Showing posts with label თვითმავალი საარტილერიო დანადგარი. Show all posts
Showing posts with label თვითმავალი საარტილერიო დანადგარი. Show all posts

Saturday, December 21, 2019

The new photos of the Slammer - 155mm SPH form Israel

The new photos of the Slammer (Sholef) 155mm self-propelled howitzer variant of the Merkava with automatic loading system. The gun has a range of 40+ km with ERFB-BB. Two prototypes appeared in 1984 and 1986 but didn't entered production.

The Slammer is a heavily armored artillery gun mounted on a modified Merkava Mk 1 chassis. Many of these vehicles are Merkava Mk 1 that were retired after the Merkava Mk 2 and Merkava Mk 3 came into service. The Slammer has a long 52-caliber gun barrel that allows +10% range. Reload speed may be decreased to 1 for one minute every 10 minutes through use of an automatic loader. Ammunition racks are large. The Slammer is ready for autonomous operation (without an FDC) if the target's location is known within 15 seconds of a halt, using GPS, inertial navigation, and an internal fire control computer. The Slammer is also capable of direct fire on the move.

ებრაული Slammer-ის აქამდე უცნობი ფოტოები. Slammer-ი ეს არის Merkava1-ის ბაზაზე შექმნილი 155მმ თსდ. ქვემეხის სროლის მანძლი ERFB-BB ჭურვებით 40კმ-ზე მეტია. 84 და 86 წლებში აგებული იქნა ჰაუბიცის ორი პროტოტიპი და წარმატებით გაიარა გამოცდები, თუმცაღა ეკონომიკური მიზეზების გამო შეიარაღებაზე მისი მიღება არ მოხდა.

მანქანა აღჭუერვილი იყო ავტომატური დამტენითა და 52 კალიბრის ქვემეხით.


Saturday, November 9, 2019

აშშ-ს მარინესების რობოტიზირებული არტილერია

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


აშშ-ს საზღვაო ქვეითების გეგმების თანახმად, მათ რიგებში მალე უპილოტო საარტილერიო დანადგარები - თვითმავალი უპილოტო ჰაუბიცა და ასევე უპილოტო ზცრს უნდა გამოჩნდეს.

155 მმ-ნი ჰაუბიცის ორი ვარიანტია - 52 და 23 კალიბრიანი, პირველი MTVR-ის, ხოლო მეორე JLTV-ს შასიზე იქნება. ორივე ვარიანტი ავტომატური დამტენით იქნება აღჭურვილი. ასევე JLTV-ს ბაზაზე იქნება ზალპური ცეცხლის სისტემაც.






Thursday, September 5, 2019

აშშ-ს არმიის პერსპექტიული თსდ ХМ1299-ის ავტომატური დამტენი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

როგორც უკვე ცნობილია, აშშ-ს არმიის მომავლის თვითმავალი ჰაუბიცა XM1299 (სერიაში ჩაშვების შემდეგ M1299 ეწოდება), ავტომატური დამტენით იქნება აღჭურვილი. გავრცელებული ცნობების თანახმად ავტომატურ დამტენში 5 გასროლა იქნება მოთავსებული (წყარო - General artillery, SPGs, MLRS and long range ATGMs thread). ავტომატური დამტენი სწრაფსროლას წუთში 6-10 გასროლამდე გაზრდის

აშშ-ს არმიის არტილერიის პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

Wednesday, July 31, 2019

აშშ-ს არმიის ორი უახლესი თსდ - Hawkeye და Brutus საცეცხლე გამოცდებზე

აშშ-ს ეროვნული გვარდიის სარდლობის მიერ ორგანიზირებულ სწავლება Northern Strike 19-ზე, FMTV-ს ტიპის სატვირთოზე დამონტაჯებული აშშ-ს არმიის უახლესი, 155 მილმეტრიანი ჰაუბიცა გამოჩნდა.



155 მილიმეტრიანი ექსპერიმენტალური ქვემეხი, რომელმაც სახელწოდება "Brutus"-ი მიიღო, 25 ივლისს, მიჩიგანის შტატში, გრეილინგის ბაზაზე მიმდინარე სწავლება Northern Strike 19-ზე იქნა წარმოდგენილი.

