ფინეთმა, ამ ბოლო დროს შეიარაღების შესყიდვების გაძლიერებული მცდელობების ფარგლებში, უკვე შეიძინა სამხრეთ კორეული Κ9 Thunder-ის ტიპის 48 ცალი ჰაუბიცა. აღნიშნული ჰაუბიცის ყიდვა მცირე კონკურსის შემდეგ გადაწყდა, რომელშიც სხვათა შორის თურქული T-155 Firtina-ც მონაწილეობდა. პირველი ჰაუბიცები ფინეთს უკვე გადაეცა, სწორედ ერთ-ერთი ამ პირველი მანქანის ფოტოსურათი გავრცელდა ინტერნეტში, რომელზეც მომავალი ჩვენება-აღლუმისთვის Κ9 Thunder-ის ჰაუბიცის ტრანსპორტირებაა აღბეჭდილი.
ფინეთმა სამხრეთ კორეის მარაგებიდან აღნიშნული მანქანები 146 მილიონ ევროდ შეიძინა. როგორც ადგილობრივი მასმედია აღნიშნავს, ჰაუბიცები ფასი/ეფექტურობის მხრივ საუკეთესო გადაწყვეტილება იყო და ამას გარდა იყო ერთადერთი, რომელის მიწოდებაც დაუყოვნებლივ შეიძლებოდა. ყველაფერთან ერთად აღნიშნული მანქანა ფინეთის არმიის წვევამდელებისთვის ყველაზე შესაბამისად ჩაითვალა.
კორეული წარმოების Κ9 Thunder-ის ტიპის ჰაუბიცები ფინური წარმოების BMS-ებითა და ციფრული რაციებით აღიჭურვება და საბჭოთა წარმოების ჰაუბიცებს ჩაანაცვლებს. რითაც ფინურ არმიაში 152 მილიმეტრიდან NATO-ს სტანდარტების 155 მილიმეტრზე გადასვლა განხორციელდება.
მიუხედავად იმისა რომ, ოფიცერთა და სერჟანტთა სწავლებისთვის რამოდენიმე მანქანა უკვე გადაეცა ფინეთის არმიას, ჰაუბიცების დანარჩენი პარტიის გადაცემა 2019 წლის შემდეგ დაიწყება.
No comments:
Post a Comment