суббота, 6 июня 2015 г.

დამწვარი F-35B-ს ფოტოები

გასული წლის 13 ივნისს ერთი F-35B ხანძარმა იმსხვერპლა, რომელიც მას დაჯდომის შედეგად გაუჩნდა. ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - დამწვარი F-35B
როგორც ირკვევა ხანძარი ძრავაში ზეთის სარქველის გაუმართაობამ გამოიწვია, რის შედეგადაც გამანადგურებლის 70% დაიწვა და ის აღდგენას აღარ ექვემდებარება:

вторник, 2 июня 2015 г.

M-16 vs G-36 (შედარებითი გამოცდა სიზუსტეში)

საკმაოდ საინტერესო გრაფიკა G-36–სა და M-16-ის სიზუსტის შესახებ. როგორც გახსოვთ, ბლოგზე G–36–ის პრობლემების შესახებ უკვე ვწერდით – გერმანიის არმია შაშხანა G–36 იწუნებს, ამჯერად წარმოგიდგენთ მისი გამოცდების შედეგებს:

შედარებითი გამოცდები M-16A2–სა და G–36–ს შორის განხორციელდა, სროლები ხდებოდა როგორც ცივი ასევე გახურებული იარაღიდან (სავარაუდოდ 150 გასროლის შემდეგ). მწვანე და წითელი ფერები გერმანული შაშხანის მოხვედრების შუა წერტილებია ცივ და ცხელ მდგომარეობაში, ხოლო ყვითელი და იისფერი ამერიკული M-16A2-ის სიზუსტეს უჩვენებს (გამოცდები 100, 200, 300 და 400 მეტრზე განხორციელდა)
დოკუმენტის ბმული:
G36 Zwischenergebnis Anlage 2 G36 warm 100 m 200 m 300 m und 400 m Vergleich M16

понедельник, 1 июня 2015 г.

ერაყის არმიამ ქ. მოსულის ბრძოლებში 2300 დაჯავშნული HMMWV დაკარგა

ერაყის პრემიერ მინისტრის, ჰეიდარ ალ აბადის განცხადების თანახმად, ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქის, მოსულის, დაკარგვის შედეგად, ერაყულმა არმიამ 2300 ცალი დაჯავშნული HMMWV დაკარგა.
ეს საკმაოდ ძვირი დანაკარგია და ამას ისიც ემატება რომ ეს სატრანსპორტო საშუალებებიისლამური სახელმწიფოს (IS) ხელში აღმოჩნდა.
გასულ წელს აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყისთვის გაზრდილი ჯავშანდაცვით, ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა მოწყობილობებით აღჭურვილი 1000 ცალი HUMVEE–ს მიყიდვის ნებართვა გასცა. ეს შესყიდვა ერაყს 579 მილიონი დოლარი დაუჯდება.


წყარო: