M1A2SEP v.3, აბრამსისი უახლესი ვერსია (ტანკის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - AUSA-2015–ზე General Dynamics Land Systems-მა М1А2 SEP v.3 წარმოადგინა), ჯერ საცდელ ვარიანტში - ფოტოზე ჯავშნის წონის იმიტატორებს ვხედავთ - ორი რამის შენიშვნა შეიძლება:
- წონის იმიტატორები საკმაოდ მასიურებია.
- წონის იმიტატორი კორპუსის წინა ქვედა დეტალზეც აყენია.
თუმცა აქ საკითხავი კიდევ სხვა რამეც არის - ეს პროტოტიპი რომელი მოდელის ბაზაზეა აწყობილი - ეს თუ SEP v.2, რომელსაც ისედაც გაძლიერებული ჯავშანი ჰქონდა და კიდევ ასე უძლიერებენ, მაშინ საღოლ ამათ და საღოლ რუსებს ახალი ქვეკალიბრული ჭურვების შექმნისთვის, მაგრამ სავარაუდოდ ეს რომელიღაცა მოძველებული M1A1 უნდა იყოს, რომელსაც ურანის ჯავშანიც კი არ უყენია, და სწორედ ამიტომაცაა ამხელა იმიტატორები.
No comments:
Post a Comment