აღნიშნული ქვემეხის შესახებ სტატია იხილეთ ბმულზე - აშშ-ს არმიის პერსპექტიული 155მმ-ნი ჰაუბიცა სატვირთოს ბაზაზე

თვითმავალი საარტილერიო დანადგარი კომპანიების - AM General-ისა და Mandus Group-ის მიერაა შემუშავებული და მასში ბუქსირებადი M777-ის ქვემეხია გამოუყენებული, რომელიც  FMTV (Family of Medium Tactical Vehicles)-ის ტიპის სატვირთოზეა დამონტაჟებული. უკუცემის შესამცირებლად კომპლექსი ჰიდროპნევმატური ჩამხშობითაა აღჭურვილი. ჰაუბიცა მრავალფეროვან საბრძოლო მასალებს მოიხმარს, რომლებიც ეფექტურად ანადგურებენ დაცულ და დაუცველ სამიზნეებს, ქმნის მობილური და მანევრული შენაერთებისთვის წინაღობებს და შეუძლია გამოიყენოს მანათობელი გასროლები.

ახალი ჰაუბიცის შესახებე დეტალები არ გავრცელებულა, ტუმცაღა აღინიშნა რომ აშშ-ს არმია დაინტერსებულია ახალი, უფრო მობილური და მსუბუქი საარტილერიო დანადგარებით. 


ახალამა, სატვირთოზე დამონტაჟებულმა, ჰაუბიცამ სავარაუდოდ აშშ-ს არმიასა და საზღვაო ქვეითების შეიარაღებაზე არსებული ბუქსირებადი M119 და M777 უნდა ჩაანაცვლოს. 

Northern Strike 19-ზე ასევე გამოცდილი იქნა მობილური 105 მილიმეტრიანი ქვემეხი Hawkeye, რომელიც ასევე AM General / Mandus Group-ის ერთობლივი პროექტია. ქვემეხის საცეცხლე გამოცდები აშშ-ს ეროვნული გვარდიის 122-ე საველე არტილერიის, მე-2 ბატალიონმა განახორციელა.

Hawkeye სასროლეთზე

Monday, July 22, 2019

აშშ-ს არმის მომავლის ჰაუბიცა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

აშშ-ს არმია ოფიციალურად აღიარებს, რომ პროგრამა ERCA-ს (Extended Range Canon Artillery - გაზრდილი მანძილის სალულე არტილერია) შედეგად სრულიად ახალ თვითმავალ ჰაუბიცას მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ის დაიწყო როგორც M109-ის მორიგი მოდერნიზაცია, ის გახდება არა M109A8, არამედ XM1299 (შეიარაღებაზე მიღების შემდეგ M1299).


თსდ სპირალური პროგრამით განვითარდება (აშშ-ს არმიაში მიღებული პრაქტიკაა, როდესაც სისტემა შეიარაღებაზე დგება და მერე ნელნელა ხდება მასში გაუმჯობესებების დანერგვა). პირველ რიგში აქცენტი გაკეთებულია ქვემეხზე, მისი სიგრძე 58 კალიბრი იქნება და სროლის მანძილი 38-იდან 70 კილომეტრზე ზევით გაიზრდება.

შემდეგში მოხდება ავტომატური დამტენის დაყენება, რაც უკვე არმიას ოპციონალურად მართვად პლატფორმაზე გადასვლის საშუალებას მისცემს. ანუ დანადგარი რობოტიზირებული იქნება, თუმცა ადამიანსაც შეეძლება მისი მართვა.

ანგარიშის მთლიანად - Extended Range Canon Artillery

Monday, July 1, 2019

რუსეთის არმიის არქტიკული თსდ "Магнолия"



გამოფენა Армия-2019-ზე წარმოდგენილი იქნა ორ წევრიან მუხლუხებიან გამწეზე დამონტაჟებული 120 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "Магнолия". აღსანიშნავია რომ თსდ-ში საბრძოლო ნაწილად თვითმავალი 2С31 «Вена»-ს კოშკურაა გამოყენებული.

დანადგარის მოკლე აღწერა და ტტმ-ი

Thursday, June 13, 2019

რუსეთის სადესანტო ჯარების ახალი საარტილერიო დანადგარი "Лотос"

რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია როსტექში შემავალი "ზუსტი მანქანათმშენებლობის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის" მიერ შექმნილი 120 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "Лотос". დანადგარი რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებისთვისაა განკუთვნილი ამიტომაც ის მობილურობით გამოირჩევა - მისი ზომები საჰაერო სადესანტო ოპერაციებზე აადაპტირებული. 



