Showing posts with label კონცეფცია. Show all posts
Showing posts with label კონცეფცია. Show all posts

Tuesday, November 6, 2018

ფიქრები საქართველოს მობილური არმიის შესახებ

ქვემოთ მოყვანილ ვიდეოზე ესპანური 120 მილიმეტრიანი მობილური ნაღმტყორცნია აღბეჭდილი. ნაღმტყორცნი საკმაოდ დიდი მოქნილობითა და მობილურობით ხასიათთდება


მსგავსი კომპლექსი უკრაინელებმაც წარადგინეს (იხილეთ ბმული - უკრაინის ახალი თვითმავალი ნაღმტყორცნი "Барс-8ММК" გამოცდებზე).

მსგავს სისტემებს აუარება პლიუსი გააჩნია:

  • მობილურობა.
  • სწრაფი გაშლა და აკეცვა.
  • დამიზნების ავტომატიზირებული სისტემა.
  • მე-2 და მე-3 პუქნტის წყალობით "ისროლე და გაიქეცის" პრინციპი (Shoot and Scoot).
  • სიიაფე სხვა თვითმავალ სისტემებთან შედარებით (სატრანსპორტო საშუალება მაინც სჭირდება ბუქსირებად 120 მილიმეტრიანს, შესაბამისად მობლურად გადაკეთება ძაან არ გააძვირებს კომპლექსს, ძირითადი ღირებულება მაინც ელექტრონულ შიგთავსზე წავა).


ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ქართული არმიის მცირერიცხოვან და მობილურ კონცეფციაში, ამგვარი იაფი კომპლექსები საკმაოდ კარგად ჯდება - იფაი, მოქნილი და სწრაფი.

შესრულების ვარიანტები ათასნაირი შეიძლება იყოს - გინდა დიდგორი და გინდა სხვა ყველგანმავალი და პლიუს ბევრიც არაა საჭირო. დღევანდელი შტატით 120 მილიმეტრიანები ბრიგადის დონეზეა, სულ 4 ბრიგადაა. ვისურვებდი რომ 120 მილიმეტრიანები ბატალიონის დონეზე ყოფილიყო. 4 ბრიგადას სამ-სამი საბრძოლო ბატალიონი ყავს, გამოვიდა 12 ბატალიონი, ბატალიონზე 3 ამგვარი მანქანა, ეგეც 36 მანქანა.  პლიუს სამეთაურო მანქანები ყოველ ბატალიონზე. ეგეც კიდევ ოთხი მანქანა, სულ 40 მანქანაზეა საუბარი.

სამეთაურო მანქანები სასურველია ახლო მანძილზე მოქმედი (5-8კმ-ზე) უპილოტოებით იყოს აღჭურვილი. ასევე მანქანებს უნდა შეეძლოს მიზანჩვენების და მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაციის საბრძოლო მანქანებს შორის რეალურ დროში განაწილება, მათი გამიზვნა და საცეცხლე ამოცანის დასახვა, აღჭურვილი უნდა იყოს თანამგზავრული ნავიგაციის სისტემებით (როგორც სხვა დანარჩენი საბრძოლო მანქანები) და კავშირის როგორც რადიო ასევე სადენიანი საშუალებებით. სასურველი იქნება თუ ეს ყველაფერი საერთო საინფორმაციო ველში იქნება ინტეგრირებული და სხვა, როგორც ზემდგომი, ასევე ქვემდგომი, ეშელონებიდან მიიღებს მტრის შესახებ ინფორმაციას. ამას თუ დავუმატებთ კასეტურ, ტანკსაწინააღმდეგო, თვითდამიზნებადი ქვეჭურვებით აღჭურვილ ნაღმებს, რეალურად მკვლელ სისტემას მივიღებთ, რომელიც ბატალიონების ეფექტურობის მულტიპლიკატორი გახდება.

