ სროლის მანძილში მდგომარეობს. ამის უზრუნველსაყოფად "Коалиция–СВ"-ში გატარებული იქნა მთელი რიგი მეცნიერებატევადი ღონისძიებების კომპლექსი: შემუშავდა ლულის მეტალი, მისი სპირტული დანამვა გაგრილების მიზნით, ახალი დენთი მოდულური მუხტებისთვის, აალების ახალი სისტემა და კიდევ ბევრი სხვა რამე. მაგრამ ეს ყველაფერი ბუქსირებად არტილერიას არაფერში არ ესაჭიროება!

უბრალოდ იმიტომ რომ, ხელის დატენვით შეუძლებელია ბუქსირებად ქვემეხს მისცე ისეთივე სწრაფსროლა, როგორიც თსდ-ს გააჩნია. შესაბამაისად მთელი ამ ძვირადღირებული ღონისძიებების აუცილებლობაც ქრება და აქედან გამომდინარე არ არსებობს არანაირი მოგება ამ ორი სისტემის ქვემეხების უნიფიკაციაში. და ყველაზე მთავარი - ამ სისტემებისთვის არ არსებობს ტაქტიკური ნიშა თანამედროვე არმიაში.

დღეს, დაზვერვისა და მიზანჩვენების განვითარებს სერიოზული დონიდან გამომდინარე, არტილერიის პოზიციის გამოთვლა პირველივე ზალპის შემდეგ ხდება, რის შემდეგაც მას საპასუხო ცეცხლი ატყდება თავზე. ბუქსირებადი არტილერიის გათვლა დღეს უკვე სასიკვდილოდაა განწირული. ამიტომაც არაა შემთხვევითი რომ, მსოფლიოში, მეინსტრიმად იქცა მაღალმობილური არტილერია და პირველ რიგში თვლიან ბაზაზე. ბატარეა ან დივიზიონი ახორციელებს საცეცხლე იერიშს და ეგრევე ტოვებს საბრძოლო პოზიციას. ბუქსირებად არტილერიას ასეთი შესაძლებლობები არ გააჩნია, დღეს მათ მაქსიმუმს ლოკალურ კონფლიქტებში მონაწილეობა წარმოადგენს, სადაც მოწინააღმდეგეს დაზვერვის ძლიერი საშუალებები არ გააჩნია. მაგრამ ამგვარი ომისთვის, ძვირადღირებული სისტემები სულაც არაა საჭირო.


იმავე სირიაში, ერაყსა და იემენში, წარმატებით გამოიყენება ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხები და ჰაუბიცები. რუსეთისა და სხვა მრავალი არმიის რიგებში, თავის დღეებს ითვლიან 70-ნი წლების ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარები. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ამერიკული 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცა M777. ამ სისტემას BAE System-სი აწარმოებს და ის თავისი ოპონენტებისგან განსაკუთრებული სისმუბუქით გამოირჩევა. თავისი 4,2 ტონიანი მასის ფონზე, მისი ტანსპორტირება საკმაოდ მარტივია ისეთი ტიპის ვერტმფრენებით, როგორებიცაა CH-47 ან MV-22 Osprey. აღნიშნული ჰაუბიცა ძირითადად რთულ და ტექნიკისთვის გაუვალ რელიეფზე გამოიყენება. ამიტომაც არაა გასაკვირი რომ, აშშ-ს არმიისა და საზღვაო ქვეითების გარდა, ის მხოლოდ კანადელებმა, ავსტრალიელებმა და ინდიელებმა რომ შეიძინეს.

შედარებისთვის ქვემოთ მოყვანილია სხვა ბუქსირებადი ჰაუბიცების წონითი მონაცემები:

  • М198 (М777-ის წინამორბედი) – 6,9 ტონა
  • 2А65 «Мста-Б» - 7 ტონა
  • FH-70 – 9,3 ტონა
  • 2А36 «Гиацинт-Б» - 9,8 ტონა
  • TRF1 – 10 ტონა
  • FH-77 – 11,5 ტონა
  • G5 -13,5 ტონა
ყველა ამ სისტემას ნელ-ნელა თვითმავალი ქვემეხები ანაცვლებს. ფოტოების მიხედვით Д-400-ის წონა 2А65-ის შესაბამისი იქნება და ექნება ასევე საკმაოდ დიდი ზომები, რაც გამორიცხავს მისი Ми-8 ტიპის ვერტმფრენით ტრანსპორტირებას.

ასევე უცნობია, იქნება თუ არა გამოყენებული ახალ სისტემაში მოდულური სატყორცნი მუხტები, და თუ კი მაშინ რა ხერხით?

დღეისთვის Д-400-ის მხოლოდ ორი ფოტოა გავრცელებული. ქვემეხი გამწოვით, როგორც ჩანს, პირდაპირ თსდ-დან არის ნასესხები. ლაფეტი ძალიან გავს ჰაუბიცა Д-20-ის ლაფეტს. არაა გამორიცხული რომ ეს უბრალოდ საპოლიგონე დანადგარი იყოს. ამას ისიც ემატება რომ, რო ფოტოზე ორ განსხვავებულ სალულე მუხრუჭს ვხედავთ. ამასთან მსხვილი, ორკამერიანი, მუხრუჭი, ეს ОКБ-9 საფირმო ნაკეთობაა, ხოლო მეორე, პირდაპირ თსდ 2А88 «Коалиция-СВ»-დან არის გადმოტანილი.

როგორი სახით იქნება ქვემეხი შეიარაღებაზე მიღებული, ან თუ იქნება საერთოდ მიღებული - ჯერჯერობით გაურკვეველია. არაა გამორიცხული რომ ამ პროექტმა საერთოდ ვერ ნახოს გაგრძელება.

No comments:

Post a Comment