ვიდეო სიუჟეტში, მანქანის შექმნისა და მის ძირითად მახასიათებლებზე, მისი მთავარი კონსტრუქტორი საუბრობს - კონსტრუქტორის სიტყვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მიახლოებით შემდეგი აზრის გამოტანა შეიძლება - "გავაკეთეთ ის რაც შეგვიკვეთეს - იმათ უკეთ იციან რაც ესაჭიროებათ, მაგრამ დიდი უაზრობაა ეს სადესანტო ჯარებიო".


Tuesday, December 18, 2018

Д-400 – რუსული არმიის პერსპექტიული ბუქსირებადი ჰაუბიცა



ინტერნეტში გაჟონილი ინფორმაციის თანბახმად, რუსეთში, პერსპექტიული ბიქსირებადი, 152 მილიმეტრიანი ჰაუბიცა-ქვემეხის შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა. ახალ სისტემა თსდ 2С35 «Коалиция–СВ»-ში  გამოყენებული  2А88-ის ბაზაზე იქმნება შექმნილი.

ჰაუბიცის შექმნაზე, ეკატერინბურგში მდებარე, ОКБ-9 АО «Завод №9» მუშაობს. შესაბამისად ახალ ქვემეხს ამ საკონსტრუქციო ბიუროსთვის დამახასიათებელი საფირმო ინდექსი "Д" აქვს მინიჭებული (Д-400).

ადრე რუსულ არმიაში ვარაუდობდნენ რომ, დივიზიონის ქვემეხები, მხოლოდ თვითმავალები იქნებოდა - მუხლუხებიან ან თვლიან ბაზაზე. ამასთან მუხლუხებიან ბაზას პრიორიტეტი ჰქონდა მინიჭებული. თუმცა სრულიად გაუგებარია რაში დასჭირდა რუსეთის არმიას ეს ახალი ბუქსირებადი სისტემა. როგორც ცნობილია "Коалиция–СВ"-სა და "Мста-С" შორის ძირითადი სხვაობა, გარდა კონსტრუქციული თავისებურებებისა და გათანწყობისა, სწრაფსროლასა და გაზრდილ სროლის მანძილში მდგომარეობს. ამის უზრუნველსაყოფად "Коалиция–СВ"-ში გატარებული იქნა მთელი რიგი მეცნიერებატევადი ღონისძიებების კომპლექსი: შემუშავდა ლულის მეტალი, მისი სპირტული დანამვა გაგრილების მიზნით, ახალი დენთი მოდულური მუხტებისთვის, აალების ახალი სისტემა და კიდევ ბევრი სხვა რამე. მაგრამ ეს ყველაფერი ბუქსირებად არტილერიას არაფერში არ ესაჭიროება!

უბრალოდ იმიტომ რომ, ხელის დატენვით შეუძლებელია ბუქსირებად ქვემეხს მისცე ისეთივე სწრაფსროლა, როგორიც თსდ-ს გააჩნია. შესაბამაისად მთელი ამ ძვირადღირებული ღონისძიებების აუცილებლობაც ქრება და აქედან გამომდინარე არ არსებობს არანაირი მოგება ამ ორი სისტემის ქვემეხების უნიფიკაციაში. და ყველაზე მთავარი - ამ სისტემებისთვის არ არსებობს ტაქტიკური ნიშა თანამედროვე არმიაში.

დღეს, დაზვერვისა და მიზანჩვენების განვითარებს სერიოზული დონიდან გამომდინარე, არტილერიის პოზიციის გამოთვლა პირველივე ზალპის შემდეგ ხდება, რის შემდეგაც მას საპასუხო ცეცხლი ატყდება თავზე. ბუქსირებადი არტილერიის გათვლა დღეს უკვე სასიკვდილოდაა განწირული. ამიტომაც არაა შემთხვევითი რომ, მსოფლიოში, მეინსტრიმად იქცა მაღალმობილური არტილერია და პირველ რიგში თვლიან ბაზაზე. ბატარეა ან დივიზიონი ახორციელებს საცეცხლე იერიშს და ეგრევე ტოვებს საბრძოლო პოზიციას. ბუქსირებად არტილერიას ასეთი შესაძლებლობები არ გააჩნია, დღეს მათ მაქსიმუმს ლოკალურ კონფლიქტებში მონაწილეობა წარმოადგენს, სადაც მოწინააღმდეგეს დაზვერვის ძლიერი საშუალებები არ გააჩნია. მაგრამ ამგვარი ომისთვის, ძვირადღირებული სისტემები სულაც არაა საჭირო.