Monday, February 6, 2017

ჯავშანმანქანა "BASIANI RIDER"

უბრალოდ კონცეპტი
მანქანას სახელი ჯავშანმანქანა „დიდგორის“ შთაგონებით ეწოდა. დიდგორს სახელი 1121 წელს, დავით აღმაშენებლის მეთაურობით ჩატარებული სახელგანთქმული ბრძოლის აღსანიშნავად ეწოდა. ახალი ქართული, მრავალფუნქციური დაჯავშნილი კონცეპტის სახელი კი 1202 წლის ბასიანის ბრძოლის სასახელოდ შეირჩა. მანქანის ლოგოც ქართული ფარის მიხედვითაა შექმნილი, ხოლო სიტყვა Rider მხედარს ნიშნავს, ანუ მანქანას „ბასიანის მხედარი“ ეწოდება. მანქანის მთავარი მიზანია, ეკიპაჟის უსაფრთხო გადაადგილება, სხვადასხვა პირობებში სამხედრო ოპერაციების ჩატარება და დაზვერვის განხორციელება.
მანქანას მუშაობის ორი რეჟიმი აქვს: აქტიური და ჩასაფრება. აქტიური რეჟიმის დროს ავტომობილის ინტერიერიდან შესაძლებელია ორმაგად დაჯავშნული შუშებიდან გარემოზე დაკვირვება. მოულოდნელი ცეცხლის დროს ირთვება ჩასაფრების რეჟიმი, რომლის გააქტიურების დროსაც, მანქანის ძარის ზედა ნაწილი 110 მილიმეტრით ქვემოთ ჩადის და მართვა მთლიანად კამერების მეშვეობით ხდება.
ამ დროს ფანჯრების 80% ძარის დაცულ ნაწილში იმალება. ეს უზრუნველყოფს ეკიპაჟის წევრების მაქსიმალურ უსაფრთხოებას. ორივე შემთხვევაში, მანქნის შიგნიდან შესაძლებელია ცეცხლის გახსნა კორპუსში დატოვებული 4 სპეციალური ამბრაზურიდან. თვითონ ძარა დახრილი ფორმებითაა დაპროექტებული, რაც მის ჯავშანმედეგობას საგრძნობლად აუმჯობესებს.
„ბასიანის“ სადესანტო ნაკვეთურში 6 მებრძოლი ეტევა, აქედან ერთი მანქანის სახურავზე განთავსებულ დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულის ოპერატორია. მანქანას უკანა, ძირითადი კარების გარდა, დამატებით კიდევ ორი საბროტე კარები გააჩნია, რაც დესანტის ჩასხდომა-გადმოსხდომას აადვილებს.
Rider-ი  V-სებური ფორმის, სამშრიანი, ფსკერითაა აღჭურვილი, რაც მის ნაღმედეგობას საგრძნობლად ზრდის.

აღსანიშნავია რომ პროექტზე მუშაობისას ავტორმა 14 სამუშაო მოდელი შექმნა, ფოტოებზე მათ შორის ყველაზე წარმატებულებია წარმოდგენილი. ეს არის ერთი დიზაინერის მიერ დანახული ქართული ჯავშანმანქანის იერსახე. საინტერესო პროექტი არც უცხოელებისთვის რჩება შეუმჩნეველი. 2016 წლის დეკემბერში პროექტი „ბასიანი“ A’Design Awards-ის დაჯილოდების ჩამონათვალში მოხვდა.


წყარო - ჟურნალი ავტობილდი.

Thursday, January 8, 2015

ელექტრონული ტანკი Kampfpanzer Versuchsträger 2000 (Bw)

 Kampfpanzer Versuchsträger 2000
როდესაც, 90–ბის ბოლოს, ელექტრონიკა საკმაოდ კომპაქტური და მაღალმწარმოებლური გახდა, გერმანელმა კონსტრუქტორებმა გადაწყვიტეს ენახათ რა გამოვა თუ ტანკს თანამედროვე ელექტრონიკით, სხვადასხვა დისფლეებით, სხვადასხვა სიხშირის ვიდეოკამერებით და უამრავი სხვა სისტემებით, აღჭურვავდნენ. სწორედ ამისთვის მათ ააწყვეს მანქანა სახელწოდებით Kampfpanzer Versuchsträger 2000 (Bw) - ტანკ–სტენდი 2000.

