თანამედროვე ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებით აღჭურვილი რუსული Су-35С-ები სირიაში (საბორტე ნომერი წითელი 03 და 05)
რუსული ტელეარხების, RT და ТВ "Звезда"-ს 2016 წლის 5 თებერვას გასულ ვიდეოსიუჯეტში ხდება იმ უახლესი Су-35С-ების დემონსტრირება, რომლებმაც სირიაში, ხმეიმში ბაზირებული რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების დაჯგუფების შემადგენლობაში დაიწყეს საბრძოლო ფრენები.
ტელეარხ RT-ს ვიდეოში ჩანს Су-35С საბორტე ნომერით "წითელი 03", რომელსაც დასაკიდი შეიარაღების სახით 6 ცალი ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტა მიაქვს - ორი ცალი ახლო მანძილის Р-73 (ან РВВ-МД), ორი სითბურთავაკინი საშუალო მანძილის Р-27Т და ორი ცალი უახლესი, აქტიურ რადიოლოკაციურ თავაკიანი საშუალო მანძილის РВВ-СД.
ტელეარხ "Звезда"-ს ვიდეოში ანალოგიური შეიარაღება მიაქვს საბორტე ნომერი "წითელი 06"-ის მქონე Су-35С-ს, ხოლო მანქანა ნომრით "წითელი 05" მხოლოდ ერთი ცალი რაკეტა РВВ-СД-თია აღჭურვილი. ეს რუსეთის საჰაერო ძალების სამწყობრო მანქანებზე რაკეტა РВВ-СД-ეს გამოჩენის პირველი შემთხვევაა.