იმავე სირიაში, ერაყსა და იემენში, წარმატებით გამოიყენება ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხები და ჰაუბიცები. რუსეთისა და სხვა მრავალი არმიის რიგებში, თავის დღეებს ითვლიან 70-ნი წლების ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარები. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ამერიკული 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცა M777. ამ სისტემას BAE System-სი აწარმოებს და ის თავისი ოპონენტებისგან განსაკუთრებული სისმუბუქით გამოირჩევა. თავისი 4,2 ტონიანი მასის ფონზე, მისი ტანსპორტირება საკმაოდ მარტივია ისეთი ტიპის ვერტმფრენებით, როგორებიცაა CH-47 ან MV-22 Osprey. აღნიშნული ჰაუბიცა ძირითადად რთულ და ტექნიკისთვის გაუვალ რელიეფზე გამოიყენება. ამიტომაც არაა გასაკვირი რომ, აშშ-ს არმიისა და საზღვაო ქვეითების გარდა, ის მხოლოდ კანადელებმა, ავსტრალიელებმა და ინდიელებმა რომ შეიძინეს.

შედარებისთვის ქვემოთ მოყვანილია სხვა ბუქსირებადი ჰაუბიცების წონითი მონაცემები:

  • М198 (М777-ის წინამორბედი) – 6,9 ტონა
  • 2А65 «Мста-Б» - 7 ტონა
  • FH-70 – 9,3 ტონა
  • 2А36 «Гиацинт-Б» - 9,8 ტონა
  • TRF1 – 10 ტონა
  • FH-77 – 11,5 ტონა
  • G5 -13,5 ტონა
ყველა ამ სისტემას ნელ-ნელა თვითმავალი ქვემეხები ანაცვლებს. ფოტოების მიხედვით Д-400-ის წონა 2А65-ის შესაბამისი იქნება და ექნება ასევე საკმაოდ დიდი ზომები, რაც გამორიცხავს მისი Ми-8 ტიპის ვერტმფრენით ტრანსპორტირებას.

ასევე უცნობია, იქნება თუ არა გამოყენებული ახალ სისტემაში მოდულური სატყორცნი მუხტები, და თუ კი მაშინ რა ხერხით?

დღეისთვის Д-400-ის მხოლოდ ორი ფოტოა გავრცელებული. ქვემეხი გამწოვით, როგორც ჩანს, პირდაპირ თსდ-დან არის ნასესხები. ლაფეტი ძალიან გავს ჰაუბიცა Д-20-ის ლაფეტს. არაა გამორიცხული რომ ეს უბრალოდ საპოლიგონე დანადგარი იყოს. ამას ისიც ემატება რომ, რო ფოტოზე ორ განსხვავებულ სალულე მუხრუჭს ვხედავთ. ამასთან მსხვილი, ორკამერიანი, მუხრუჭი, ეს ОКБ-9 საფირმო ნაკეთობაა, ხოლო მეორე, პირდაპირ თსდ 2А88 «Коалиция-СВ»-დან არის გადმოტანილი.

როგორი სახით იქნება ქვემეხი შეიარაღებაზე მიღებული, ან თუ იქნება საერთოდ მიღებული - ჯერჯერობით გაურკვეველია. არაა გამორიცხული რომ ამ პროექტმა საერთოდ ვერ ნახოს გაგრძელება.

Sunday, December 2, 2018

აშშ-ს ზეშორსმსროლელი არტილერია საცდელ პოლიგონზე

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

აშშ-ს ზეშორსმსროლელი არტილერია იუმას საცდელ პოლიგონზე


M109A7 მარცხნივ და მის ბაზაზე შექმნილი ახალი, გრძელქვემეხიანი, თსდ  მარჯვნივ

აშშ-ს არმია დაჩქარებულ ტემპებში ახორციელებს საარტილერიო სისტემების მოდერნიზაციას. გაუმჯობესება შეეხება როგორც ბუქსირებად M777 ტიპის ჰაუბიცას (ლულის დაგრძელება, გაუმჯობესებული მუხტი და გაზრდილი სროლის მანძლი) და სარაკეტო შეიარაღებას, ასევე თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს, კერძოდ საუბარია თსდ M109 Paladin-ზე, რომლის უახლესი ვერსია, M109A7, უკვე მეორე წელია რაც წარმოებაშია.




