უბრალოდ კონცეპტი
მანქანას სახელი
ჯავშანმანქანა „დიდგორის“ შთაგონებით ეწოდა. დიდგორს სახელი 1121 წელს, დავით აღმაშენებლის
მეთაურობით ჩატარებული სახელგანთქმული ბრძოლის აღსანიშნავად ეწოდა. ახალი ქართული,
მრავალფუნქციური დაჯავშნილი კონცეპტის სახელი კი 1202 წლის ბასიანის ბრძოლის სასახელოდ
შეირჩა. მანქანის ლოგოც ქართული ფარის მიხედვითაა შექმნილი, ხოლო სიტყვა Rider მხედარს
ნიშნავს, ანუ მანქანას „ბასიანის მხედარი“ ეწოდება. მანქანის მთავარი მიზანია, ეკიპაჟის
უსაფრთხო გადაადგილება, სხვადასხვა პირობებში სამხედრო ოპერაციების ჩატარება და დაზვერვის
განხორციელება.
მანქანას მუშაობის
ორი რეჟიმი აქვს: აქტიური და ჩასაფრება. აქტიური რეჟიმის დროს ავტომობილის ინტერიერიდან
შესაძლებელია ორმაგად დაჯავშნული შუშებიდან გარემოზე დაკვირვება. მოულოდნელი ცეცხლის
დროს ირთვება ჩასაფრების რეჟიმი, რომლის გააქტიურების დროსაც, მანქანის ძარის ზედა
ნაწილი 110 მილიმეტრით ქვემოთ ჩადის და მართვა მთლიანად კამერების მეშვეობით ხდება.
ამ დროს ფანჯრების
80% ძარის დაცულ ნაწილში იმალება. ეს უზრუნველყოფს ეკიპაჟის წევრების მაქსიმალურ უსაფრთხოებას.
ორივე შემთხვევაში, მანქნის შიგნიდან შესაძლებელია ცეცხლის გახსნა კორპუსში დატოვებული
4 სპეციალური ამბრაზურიდან. თვითონ ძარა დახრილი ფორმებითაა დაპროექტებული, რაც მის
ჯავშანმედეგობას საგრძნობლად აუმჯობესებს.
„ბასიანის“ სადესანტო
ნაკვეთურში 6 მებრძოლი ეტევა, აქედან ერთი მანქანის სახურავზე განთავსებულ დისტანციურად
მართვადი საბრძოლო მოდულის ოპერატორია. მანქანას უკანა, ძირითადი კარების გარდა, დამატებით
კიდევ ორი საბროტე კარები გააჩნია, რაც დესანტის ჩასხდომა-გადმოსხდომას აადვილებს.
Rider-ი V-სებური ფორმის, სამშრიანი, ფსკერითაა აღჭურვილი,
რაც მის ნაღმედეგობას საგრძნობლად ზრდის.
აღსანიშნავია
რომ პროექტზე მუშაობისას ავტორმა 14 სამუშაო მოდელი შექმნა, ფოტოებზე მათ შორის ყველაზე
წარმატებულებია წარმოდგენილი. ეს არის ერთი დიზაინერის მიერ დანახული ქართული ჯავშანმანქანის
იერსახე. საინტერესო პროექტი არც უცხოელებისთვის რჩება შეუმჩნეველი. 2016 წლის დეკემბერში
პროექტი „ბასიანი“ A’Design Awards-ის დაჯილოდების ჩამონათვალში მოხვდა.
წყარო - ჟურნალი ავტობილდი.
No comments:
Post a Comment