ელექტრონული დანაშენი – ხედი გვერდიდან
ამ მიზნით Leopard-2–ს მოხსნეს კოშკურა და მის მაგივრად ფიქსირებული კონსტრუქცია დააყენეს, რომელშიც უამრავი ელექტრონული სისტემა ჩატენეს. ასევე ამ კონსტრუქციაში ტანკის მეთაურისა და მემიზნის სამუშაო ადგილების იმიტატორები განათავსეს. მძღოლ მექანიკოსი გათვალისწინებული არ იყო, მის ადგილას ინჟინერ–გამომცდელი იჯდა, ხოლო მართვის ხელსაწყოები ჩარევისგან დაბლოკილი იყო. ანუ მოძრაობის მიმართულებას და სიჩქარეს კოშკურაში მჯდომები მართავდნენ. აღსანიშნავია რომ მანქანის ეკიპაჟის ორი ადგილი კოშკურაში უნიფიცირებული იყო და მანქანის მართვა ნებისმიერ წევრს შეეძლო.

ელექტრონული დანაშენი – ხედი წინიდან

საინტერესო ისაა, რომ მანქანის მართვის მთელი გარემო (გასროლის იმიტაციის მქონე "სამიზნის" ჩათვლით) სრულიად ვრიტუალური იყო. უტყუარობის მიზეზით დატოვებული იქნა სამი სახის ხედვის ხელსაწყო. ორი დამოუკიდებელი მრავალფუნქციური, დღე–ღამის–მანძილმზომიანი სდგური ეკიპაჟს ყველა არსებულ მონაცემს აწვდიდა, რომელიც თანამგზავრული ნავიგაციით იყო უზრუნველყოფილი.
სწორედ აქ ფართო შესაძლებლობები გაიშალა. იმის გარდა, რომ თითოეული მანქანა მაღალხარისხიანი მზვერავი ხდებოდა, მას ასევე გააჩნდა რადიოქსელი, რომელიც მანქანებს ერთმანეთთან აკავშირებდა და მრავალფუნქციურ ეკრანებზე ტაქტიკური მდგომარეობა გამოყავდა. ადგილმდებარეობა, მეგობრული მანქანების ადგილმდებარეობა, ნაცნობი მიზნების განლაგება – და თვით კორექტირების რეჟიმი ამ მანქანების მიერ საკმაოდ ადვილად ხორციელდებოდა.

ელექტრონული დანაშენის დეტალიზაცია
რა თქმა უნდა სისტემა ჯერ ისევ ძალიან უმი იყო – ის პროტოტიპი კი არა, მხოლოდ და მხოლოდ იდეა, კონცეფცია იყო. ოპტიკოელექტრონული მოდულების ამძრავად პნევმატიკა გამოიყენებოდა, ამ მიზნით კოშკურის უკან განთავსებული იყო შეკუმშული ჰაერის ორი ბალონი.

 ტანკის ხედი წინიდან და უკნიდან
რა თქმა უნდა რაიმე პრაქტიკული გამოსავლის ნახვას არ მოელოდნენ. მანქანა იდეის დასამუშავებლად გამოიყენებოდა და სავარაუდოდ მაშინ გამოცდილი ზოგი გადაწყვეტილება დღეს უკვე ინერგება თანამედროვე საბრძოლო ტექნიკაში. ხოლო ეკიპაჟის შემცირებამდე უკვე არც თუ ისე ბევრი დარჩა. იმის გათვალისწინებით, რომ კალიბრის გაზრდა გარდაუვალია, დამტენის მოშორება ეკიპაჟიდან იძულებით მოხდება. ასევე რატომ არ უნდა ვთქვათ უარი მძღოლ–მექანიკოსზე? იმის გათვალისწინებით, რომ მძღოლ–მექანიკოსის ფუნქციებს მართვის ავტომატიზირებული–ხელოვნურიინტელექტიც შეძლებს შეთავსებას, ნაწილს კი ეკიპაჟი შეასრულებს – მისი მოშორებაც შესაძლებელია.


წყარო:Kampfpanzer Versuchsträger 2000 (Bw)