აღნიშნული თსდ-ს გამოცდები იუმას საცდელ პოლიგონზე მიმდინარეობს. ჰაუბიცა მიიღებს ახალ, ზეზუსტ ჭურვს (საწარმოო ინდექსი XM1113) და გაძლიერებული სიმძლავრის მუხტს, 39-დან 58 კალიბრამდე გაზრდილ ქვემეხის ლულას, ავტომატურ დამტენს, რაც სწრაფსროლას წუთში 6-10 გასროლამდე გაზრდის. 



მოდერნიზაციის შემდეგ, თვითმავალი ჰაუბიცის სროლის მანძილი 30-იდან 70 კილომეტრამდე გაიზრდება. ახალი სისტემების პირველადი ოპერატიული მზადყოფნა 2027 წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ რუსეთის აგრესიამ და მეწინავე სისტემების შექმნა-წარმოებამ, ამ გეგმებში ცვლილებები შეიტანა. ახალი გეგმის თანახმად, საწარმოო გამოცდების დასრულება და შემკვეთისთვის ნაწარმის წარდგენა (ფაქტობრივად საჯარისო გამოცდები) 2019 წელს მოხდება, ხოლო პირველად ოპერატიულ მზადყოფნას თვითმავალმა ჰაუბიცამ 2023 წელს უნდა მიაღწიოს.





წყარო:

Tuesday, November 6, 2018

აშშ-ს არმიის პერსპექტიული 155მმ-ნი ჰაუბიცა სატვირთოს ბაზაზე


  • აშშ-ს არმიამ ექსპერიმენტალური, სატვირთოზე შემოდგმული,  155 მილიმეტრიანი ჰაუბიცა შეიმუშავა და მას ბრუტუსი (Brutus) უწოდა.


ინტერნეტ რესურს www.defence-blog.com-ის თანახმად, Brutus - ეს MTV 6X6 ტიპის სატვირთოზე დამონტაჟებული გაზრდილი მობილურობისა და საცეცხლე შესაძლებლობების მქონე 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცაა. ჰაუბიცის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.


როგორც ცნცობილია, აშშ-ს არმია დიდი ხანია უფრო მობილურ და მსუბუქ საარტილერიო დანადგარს ეძებს. მანამდე არმიის წარმომადგენლებმა, კომპანია AM General-ის მიერ წარმოდგენილი, 105 მილიმეტრიანი მობილური სისტემის, 105MWS-ის (ასევე ცნობილია როგორც HAWKEYE), მიმართ გამოიჩინეს ყურადღება. სისტემა HMMWV-ეს პიკაპზე შემოდგმულ 105 მილიმეტრიან ქვემეხს წარმოადგენდა. არაა გამორიცხული რომ, აშშ-ს არმია დაინტერესებული იყოს არსებული 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცებისა და მათთვის საჭირო ჭურვების მოდერნიზაციაში, როგორც ჩანს სწორედ ამ მიზნით მოხდა ამ სადემონსტრაციო 155 მილიმეტრიანი მობილური საარტილერიო კომპლექსის შემუშავებაც.

105MWS HAWKEYE

Tuesday, September 19, 2017

აზერბაიჯანმა ჩეხეთში 152მმ-ნი თსდ DANA-M1 CZ და 122მმ-ნი ზცრს RM-70 Vampir შეიძინა

18 სექტემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, სტრატი აიღო მეზობელი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ფართომაშტაბიანმა სწავლებამ.
სწავლებაშ ჩართულია 15 000 სამხედრო მოსამსახურე, 150-ზე მეტი ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 120-მდე სარაკეტო-საარტილერიო დანადგარი, ზცრს-ები და ნაღმტყორცნები, ასევე საბრძოლო ავიაციის 20 ერთეული საფრენი აპარატი, რადიოელექტრონული დაზვერვის სახალი საშუალებები და უპილოტო საფრენი აპრატები.
ამ სწავლებაზე აზერბაიჯანულმა მხარემ პირველად გამოაჩინა 122 მილიმეტრიანი ზცრს RM-70 Vampir და 152 მილიმეტრიანი თსდ DANA, რომელიც ფოტოების მიხედვით, ჩეხური კომპანია Excalibur Army-ს მიერ, ექსპორტზე შეტავაზებული, მოდერნიზირებული DANA-M1 CZ უნდა იყოს (მწარმოებლის ოფიციალური საიტი - DANA-M1 CZ).

