четверг, 8 января 2015 г.

ელექტრონული ტანკი Kampfpanzer Versuchsträger 2000 (Bw)

 Kampfpanzer Versuchsträger 2000
როდესაც, 90–ბის ბოლოს, ელექტრონიკა საკმაოდ კომპაქტური და მაღალმწარმოებლური გახდა, გერმანელმა კონსტრუქტორებმა გადაწყვიტეს ენახათ რა გამოვა თუ ტანკს თანამედროვე ელექტრონიკით, სხვადასხვა დისფლეებით, სხვადასხვა სიხშირის ვიდეოკამერებით და უამრავი სხვა სისტემებით, აღჭურვავდნენ. სწორედ ამისთვის მათ ააწყვეს მანქანა სახელწოდებით Kampfpanzer Versuchsträger 2000 (Bw) - ტანკ–სტენდი 2000.

ელექტრონული დანაშენი – ხედი გვერდიდან
ამ მიზნით Leopard-2–ს მოხსნეს კოშკურა და მის მაგივრად ფიქსირებული კონსტრუქცია დააყენეს, რომელშიც უამრავი ელექტრონული სისტემა ჩატენეს. ასევე ამ კონსტრუქციაში ტანკის მეთაურისა და მემიზნის სამუშაო ადგილების იმიტატორები განათავსეს. მძღოლ მექანიკოსი გათვალისწინებული არ იყო, მის ადგილას ინჟინერ–გამომცდელი იჯდა, ხოლო მართვის ხელსაწყოები ჩარევისგან დაბლოკილი იყო. ანუ მოძრაობის მიმართულებას და სიჩქარეს კოშკურაში მჯდომები მართავდნენ. აღსანიშნავია რომ მანქანის ეკიპაჟის ორი ადგილი კოშკურაში უნიფიცირებული იყო და მანქანის მართვა ნებისმიერ წევრს შეეძლო.

ელექტრონული დანაშენი – ხედი წინიდან

საინტერესო ისაა, რომ მანქანის მართვის მთელი გარემო (გასროლის იმიტაციის მქონე "სამიზნის" ჩათვლით) სრულიად ვრიტუალური იყო. უტყუარობის მიზეზით დატოვებული იქნა სამი სახის ხედვის ხელსაწყო. ორი დამოუკიდებელი მრავალფუნქციური, დღე–ღამის–მანძილმზომიანი სდგური ეკიპაჟს ყველა არსებულ მონაცემს აწვდიდა, რომელიც თანამგზავრული ნავიგაციით იყო უზრუნველყოფილი.
სწორედ აქ ფართო შესაძლებლობები გაიშალა. იმის გარდა, რომ თითოეული მანქანა მაღალხარისხიანი მზვერავი ხდებოდა, მას ასევე გააჩნდა რადიოქსელი, რომელიც მანქანებს ერთმანეთთან აკავშირებდა და მრავალფუნქციურ ეკრანებზე ტაქტიკური მდგომარეობა გამოყავდა. ადგილმდებარეობა, მეგობრული მანქანების ადგილმდებარეობა, ნაცნობი მიზნების განლაგება – და თვით კორექტირების რეჟიმი ამ მანქანების მიერ საკმაოდ ადვილად ხორციელდებოდა.

ელექტრონული დანაშენის დეტალიზაცია
რა თქმა უნდა სისტემა ჯერ ისევ ძალიან უმი იყო – ის პროტოტიპი კი არა, მხოლოდ და მხოლოდ იდეა, კონცეფცია იყო. ოპტიკოელექტრონული მოდულების ამძრავად პნევმატიკა გამოიყენებოდა, ამ მიზნით კოშკურის უკან განთავსებული იყო შეკუმშული ჰაერის ორი ბალონი.

 ტანკის ხედი წინიდან და უკნიდან
რა თქმა უნდა რაიმე პრაქტიკული გამოსავლის ნახვას არ მოელოდნენ. მანქანა იდეის დასამუშავებლად გამოიყენებოდა და სავარაუდოდ მაშინ გამოცდილი ზოგი გადაწყვეტილება დღეს უკვე ინერგება თანამედროვე საბრძოლო ტექნიკაში. ხოლო ეკიპაჟის შემცირებამდე უკვე არც თუ ისე ბევრი დარჩა. იმის გათვალისწინებით, რომ კალიბრის გაზრდა გარდაუვალია, დამტენის მოშორება ეკიპაჟიდან იძულებით მოხდება. ასევე რატომ არ უნდა ვთქვათ უარი მძღოლ–მექანიკოსზე? იმის გათვალისწინებით, რომ მძღოლ–მექანიკოსის ფუნქციებს მართვის ავტომატიზირებული–ხელოვნურიინტელექტიც შეძლებს შეთავსებას, ნაწილს კი ეკიპაჟი შეასრულებს – მისი მოშორებაც შესაძლებელია.


წყარო:Kampfpanzer Versuchsträger 2000 (Bw)

Комментариев нет:

Отправить комментарий