Friday, January 9, 2015

ჯავშან სატვირთო – ანუ როგორ არ უნდა შეჯავშნოთ სატრანსპორტო საშუალება

უკრაინული არმიის ГАЗ-66 "Танюша" – რადიატორის ცხაურზე დინამიკური დაცვის, "Контакт-1"–ის კონტეინერები აყენია, წარმოდგენაც არ მინდა რა მოუვა მანქანის კაბინას მათი ამოქმედების შემთხვევაში.

ცნობისთვის მანქანაზე 5,148კგ ტროტილი აყენია – თითოეული კონტეინერი აღჭურვილია დინამიკური დაცვის 4С20–ის ორი ელემენტით, თოთო ელემენტში 0,26 კგ ასაფეთქებელი მასალა ПВВ-5А არის მოთავსებული, რომელიც 0,286კგ ტროტილის ექვივალენტურია, ანუ მთლიანობაში თითო კონტეინერში 0,52კგ ასაფეთქებელი მასალა (0,572კგ ტრიტილი) გვაქვს. ერთი ასეთი კონტეინერის დეტონაცია, რომელისაც კუმულაციური ჭურვი მოახდენს და პლიუს თვითონ ამ კუმულაციური ჭურვის ფუგასური ეფექტი ამ მანქანის კაბინას ჯართის გროვად აქცევს, ამას ჯობია კუმულაციურმა ჭავლმა თავისუფლად გაიაროს კაბინაში, ეკიპაჟს გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ასეთი ფუგასზე ჯდომის შემთხვევაში.

დინამიკური დაცვის, "Контакт-1"–ის კონტეინერის მაკეტი ჭრილში,კარგად ჩანს დინამიკური დაცვის ორი ელემენტი 4С20


Thursday, January 8, 2015

ნახატი "ქართველები ავღანეთის გულში"

ცნობილი ესპანელი მხატვარი, ავგუსტო ფერერ–დელმაუს მიერ შექმნილი ნახატი – "Georgia in the heart of Afghanistan"

ავტორისა და მისი შემოქმედების შესახებ უკვე ვწერდი ბლოგზე – საქართველომ ესპანელი ფერერ–დელმაუ დაიქირავა ავღანეთში ქართველების დასახატავად. დაველოდოთ ნახატების გამოქვეყნებას.

საფრანგეთის საზღვაო ძალების საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფი ერაყში საბრძოლო მისიით გაიგზავნება

ფრანგული საიტის, Mer et Marine–ს სტატიის თანახმად, საფრანგეთი გეგმავს ავიამზდი Charles de Gaulle (R91) და საავიამზიდო დამრტყმელი დაჯგუფება სპარსეთის ყურეში გაგზავნოს, სადაც ის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ოფიციალური განცხადება სავარაუდოდ 14 იანვარს მოხდება, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლლანდი, საფრანგეთის სამხრეთ ნაპირებთან ბაზირებულ ავიამზიდ, Charles de Gaulle–ს მოინახულებს.


Charles de Gaulle–ს საავიაციო არსენალში 40–მდე საფრენი აპარატი შედის, მათ შორის მოიერიშე Super Étendard, მრავალფუნქციური გამანადგურებელი Rafale M, შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი E-2C და მრავალმიზნობრივი ვერტმფრენი SA-365.

ელექტრონული ტანკი Kampfpanzer Versuchsträger 2000 (Bw)

 Kampfpanzer Versuchsträger 2000
როდესაც, 90–ბის ბოლოს, ელექტრონიკა საკმაოდ კომპაქტური და მაღალმწარმოებლური გახდა, გერმანელმა კონსტრუქტორებმა გადაწყვიტეს ენახათ რა გამოვა თუ ტანკს თანამედროვე ელექტრონიკით, სხვადასხვა დისფლეებით, სხვადასხვა სიხშირის ვიდეოკამერებით და უამრავი სხვა სისტემებით, აღჭურვავდნენ. სწორედ ამისთვის მათ ააწყვეს მანქანა სახელწოდებით Kampfpanzer Versuchsträger 2000 (Bw) - ტანკ–სტენდი 2000.

ელექტრონული დანაშენი – ხედი გვერდიდან
ამ მიზნით Leopard-2–ს მოხსნეს კოშკურა და მის მაგივრად ფიქსირებული კონსტრუქცია დააყენეს, რომელშიც უამრავი ელექტრონული სისტემა ჩატენეს. ასევე ამ კონსტრუქციაში ტანკის მეთაურისა და მემიზნის სამუშაო ადგილების იმიტატორები განათავსეს. მძღოლ მექანიკოსი გათვალისწინებული არ იყო, მის ადგილას ინჟინერ–გამომცდელი იჯდა, ხოლო მართვის ხელსაწყოები ჩარევისგან დაბლოკილი იყო. ანუ მოძრაობის მიმართულებას და სიჩქარეს კოშკურაში მჯდომები მართავდნენ. აღსანიშნავია რომ მანქანის ეკიპაჟის ორი ადგილი კოშკურაში უნიფიცირებული იყო და მანქანის მართვა ნებისმიერ წევრს შეეძლო.

ელექტრონული დანაშენი – ხედი წინიდან

საინტერესო ისაა, რომ მანქანის მართვის მთელი გარემო (გასროლის იმიტაციის მქონე "სამიზნის" ჩათვლით) სრულიად ვრიტუალური იყო. უტყუარობის მიზეზით დატოვებული იქნა სამი სახის ხედვის ხელსაწყო. ორი დამოუკიდებელი მრავალფუნქციური, დღე–ღამის–მანძილმზომიანი სდგური ეკიპაჟს ყველა არსებულ მონაცემს აწვდიდა, რომელიც თანამგზავრული ნავიგაციით იყო უზრუნველყოფილი.
სწორედ აქ ფართო შესაძლებლობები გაიშალა. იმის გარდა, რომ თითოეული მანქანა მაღალხარისხიანი მზვერავი ხდებოდა, მას ასევე გააჩნდა რადიოქსელი, რომელიც მანქანებს ერთმანეთთან აკავშირებდა და მრავალფუნქციურ ეკრანებზე ტაქტიკური მდგომარეობა გამოყავდა. ადგილმდებარეობა, მეგობრული მანქანების ადგილმდებარეობა, ნაცნობი მიზნების განლაგება – და თვით კორექტირების რეჟიმი ამ მანქანების მიერ საკმაოდ ადვილად ხორციელდებოდა.

ელექტრონული დანაშენის დეტალიზაცია
რა თქმა უნდა სისტემა ჯერ ისევ ძალიან უმი იყო – ის პროტოტიპი კი არა, მხოლოდ და მხოლოდ იდეა, კონცეფცია იყო. ოპტიკოელექტრონული მოდულების ამძრავად პნევმატიკა გამოიყენებოდა, ამ მიზნით კოშკურის უკან განთავსებული იყო შეკუმშული ჰაერის ორი ბალონი.

 ტანკის ხედი წინიდან და უკნიდან
რა თქმა უნდა რაიმე პრაქტიკული გამოსავლის ნახვას არ მოელოდნენ. მანქანა იდეის დასამუშავებლად გამოიყენებოდა და სავარაუდოდ მაშინ გამოცდილი ზოგი გადაწყვეტილება დღეს უკვე ინერგება თანამედროვე საბრძოლო ტექნიკაში. ხოლო ეკიპაჟის შემცირებამდე უკვე არც თუ ისე ბევრი დარჩა. იმის გათვალისწინებით, რომ კალიბრის გაზრდა გარდაუვალია, დამტენის მოშორება ეკიპაჟიდან იძულებით მოხდება. ასევე რატომ არ უნდა ვთქვათ უარი მძღოლ–მექანიკოსზე? იმის გათვალისწინებით, რომ მძღოლ–მექანიკოსის ფუნქციებს მართვის ავტომატიზირებული–ხელოვნურიინტელექტიც შეძლებს შეთავსებას, ნაწილს კი ეკიპაჟი შეასრულებს – მისი მოშორებაც შესაძლებელია.


წყარო:Kampfpanzer Versuchsträger 2000 (Bw)

Wednesday, January 7, 2015

ამერიკული სამხედრო დახმარება ქურთებს

აშშ–ს თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების დეპარტამენტმა ერაყელ ქურთებს ნაღმმდგრადი მანქანები, MRAP Caiman MTV-ები მიაწოდა. ტექნიკის მიწოდება რეგიონში ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს, ISIL–ის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდა.
პენტაგონის მიერ გავრცელებული ფოტოებზე ჩანს სტრატეგიული თვითმფრინავიდან, C–17–იდან, აღნიშნული მანქანების, ერაყში, ქალაქ ერბალში ჩამოტვირთვის პროცესი.
საერთაშორისო კოალიცია ქურთებს სამხედრო დახმარებას უწევს, მათ შორის სამხედრო ტექნიკის, აღჭურვილობისა, საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების გადაცემის სახით. აშშ–ს გარდა, ქურთებს კოალიციის სხვა ქვეყნებიც ეხმარებიან, შარშან გერმანიამ ქურთ მებრძოლებს შემდეგი სახის სამხედრო აღჭურვილობა გადასცა – 8000–მდე ავტომატური შაშხანა G–36, ტსმრ Milan, ხტყ Panzerfaust 3, ავტომანქანები Wolf Unimog და 5 ცალი ჯავშანმანქანა Dingo. ევროპული ქვეყნებიდან ქურთებს ასევე ეხმარება იტალიური მხარეც, რომელმაც ერაყში შემდეგი ახის შეიარაღება გააგზავნა – РПГ-7 და РПГ-9 გასროლები, 100 ცალი 7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევი და 100 ცალი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი Browning M2. დანარჩენებს არც საფრანგეთი ჩამორჩა და მანაც შეიტანა თავისი წვლილი ქურთების აღჭურვაში, თუმცა დაზუსტებითი ინფორმაცია მათ მიერ გაწეული დახმარებისა ჯერ უცნობია.

ასევე იხლიეთ:



წყარო:
Amerykańskie pojazdy MRAP dla irackich Kurdów

Tuesday, January 6, 2015

დღის ფოტო – ცენტროვკა დაკარგული Су-24

ხანდახან ასეც ხდება – როდესაც საწვავი არაა ავზებში და უკან საყრდენი არა აქვს შეგებული სიმძიმის ცენტრი უკან ინაცვლებს და ის ყალყზე დგება

ამიტომაც მუზეუმში ასე ხდება ხოლმე ხანდახან, მაგრამ აქ მთავარი მაინც ყვავია :)

და ესეც Ту-22



Monday, January 5, 2015

უკრაინული არმიის ახალი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი

5 იანვარს უკრაინის არმიისთვის გადაცემული ტექნიკის რიგებში ასეთი საინტერესო მანქანაც იყო – დისტანიცური საბრძოლო მოდული "Сармат"–ით აღჭურვილი ჯავშანმანქანა "Спартан". 

უკრაინული არმიის გარემონტებული ტექნიკის ახალი პარტია


2014 წლის 5 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ, თავდაცვის მინისტრმა, სტეფანე პოლოტორაკმა და გენშტაბის მეთაურმა ვიქტორ მუჟენკომ მონაწილეობა მიიღეს უკრაინის არმიისთვის გარემონტებული საბრძოლო ტექნიკის მორიგი პარტიის გადაცემის ცერემონიალში. ცერემონიალი ჟიტომირის ოლქში, ოზერნოეს აეროდრომზე განხორციელდა.
მთლიანობაში უკრაინის არმიამ 150 ერთეული გარემონტებული და მოდერნიზირებული ტექნიკა მიიღო, მათ შორის 50 ცალი БМП-2, შეჯავშნული გამწეები МТ-ЛБ, 203მმ–იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი 2С7 "Пион", 122მმ–ნი თვითმავალი ჰაუბიცა 2С1 "Гвоздика", 82მმ–ნი ავტომატური ნაღმტყორცნი 2Б9 "Василек", ასევე ოთხი გარემონტებული გამანადგურებელი – ორი МиГ-29 და ორიც Су-27.