среда, 7 января 2015 г.

ამერიკული სამხედრო დახმარება ქურთებს

აშშ–ს თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების დეპარტამენტმა ერაყელ ქურთებს ნაღმმდგრადი მანქანები, MRAP Caiman MTV-ები მიაწოდა. ტექნიკის მიწოდება რეგიონში ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს, ISIL–ის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდა.
პენტაგონის მიერ გავრცელებული ფოტოებზე ჩანს სტრატეგიული თვითმფრინავიდან, C–17–იდან, აღნიშნული მანქანების, ერაყში, ქალაქ ერბალში ჩამოტვირთვის პროცესი.
საერთაშორისო კოალიცია ქურთებს სამხედრო დახმარებას უწევს, მათ შორის სამხედრო ტექნიკის, აღჭურვილობისა, საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების გადაცემის სახით. აშშ–ს გარდა, ქურთებს კოალიციის სხვა ქვეყნებიც ეხმარებიან, შარშან გერმანიამ ქურთ მებრძოლებს შემდეგი სახის სამხედრო აღჭურვილობა გადასცა – 8000–მდე ავტომატური შაშხანა G–36, ტსმრ Milan, ხტყ Panzerfaust 3, ავტომანქანები Wolf Unimog და 5 ცალი ჯავშანმანქანა Dingo. ევროპული ქვეყნებიდან ქურთებს ასევე ეხმარება იტალიური მხარეც, რომელმაც ერაყში შემდეგი ახის შეიარაღება გააგზავნა – РПГ-7 და РПГ-9 გასროლები, 100 ცალი 7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევი და 100 ცალი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი Browning M2. დანარჩენებს არც საფრანგეთი ჩამორჩა და მანაც შეიტანა თავისი წვლილი ქურთების აღჭურვაში, თუმცა დაზუსტებითი ინფორმაცია მათ მიერ გაწეული დახმარებისა ჯერ უცნობია.

ასევე იხლიეთ:



წყარო:
Amerykańskie pojazdy MRAP dla irackich Kurdów

Комментариев нет:

Отправить комментарий