ამერიკული კომპანია Textron Systems და სახელმწიფო კონცერნი "Укроборонпром" უკრაინის არმიისთვის გადაცემულ ყველგანმავალ HMMWV-ეს SCTV - Survivable Combat Tactical Vehicle-ს, ანუ ეგრეთ წოდებული "დაზიანებაგამძლე ტაქტიკური საბრძოლო მანქანის" დონემდე მოდერნიზაციის მიზნით, რომელსაც MRAP-ის სტანდარტის დაცვა გააჩნია, საწარმოო კოოპერაციას შექმნიან (ამ მანქანის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - SURVIVABLE COMBAT TACTICAL VEHICLE (SCTV) - ანუ საუკეთესო HMMWV–ე)
შესაბამისი ხელშეკრულება Textron Systems-სა და "Укроборонпром"-ის შემადგენლობაში შემავალ სახელმწიფო საწარმოო "Спецтехноэкспорт"-ს შორის გაფორმდა. ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია, 25-28 იანვარს, ლონდონში გამართულ ჯავშანტექნიკის საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინულმა მხარემ გაასაჯაროვა.
ხელშეკრულების თანახმად, ამერიკულმა Textron Systems-მა უნდა უზრუნველყოს SCTV ვერსიის სამი ცალი HMMWV-ეს აწყობა და უკრაინული მხარისთვის მიწოდება. ასევე ამერიკულმა მხარემ უკრაინელ პარტნიორს უნდა გადასცეს შესაბამისი ტექნოლოგიები, რათა "Укроборонпром"-ის საწარმოო სიმძლავრეებზე მოხერხდეს ყველგანმავლების დამოუკიდებლად მოდერნიზაცია. ხელშეკრულობის მოცულობა და სხვა დეტალები არ გახმოვანებულა.
კონფერენციაზე გაკეთებული განცხადენის თანახმად - "SCTV პროგრამით მოდერნიზაცია ითვალისწინებს V-სებურ ფსკერიან რულიად შეჯავშნული მონობლოკური კაფსულის დაყენებას, რაც ამ კლასის მანქანებში დაცვის ყველაზე მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. ამას გარდა მოდერნიზირებული ძრავა და გაუმჯობესებული დაკიდება ჯავშანმანქანის მაღალ მწარმოებლობას და მობილურობას უზრუნველყოფს".
თავდაცვით სფეროში სააგენტო "Интерфакс-Украина"-ს წყაროების მონაცემების თანახმად, სამივე მოდერნიზირებული ყველგანმავლის უკრაინაში მიწოდებას Textron Systems-ი 2016 წელს განახორციელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, ხელშეკრულების შემსრულებლად სახელმწიფო კონცერნ "Укроборонпром"-ის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო საწარმოო "Львовский бронетанковый завод" განიხილება, რომელსაც NATO-ს ქვეყნებთან ანალოგიური სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გამოცდილება გააჩნია. "ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს მოდერნიზაციის შესაძლებლობას და მათ შორის მესამე ქვეყნების ანგარიშისთვისაც" - დააზუსტა სააგენტოს წყარომ.
უკრაინული სამხედრო უწყების თანახმად, აშშ-ს მთავრობამ, უკრაინის არმიას დახმარების ფარგლებში 260 ცალი ყველგანმავალი HMMWV გადასცა (ბლოგზე ამის შესახებ ვწერდი - ამერიკამ უკრაინას შეჯავშნული HMMWV M-1151–ბის პირველი პარტია მიაწოდა)
წყარო:
No comments:
Post a Comment