DANA-M1 CZ

RM-70 Vampir




წყარო:

Tuesday, June 6, 2017

ფინეთის Κ9 Thunder

ფინეთმა, ამ ბოლო დროს შეიარაღების შესყიდვების გაძლიერებული მცდელობების ფარგლებში, უკვე შეიძინა სამხრეთ კორეული Κ9 Thunder-ის ტიპის 48 ცალი ჰაუბიცა. აღნიშნული ჰაუბიცის ყიდვა მცირე კონკურსის შემდეგ გადაწყდა, რომელშიც სხვათა შორის თურქული T-155 Firtina-ც მონაწილეობდა. პირველი ჰაუბიცები ფინეთს უკვე გადაეცა, სწორედ ერთ-ერთი ამ პირველი მანქანის ფოტოსურათი გავრცელდა ინტერნეტში, რომელზეც მომავალი ჩვენება-აღლუმისთვის Κ9 Thunder-ის ჰაუბიცის ტრანსპორტირებაა აღბეჭდილი.
ფინეთმა სამხრეთ კორეის მარაგებიდან აღნიშნული მანქანები 146 მილიონ ევროდ შეიძინა. როგორც ადგილობრივი მასმედია აღნიშნავს, ჰაუბიცები ფასი/ეფექტურობის მხრივ საუკეთესო გადაწყვეტილება იყო და ამას გარდა იყო ერთადერთი, რომელის მიწოდებაც დაუყოვნებლივ შეიძლებოდა. ყველაფერთან ერთად აღნიშნული მანქანა ფინეთის არმიის წვევამდელებისთვის ყველაზე შესაბამისად ჩაითვალა.
კორეული წარმოების Κ9 Thunder-ის ტიპის ჰაუბიცები ფინური წარმოების BMS-ებითა და ციფრული რაციებით აღიჭურვება და საბჭოთა წარმოების ჰაუბიცებს ჩაანაცვლებს. რითაც ფინურ არმიაში 152 მილიმეტრიდან NATO-ს სტანდარტების 155 მილიმეტრზე გადასვლა განხორციელდება.
მიუხედავად იმისა რომ, ოფიცერთა და სერჟანტთა სწავლებისთვის რამოდენიმე მანქანა უკვე გადაეცა ფინეთის არმიას, ჰაუბიცების დანარჩენი პარტიის გადაცემა 2019 წლის შემდეგ დაიწყება.

Sunday, December 4, 2016

აზერბაიჯანის თვითმავალი ქვემეხი 2С31 «Вена»

შეკვეთა რამდენიმე წლის წინ გაკეთდა, 2013 წელს დაიწყო აწყობა. ეხლა როგორც ვიცი პირველად გამოჩნდა ამ დანადგარების ფოტო-ვიდეომასალა ოფიციალურ დონეზე:



Friday, September 2, 2016

120 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "ფლოკსი" (Флокс)


"სამეცნიერო-საწარმოო კორპორაცია "ურალვაგონზავოდის"" მდივან-მოადგილემ სოციალურ ქსელ www.facebook.com-ში ახალი 120 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "ფლოკსის" ფოტოები განათავსა. საარტილერიო დანადგარი სააქციონერო საზოგადოება "ბურევეტსნიკის" ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის" მიერაა შემუშავებული და შექმნილი. დანადგარის ოფიციალური დემონსტრირება გამოფენა "Армия-2016"-ზე განხორციელდება.

120 მილიმეტრიანი ავტომატიზირებული ქვემეხი "ფლოკსი" შეჯავშნულ, 6x6 სავალი ნაწილის მქონე "Урал-ВВ"-ზეა განთავსებული. მანქანის შეჯავშნული კაბინის სახურავზე 12,7მმ-ნი დისტანციური საბრძოლო მოდულია დამონტაჟებული. მართვადი იარაღისგან დაცვას ლაზერული დასხივების აღმომჩენი და ხარვეზების დამდგმელი აპარატურა უზრუნველყოფს.


წყარო: